DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გახდი თანამედროვე ექთანი - მედიკოსი, რომელსაც ენდობიან

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გიწვევთ ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველებს.
• კოლეჯში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს
• სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
• სტუდენტთა მიღება მოხდება ორ ნაკადად- თებერვალსა და სექტემბერში.
• სწავლის საფასურს აფინანსებს სახელმწიფო.
• სწავლის დაფინანსებას ასევე
გთავაზობთ ჩვენი გერმანელი
პარტნიორი, ქალაქ პირმესანის მუნიციპალური კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს დასაქმებას გერმანიაში.

Vet.ge-ზე რეგისტრაციის ინსტრუქცია 👇🏻
24/09/2026

Vet.ge-ზე რეგისტრაციის ინსტრუქცია 👇🏻

📌საგამოცდო ტესტირების ნიმუშები
22/09/2026

📌საგამოცდო ტესტირების ნიმუშები

ტესტურ დავალებათა ნიმუშები პროფესიული ტესტირებისთვის ბიოლოგია ტესტურ დავალებათა ნიმუშები ტესტურ დავალებათა ....

21/09/2026

🔈პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

📝 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება.

შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს.

თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk

🎓 საექთნო განათლების პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! 🩺თუ გსურთ, დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელო...
21/09/2026

🎓 საექთნო განათლების პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! 🩺

თუ გსურთ, დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან პროფესიას, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! 💙

📅 რეგისტრაციის ვადა: 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ 👉 vet.emis.ge

🔹 გაიარეთ რეგისტრაცია და ავტორიზაცია;
🔹 აირჩიეთ შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი";
🔹 აირჩიეთ პროფესიული პროგრამა "საექთნო განათლება" და დაადასტურეთ განაცხადი.

📚 შეიძინეთ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ჩვენთან ერთად და გადადგით პირველი ნაბიჯი საექთნო პროფესიისკენ!

📍 დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯი
თქვენი პროფესიული მომავლის დასაწყისი. 💙

10/09/2026

📢 საორიენტაციო შეხვედრა კოლეჯში

📅 11 სექტემბერი
⏰ 11:00 საათი
📍 შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"

გელოდებით საორიენტაციო შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მომავალი სტუდენტები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და კოლეჯის შესახებ. 🩺🎓

შეხვედრაზე გაიგებთ:
🔹 რას და როგორ ისწავლით კოლეჯში;
🔹 როგორ არის დაგეგმილი სასწავლო პროცესი;
🔹 რა ეტაპების გავლა მოგიწევთ სწავლის პერიოდში;
🔹 როგორ წარიმართება თეორიული და პრაქტიკული სწავლება;
🔹 და კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

✨ გელოდებით 11 სექტემბერს, 11:00 საათზე!

თქვენი პროფესიული გზა სწორედ აქ იწყება! 💙

🔈2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღ...
09/09/2026

🔈2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
🔷მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
🔹უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.
დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3715

🔈2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

🔹უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3715

📢აბიტურიენტთა საყურადღებოდ ✅იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს  NAEC-ის გამოცდა, გაცნობებთ, რომ კოლეჯში საბუთ...
07/09/2026

📢აბიტურიენტთა საყურადღებოდ

✅იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს NAEC-ის გამოცდა, გაცნობებთ, რომ კოლეჯში საბუთების მიღება იწყება 7 სექტემბერს და გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით.

კოლეჯში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
📌სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი ან დიპლომი.
📌სამი ფოტო 3/4-ზე ფორმატით.
📌პირადობის მოწმობის ასლი.
📌 წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
(საჭიროების შემთხვევაში).

📞დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 571238994
🗓️ სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
🕰️სამუშაო საათები : 10:00-17:00
📍 მისამართი : თბილისი, ა. წერეთლის გამზირი N121

🎓DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის  წარჩინებულმა სტუდენტებმა ლიეტუვაში, ქ. კლაიპედას სა...
07/09/2026

🎓DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის წარჩინებულმა სტუდენტებმა ლიეტუვაში, ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, საექთნო კოლეჯის დაფინანსებით გაიარეს ობზერვაციის კურსი.
⬇️პროგრამის მიზნები და აქტივობები:
🔹სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ევროპული სტანდარტების შესაბამის საექთნო პრაქტიკას.
🔹დააკვირდნენ ექთნების ყოველდღიურ საქმიანობას კლინიკის სხვა და სხვა განყოფილებაში.
🔹კოლეჯის სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და ასევე შეასრულეს სხვა და სხვა საექთნო მანიპულაციები.
🔹კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.
👩‍⚕️აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართველი საექთნო სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების გზაზე, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის გაცნობას და ქართული საექთნო განათლების ხარისხის ამაღლებას.
📈მისამართი: თბილისი, წერეთლის #121
📞დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 571238994
🗓სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
🕰სამუშაო საათები : 10:00-17:00

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გიწვევთ აკრედიტებულ თეორიულ-პრაქტიკულ ტრე...
10/07/2026

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გიწვევთ აკრედიტებულ თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-კურსზე:
„ფიზიკურ და სარეაბილიტაციო მედიცინაში შეფასების ინდიკატორთა სისტემის დანერგვა და მონიტორინგი“ (აკრ. #0712)

📅16, 17, 18 ივლისი, 2026
📍თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ტრენინგ-ცენტრი (ვახტანგ გორგასლის 9)
⏳ხანგრძლივობა: 3 დღე | 12 საკონტაქტო საათი
📚ფორმატი: შერეული
➡️ტრენინგი 16 და 17 ივლისს დაიწყება15 საათზე, ხოლო 18 ივლისს 10 საათზე.
პროგრამა განკუთვნილია:
კლინიკური მენეჯერებისთვის;
ექიმ-მონიტორებისთვის;
პირველადი ჯანდაცვისა და ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებისთვის.
ასევე, დასწრება შეუძლიათ ექთნებს, ფიზიკურ თერაპევტებს, რეაბილიტაციის სპეციალისტებს, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩამოთვლილი სპეციალობის ექიმებს მიენიჭებათ I ტიპის 9 უპგ ქულა.
სხვა პროფესიის მონაწილეებზე გაიცემა ტრენინგ-კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენერები:
ეკატერინე სანიკიძე – თსსუ ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ინტერნალისტი, ჯანდაცვის მართვის, სამედიცინო ეთიკისა და სამართლის სპეციალისტი.
ლია ავალიანი – ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, სამასაჟე სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი, სარეაბილიტაციო შეფასების ინდიკატორთა სისტემის ტრენერთა ტრენინგის სერტიფიცირებული მონაწილე.
ტრენინგ-კურსის ღირებულება 220 ლარი
რეზიდენტებისა და მაგისტრანტებისთვის – 100 ლარი
🗓️📅რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივლისი.
📝ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე
https://docs.google.com/.../1FAIpQLScR2o7Y5hm.../viewform...
ადგილები შეზღუდულია.

19/06/2026

📢 მნიშვნელოვანი შეხვედრა „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯში“

2026 წლის 10 ივნისს კოლეჯში შედგა პარტნიორ ორგანიზაციათა და კოლეჯის წარმომადგენელთა გაერთიანებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისა და სამომავლო ხედვების განხილვას.

🤝 შეხვედრას ესწრებოდნენ:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები;
კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები;
პროფესიული განათლების პედაგოგები;
სტუდენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
📝 შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ:
კოლეჯის საქმიანობის ანგარიში;
2026–2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა;
2026 წლის კორექტირებული სამოქმედო გეგმა;
რისკების მართვისა და მარკეტინგული განვითარების სტრატეგიები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კოლეჯის განვითარების პრიორიტეტებზე, ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე მექანიზმებსა და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებზე.

მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერი დიალოგისთვის. ერთად, კიდევ უფრო მეტი მიღწევებისკენ!

Address

Tsereteli Avenue 121
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995571238994

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to DTMUN Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი:

Shortcuts

Share