24/02/2025
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) აღმასრულებელმა დირექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა პოდკასტის - "თავის დროს" #67-ე ეპიზოდში ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევის მიგნებების შესახებ.
თავის დრო #67 - სოციოლოგიური კვლევა, ხალხის განწყობა, შიშები და მოლოდინი - იაგო კაჭკაჭიშვილი
ეპიზოდის სტუმარია სოციოლოგიის დოქტორი და "სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი"-ის დირექტორი იაგო კაჭკაჭიშ...
22/02/2024
21 თებერვალს გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის „კრიმინალური მენტალიტეტი და მისი გავლენა საზოგადოებაზე“ შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი Global Initiative on Psychiatry -Tbilisi, GCRT-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევა ჩაატარა არასამთავრობო კვლევითმა ორგანიზაციამ Institute of Social Studies and Analysis - ISSA.
🔹აუდიტორიას კვლევის ანგარიში წარუდგინა იაგო კაჭკაჭიშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ ხელმძღვანელი).
პრეზენტაციას უძღვებოდნენ:
🔹 დარეჯან ჯავახიშვილი (ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი,“ პროექტის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელი);
🔹 ლელა ცისკარიშვილი („წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“, აღმასრულებელი დირექტორი).
🔹 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროგრამის ოფიცერმა, ლალი ჩხეტიამ.
ღონისძიების დასასრულს მოეწყო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლებმა.
👉კვლევის ანალიტიკური ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ონლაინ, შემდეგ ბმულებზე:
ქართული: https://shorturl.at/nBNT1
ინგლისური: https://shorturl.at/pyEH9
European Union in Georgia
01/06/2023
კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA). გამოყენებული იყო როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ფოკუს ჯგუფები, ექსპერტული ინტერვიუები და რაოდენობრივი გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.