იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, Education, 15, J. Kakhidze str, Tbilisi.

ხარისხიანი იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით, წვლილი შეგვაქვს ეთიკური და მაღალკვალიფიციური იურიდიული პროფესიის განვითარებასა და სამართლებრივად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ფონდის მიზანია არსებითად განსხვავებული ალტერნატიული სამართლებრივი განათლების სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას საზოგადოებასა და საგანმანთლებლო სისტემაში.

📅 1 ოქტომბერს აღინიშნება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე.🇺🇳 ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წლის 14 დეკემბერს დააწ...
01/10/2026

📅 1 ოქტომბერს აღინიშნება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე.

🇺🇳 ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წლის 14 დეკემბერს დააწესა.

👩‍💼 ლიზა ვარდანია, სოციალური მუშაკი:

💬 “თაობათაშორისი ურთიერთობა ჩემთვის ცოდნის უბრალო გადაცემაზე მეტია. ეს არის ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და ერთმანეთისგან სწავლის პროცესი.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სწორედ ამის შეხსენების შესაძლებლობას გვაძლევს: გამოცდილება, რომელიც გაზიარებულია, არ იკარგება, ის შეიძლება ახალი თაობის პოტენციალად იქცეს, ხოლო ახალი თაობის ენერგია და იდეები, თავის მხრივ, გამოცდილებას ახალ კალაპოტს უქმნის, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ თაობებს შორის ხიდის აშენება ნიშნავს არა ერთმანეთის შეცვლას, არამედ ერთმანეთის გაძლიერებას.“

🔗 გაეცანით ლიზა ვარდანიას ბლოგპოსტს ბმულზე: https://sites.google.com/view/edugyla/%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97

⏰ მოსწავლეთათვის სამართლის საკვირაო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 1 დღე!🔥 არ გამოტოვო შესაძლებლობა, დარ...
20/09/2026

⏰ მოსწავლეთათვის სამართლის საკვირაო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 1 დღე!

🔥 არ გამოტოვო შესაძლებლობა, დარეგისტრირდი ახლავე!

🔗 სააპლიკაციო ფორმა: https://forms.cloud.microsoft/e/ZJ0GssxGgU

⚖️ გრძელდება რეგისტრაცია სამართლის საკვირაო სკოლაში!გინდა უკეთ იცნობდე საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, ისწავლო ს...
17/09/2026

⚖️ გრძელდება რეგისტრაცია სამართლის საკვირაო სკოლაში!

გინდა უკეთ იცნობდე საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, ისწავლო სამართლებრივი პრობლემების გაანალიზება, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვა და მიიღო მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში?

პროგრამის ფარგლებში შეისწავლი:

⚖️ სამართლისა და ადამიანის უფლებების საფუძვლებს
🏛️ კონსტიტუციურ მოწყობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს
⚖️ სასამართლო სისტემასა და სამართლის ძირითად დარგებს
🤝 დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს

ასევე, გექნება შესაძლებლობა:

💬 მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და დებატებში
🔎 გააანალიზო რეალური სამართლებრივი შემთხვევები
🎭 ჩაერთო როლურ თამაშებში
👥 იმუშაო გუნდურად
🎤 განივითარო არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები
🧑‍⚖️ და მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

📌 მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII–XII კლასების მოსწავლეებს

👥 შეირჩევა 20 მონაწილე
🌐 სწავლება ჩატარდება ონლაინ ფორმატში
💰 პროგრამა სრულად დაფინანსებულია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ

📝 შეავსე სააპლიკაციო ფორმა და გახდი სამართლის საკვირაო სკოლის მონაწილე!

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 სექტემბერი

🔗 სააპლიკაციო ფორმა: https://forms.cloud.microsoft/e/ZJ0GssxGgU

ყველასთვის მისაწვდომი სამართლებრივი განათლება!

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!🤝 ნათია კიკაჩეიშვილი, მედიატორი:💬 "დემოკრატია მხოლოდ არჩევნები და სახელმწი...
15/09/2026

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!

🤝 ნათია კიკაჩეიშვილი, მედიატორი:

💬 "დემოკრატია მხოლოდ არჩევნები და სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის. ის, უპირველესად, არის ადამიანის უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, იყოს მოსმენილი, განსხვავდებოდეს სხვებისგან და, უთანხმოების მიუხედავად, შეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

მედიაციაც სწორედ ამ ღირებულებებზე დგას. მედიაცია ქმნის სივრცეს, სადაც კონფლიქტის თითოეულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მოუსმინოს სხვას და თავად მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც მედიატორისთვის, ჩემთვის მედიაცია დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი გამოვლინებაა - ძალის ნაცვლად დიალოგი, დაპირისპირების ნაცვლად შეთანხმება და სხვისი აზრის უარყოფის ნაცვლად მისი მოსმენა.

დემოკრატია იწყება იქ, სადაც ერთმანეთის მოსმენა შეგვიძლია."

❓ თქვენთვის რას ნიშნავს დემოკრატია? - დაწერე კომენტარი

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!⚖ თამარ ონიანი, უფლებადამცველი: 💬 "დემოკრატია ადამიანებს აძლევს ხმას, ძალა...
15/09/2026

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!

⚖ თამარ ონიანი, უფლებადამცველი:

💬 "დემოკრატია ადამიანებს აძლევს ხმას, ძალასა და შესაძლებლობას, დაიცვან როგორც საკუთარი, ისე იმ ადამიანების უფლებები, რომელთაც სხვათა სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ამ უფლებების დაცვას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო და პროკურატურა.

დემოკრატიაში სამართლის უზენაესობის იდეა ასევე მოითხოვს პასუხისმგებლიან კანონშემოქმედებას, რომელიც გამორიცხავს საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად."

❓ თქვენთვის რას ნიშნავს დემოკრატია? - დაწერე კომენტარი

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!🎤 ნინო წვერავა, ჟურნალისტი: 💬  "ჩემთვის დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას - ...
15/09/2026

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!

🎤 ნინო წვერავა, ჟურნალისტი:

💬 "ჩემთვის დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას - დასვა კითხვები, ეძებო პასუხები და მოყვე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ამბები ისე, რომ ამის გამო საკუთარი პოზიციის შეცვლა არ დაგჭირდეს.

ჟურნალისტიკაში ეს თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფალი მედია აკვირდება მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება, ამხელს პრობლემებს და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იცოდნენ, რა ხდება მათ გარშემო.

ვფიქრობ, ძლიერი დემოკრატია ვერ იარსებებს თავისუფალი მედიის გარეშე, რადგან საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ კითხვების დასმაც."

❓ თქვენთვის რას ნიშნავს დემოკრატია? - დაწერე კომენტარი

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!📚 თინათინ ღერკენაშვილი, მოსწავლე: 💬 "ჩემთვის დემოკრატია, პირველ რიგში, არი...
15/09/2026

🔵 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!

📚 თინათინ ღერკენაშვილი, მოსწავლე:

💬 "ჩემთვის დემოკრატია, პირველ რიგში, არის ადამიანის ხმა, არჩევანის უფლება და განცდა, რომ შენი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ის მხოლოდ სიტყვა ან კანონში ჩაწერილი პრინციპი არ არის. მინდა, ის საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად არსებობდეს. მახსოვს, როცა სკოლაში პირველად ვისწავლე დემოკრატიის მნიშვნელობა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა: „არის თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა?“ ამ კითხვამ უსამართლობის განცდა, პროტესტი და ბრაზი გამიჩინა და ბევრი რამ რეალური თვალით დამანახა.

მინდა, სიტყვა „დემოკრატია“ საქართველოს შესახებ საუბრისას თავდაჯერებულად და დაუფიქრებლად ვთქვა. ერთი სიტყვით, დემოკრატიას „თავისუფლებას“ დავარქმევდი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ადამიანის ხმას აქვს მნიშვნელობა და არც მის არჩევანს."

❓ თქვენთვის რას ნიშნავს დემოკრატია? - დაწერე კომენტარი

⚖️ გინდა უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს სამართალი და როგორ დაიცვა საკუთარი და სხვების უფლებები?📚 სამართლის საკვირაო სკოლა აცხ...
09/09/2026

⚖️ გინდა უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს სამართალი და როგორ დაიცვა საკუთარი და სხვების უფლებები?

📚 სამართლის საკვირაო სკოლა აცხადებს მონაწილეთა მიღებას!

⚖️ რა არის სამართლის საკვირაო სკოლა? სამართლის საკვირაო სკოლა არის უფასო, არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობა, VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლით.

✨ პროგრამა არ მოითხოვს სამართლის საკითხების წინასწარ ცოდნას - მთავარია შენი ინტერესი, მოტივაცია და აქტიური მონაწილეობის სურვილი.

📌 როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე, მათი მოტივაციის, ინტერესის, კრიტიკული აზროვნებისა და პროექტში აქტიური მონაწილეობის მზაობის გათვალისწინებით; შერჩევის პროცესში არ ფასდება სამართლის სფეროში წინასწარი ცოდნა.

👥 შეირჩევა 20 მონაწილე.

🌐 პროგრამა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

📝 შეავსე სააპლიკაციო ფორმა და გახდი სამართლის სკოლის მონაწილე!

📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 სექტემბერი

🔗 სააპლიკაციო ფორმა: https://forms.cloud.microsoft/e/ZJ0GssxGgU

ყველასთვის მისაწვდომი სამართლებრივი განათლება!

📢 სამართლის საკვირაო სკოლა ბრუნდება!🎉🎓 შესაძლებლობა VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ⚖️ გამოსცადე როგორ მუშაობს სამართალ...
07/09/2026

📢 სამართლის საკვირაო სკოლა ბრუნდება!

🎉🎓 შესაძლებლობა VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

⚖️ გამოსცადე როგორ მუშაობს სამართალი პრაქტიკაში

💻 სრულიად უფასოდ, ონლაინ ფორმატში

🏆 🎓 პროგრამის ბოლოს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებ!

📌 არ გამოტოვო შესაძლებლობა! დაგვიტოვე ელ.ფოსტა და პირველმა მიიღე ინფორმაცია სარეგისტრაციო ბმულის გახსნის შესახებ 👇
https://forms.cloud.microsoft/e/iC6Ea1B37b

📚 იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასწავლო და საგანმანათლებლო რეს...
28/08/2026

📚 იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასწავლო და საგანმანათლებლო რესურსების მომზადებაა.

📖 ამ საქმიანობის მიზანია, სამართლებრივი ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც სამართლის სტუდენტებისა და მომავალი იურისტებისთვის, ისე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

🔗 გვსურს გაგიზიაროთ ადამიანის უფლებათა გზამკვლევი - humanrightsguide.ge

ვებ გვერდზე ადამიანის უფლებების თემატური საკითხავი მასალის გარდა, გაეცნობით რელევანტურ სასამართლო პრაქტიკას და ტესტების საშუალებით შეძლებთ თქვენი ცოდნის შემოწმებას.

🌍 ადამიანის უფლებათა გზამკვლევი ხელმისაწვდომია 12 ქვეყანაში და არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის განათლებისთვის. ის შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები. ამ ქსელის წევრია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, რომელმაც 2023 წელს მოამზადა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ქართული ვერსია.

🚀 დარჩით ჩვენთან - გვადევნეთ თვალი!

Address

15, J. Kakhidze Str
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995599123430

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share