მშობლიური ქართული ენა

მშობლიური ქართული ენა გვერდის მიზანია, facebook-ის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენოს ქართული ენის მნიშვნელობა.

მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; დაახლოებით, ხუთიათასამდე.

მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:

ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!

მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავ-ლობის მიხედვით. საერთო წარმომავლობა გულისხმობს იმას, რომ ეს ენები ერთი ენის განშტოებაა. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია (ეთნიკურ-ტერიტორიული ნაირსახეობებია), რომელთა შორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, ასე მივიღეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მონათესავე ენები. მონათესავე ენათა ერთობას ენათა ოჯახს უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილი ენათა ოჯახებია: ინდოეოროპულ ენათა ოჯახი, თურქულ-ალათაურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი და სხვა.

რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ზემოთ ვთქვით, ჰეროდოტე (V ს. ძვ. წ.) ქართულ ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა. იყო სხვა მითითებებიც. XVII-XVIII საუკუნეებში ეს საკითხი უფრო აქტიური გახდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა თვალსაზრისს ქართული ენის წარმოშობის თაობაზე,. XIX ს-ში ქართულის დაკავშირება სცადეს ევროპულ ენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მეცნიერები (მარი ბროსე, ფრანც ბოპი...) სერიოზულად ცდილობდნენ ამ თვალსაზრისის დასაბუთებას; ევროპაშივე გაჩნდა აზრი ქართული ენის განკერძოებულობის შესახებ.

1864 წელს ფრიდრიხ მიულერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ქართულ-კავკასიური ენები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ენათა დიდი ჯგუფის გადმონაშთს. ეს თვალსაზრისი გაზიარებული იქნა და დღემდე მიიჩნევა სარწმუნო პოზიციად: ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში ცნობილ ენათა ოჯახებს. ქართულის მონათესავე ენებია კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენები: ქართველური (სვანური, მეგრულ-ლაზური) ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ჩაჩნურ-ინგუშური ენები და დაღესტნის ენები. ენათა ამ ჯგუფს მეცნიერებაში იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული ტერმინია და არ უდრის გეოგრაფიულ ტერმნის კავკასიის ენები: კავკასიაში მოსახლე ხალხების – სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების – ენები არაა ამ ოჯახის წევრი ენები.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში 30-ზე მეტი ენაა. ეს ენები უნთავრესად კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლეობენ. ამ ენათა ოჯახში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:

1. ქართველურს (ქართული, სვანური, მეგრული-ლაზური),

2. აფხაზურ-ადიღეურს (აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული),

3. ნახურ ჯგუფს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური),

4. დაღესტნური (ხუნძური, ანდიური, დიდოური, ლაკური, დარგუული...).

დიდი ხანია, მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეზისური კავშირის შესახებ წინააზიისა და შუამდნიარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან – ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან, პელაზგურთან... ყველა ეს ენა დღეს მკვდარი ენაა.

ქართულ ენას გენეტიკურად უკავშირებენ ბასკურ ენას. ესაა ერთადერთი ენა, სავარაუდოდ, ქართული ენის მონათესავე ენათა შორის, რომელიც არ არის კავკასიაში. ბასკეთი პირინეის ნახევარკუნძულზეა; ორი მესამედი ბასკებისა ცხოვრობს ესპანეთში, ერთი მესამედი – საფრანგეთში.

ბასკურ-ქართული ჰიპოთეზა 20 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ამ ჰიპოთეზამ განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში მოიპოვა პოპულარობა. მრავალი კითხვა იჩენს თავს ამ საკითხის განხილვისას. უპირველესად, ასე დაშორებულ ტერიტორიებზე როგორ მოხვდნენ მონათესავე ენები? არსებობს სხვადასხვგვარი ახსნა. ფაქტი ერთია: აშკარაა მსგავსება ენობრივი თვალსაზრისით; და არა მხოლოდ ენობრივი...

ქართული ენა სალიტერატურო ენაა. უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ამ ენაზე შექმნილნი, V საუკუნით თარიღდება. იაკობ ხუცესის (Vს.) “შუშანიკის წამებიდან” მოყოლებული დღემდე შეგვიძლია თვალი გავადევნოთ სალიტერატურო ქართული ენის განვითარების ისტორიას. 16 საუკუნის მანძილზე ქართული სალიტერატურო ენა იცვლება, იხვეწება, ვითარდება. მან მიაღწია სრულყოფილ დონეს. ქართული ენა დღეს, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი ცივილიზებული, მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა.

ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა; ქართველთა ძლიერებისა; ქართველთა უკვდავებისა.

ქართული ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას.

ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთში, ქართულთან ერთად აფხაზურიც ითვლება სახელმწიფო ენად.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას, სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.

წყარო: http://www.lingua.ge/qartuliena.html

http://bu.com.ge/geo/news/story/421-qriste-aghdga-tu-qriste-aghsdga
15/04/2017

http://bu.com.ge/geo/news/story/421-qriste-aghdga-tu-qriste-aghsdga

ბო­ლო წლებ­ში, ყო­ვე­ლი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში, შე­ი­ნიშ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­მძაფ­რე­ბუ­ლი ინ­ ...

24/01/2017

ძვირფასო მეგობრებო!
ქვემოთ მითითებულ ბმულზე აიტვირთა ბარბარიზმების ლექსიკონის პირველი ვერსია. მასში შევიდა ჩვენი მოძრაობის გვერდზე დღემდე გამოქვეყნებული ბარბარიზმები. ლექსიკონზე მუშაობა გრძელდება და თვეში ერთხელ მოგაწვდით მის შევსებულ ვერსიას. გამოგვიგზავნეთ ის ბარბარიზმები, რომლებიც გაწუხებთ, ხშირად გესმით, მათ აუცილებლად შევისწავლით და შევიტანთ ლექსიკონში.

http://margaliti.com/barbarism.pdf

26/12/2016

Oldies and goodies: Check out our list of the ten oldest languages in the world.

საქართველოში 14 აპრილს  დედაენის დღე აღნიშნეს!  http://www.radiotavisupleba.ge/media/video/video-dedaenis-dghe/26955309....
15/04/2015

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღნიშნეს! http://www.radiotavisupleba.ge/media/video/video-dedaenis-dghe/26955309.html

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღეს აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დედაენის უნიკალური გამოცემები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. ეს დღესასწაული 1990 წელს დაწესდა 1978 წლის 14 აპრილის სახსოვრად, როდესაც…

02/04/2015

წერტილ-მძიმე ( ; ):

ა) ეს ნიშანი ორ წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში, თუ ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ. მაგ.:
საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო; საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა...

ბ) წერტილ-მძიმე დაისმის აგრეთვე რაიმე აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლის დროს:

ორი წინადადებიდან უნდა აირჩიოთ ის, რომელიც

ა) უფრო გამართულია;

ბ) უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს;

გ) უფრო მარტივია აგებულებით;

დ) უფრო ნათელია შინაარსით.

წყარო: http://www.lingua.ge/punqtuacia.html

კულტურის სამინისტროში დღეს, მინისტრი გურამ ოდიშარია "დედაენის" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშ...
14/04/2014

კულტურის სამინისტროში დღეს, მინისტრი გურამ ოდიშარია "დედაენის" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ლიტერატორები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/277868-qdedaenisq-shedgenis-iakob-gogebashviliseul-methods-erovnuli-mnishvnelobis-kategoria-enitceba.html

”ინტერპრესნიუსი”

04/02/2014

მძიმე ( , ) დაისმის:

ა) რთული თანწყობილი ან რთული ქვეწყობილი წინადადებების შემადგენელ წინადადებებს შორის:

გრილი ნიავი უბერავდა, ხეები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.

მეორე ფაეტონი, რომლითაც მარო და ალექსანდრე მოვიდნენ, ჯერ ისევ ცარიელი იდგა.

ბ) შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს (ან ასეთი წინადადების ნაწილებს) შორის:

დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას.

მაშინ ჩემი მეგობარო მოვარდა, მხარზე ხელი გადამხვია.

გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები):

მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე...

ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზე სიმღერით.

ჰო, შვილო, ეგეც მოხდება ხოლმე...

დ) სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად:

– ახლავე წადი და უთხარი, – უბრძანა ბიძამ ვაჩეს, – ჩემს

მოსვლამდე არ გამოჩნდეთ-თქო.

ე) ავტორებისა და წიგნების დასახელებისას:

ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკა, თბილისი, 1930წ.

http://www.lingua.ge/punqtuacia.html

04/01/2014

წერტილი ( . ) იწერება:

ა) თხრობითი წინადადების ბოლოს, თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრივადაც (ინტონაციურადაც)დასრულებულია, ანუ დამოუკიდებელია მომდევნო წინადადებისაგან:

მზე ჩადის. ფრინველები იბუდებენ. ვერძები რქებგადაყრილი უსაქმოდ დადიან.

ბ) სიტყვის შემოკლების აღსანიშნავად:

სოფ. (სოფელი), მდ. (მდინარე), ე.წ. (ეგრეთ წოდებული).

გ) ტექსტის პუნქტებად დაყოფის დროს, მონაკვეთების დანომრვის

მიზნით (1., 2., ა., ბ. და მისთ.)

შენიშვნა: ქართულში წერიტილი არ დაისმის სათაურის შემდეგ.
http://www.lingua.ge/punqtuacia.html

ქართული ანბანი, დენი დიდროს პირველი ფრანგული ენციკლოპედიიდან, XVIII ს.
06/11/2013

ქართული ანბანი, დენი დიდროს პირველი ფრანგული ენციკლოპედიიდან, XVIII ს.

Georgian Alphabet from the first French Encyclopédie by Denis Diderot. Published in Paris between 1765 - 1772

გაიგეთ მეტი ქართული ენის განვითარების შესახებ!http://ucnauri.com/105457/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1...
05/09/2013

გაიგეთ მეტი ქართული ენის განვითარების შესახებ!
http://ucnauri.com/105457/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპებს გავიდა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მშობლიური ქართული ენა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category