05/06/2026
🎬✨ ფესტივალი „კინო ღია ცის ქვეშ“ ოფიციალურად გაიხსნა!
გულითად მადლობას ვუხდით მრავალრიცხოვან აუდიტორიას, რომელიც 4 ივნისს, ხუთშაბათს, ფესტივალის გახსნის ამ განსაკუთრებულ საღამოს შემოგვიერთდა.
ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ოლივიე კურტო ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობას და ფესტივალის ახალი სეზონი ოფიციალურად გახსნა.
გახსნის საღამოს მაყურებლებმა ფრანსუა ოზონის ფილმი „უცხო“ იხილეს, ალბერ კამიუს ამავე სახელწოდების უკვდავი ნაწარმოების ახალი და შთამბეჭდავი ეკრანიზაცია.
ფესტივალი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და ყოველ ხუთშაბათს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ხაზინას ქ. 4), მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ნამუშევრებს, ანიმაციურ ფილმებს, დრამებსა და კომედიებს.
📅 კინოჩვენებები 11 ივნისს, ხუთშაბათს, 20:30 სთ-ზე, ლუიზ კურვუაზიეს ფილმის „ღმერთო ჩემო“ ჩვენებით გაგრძელდება.
სრული პროგრამა ხელმიაწვდომია: https://www.facebook.com/share/1KDCQWrorF/
🎟️ დასწრება თავისუფალია !
🎬✨ Le festival « Cinéma sous les étoiles » est officiellement lancé !
Un grand merci au public, venu en nombre ce jeudi 4 juin pour cette belle soirée d’ouverture du festival.
La soirée s’est déroulée en présence de Son Excellence Monsieur l’Ambassadeur de France en Géorgie, qui a salué l’importance des échanges culturels entre la France et la Géorgie et donné le coup d’envoi de cette nouvelle édition du festival.
Les spectateurs ont eu le plaisir de découvrir « L’Étranger » de François Ozon, une récente adaptation puissante du chef-d’œuvre d’Albert Camus.
Le festival se poursuit chaque jeudi jusqu’à la fin du mois de juillet sur le terrain de l’Ambassade de France en Géorgie (4 rue Khazina) avec une programmation riche et variée mêlant films récents, grands classiques, comédies, drames et films d’animation.
📅 Prochain rendez-vous le jeudi 11 juin à 20h30 avec le film de Louise Courvoisier, « Vingt Dieux ».
Programme complet : https://www.facebook.com/share/1KDCQWrorF/
🎟️ Entrée libre !
Ambassade de France en Géorgie
03/06/2026
01/06/2026