ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia"

ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia" Centro Cultural Y Educativo Español en Georgia.

Lugar donde los amantes del español como lengua extranjera pueden abordar su estudio o perfeccionamiento si ya tienen conocimientos previos, a través de la ejecución de juegos, lecturas, vídeos, mucha práctica, siempre con el apoyo que nos brinda la gramática.

🌙🔑 ¿Sabías que en España…?იცოდით, რომ ძველ ესპანეთში ღამით სახლში შესასვლელად ზოგჯერ „sereno“-ს უნდა დალოდებოდით? 🇪🇸იყო ...
28/09/2026

🌙🔑 ¿Sabías que en España…?

იცოდით, რომ ძველ ესპანეთში ღამით სახლში შესასვლელად ზოგჯერ „sereno“-ს უნდა დალოდებოდით? 🇪🇸

იყო დრო, როდესაც ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ღამით სპეციალური დარაჯები — serenos — დადიოდნენ.

🌙 ისინი მთელი ღამე უბანს აკონტროლებდნენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, სადარბაზოების გასაღებების დიდი აცმა თან დაჰქონდათ. თუ გვიან დაბრუნდებოდით სახლში, sereno-ს დაუძახებდით და ის თქვენს სადარბაზოს გაგიღებდათ. 🔑🚪

ძველად sereno ქუჩაში ხმამაღლა აცხადებდა საათსა და ამინდსაც.

🏙️ დროთა განმავლობაში დომოფონებმა, თანამედროვე საკეტებმა და ცხოვრების ახალმა წესმა ეს პროფესია გააქრო.

🕯️ 2025 წელს კი მადრიდის ბოლო sereno — Manuel Amago Fuertes — 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასთან ერთად თითქოს მადრიდის ძველი ცხოვრების კიდევ ერთი პატარა ეპოქაც დასრულდა.

✨ წარმოიდგინეთ: ღამის ორ საათზე სახლში ბრუნდებით, სადარბაზოს გასაღები კი თქვენ არა, ღამის დარაჯს აქვს… და ქუჩაში უნდა დაიძახოთ:

„¡Sereno!“ 😄🔑

Los serenos se encargaban de guardar las llaves de los portales y de vigilar los vecindarios por la noche. Ha fallecido el último sereno de Madrid, Manuel Am...

27/09/2026

🇪🇸🏰 ¿Sabías que en España…?

იცოდით, რომ ესპანეთის ისტორიაში თითქმის 800 წლის განმავლობაში იბერიის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსლიმური მმართველობის ქვეშ იყო?

711 წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსულმა მუსლიმურმა ძალებმა იბერიის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიკავეს. ეს ისტორიული პერიოდი სხვადასხვა ფორმით 1492 წლამდე გაგრძელდა.

🏛️ ამ ეპოქამ ესპანეთს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვა — არქიტექტურაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებასა და ენაშიც კი.

დღეს ამის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია გრანადის ალჰამბრა, ხოლო კორდობაში — ცნობილი მეჩეთი-კათედრალი.

🗣️ ეს გავლენა ესპანურ ენაშიც ჩანს: ათასობით ესპანური სიტყვა არაბულთან არის დაკავშირებული, მათ შორის aceite (ზეთი), azúcar (შაქარი) და almohada (ბალიში).

🇪🇸 ესპანეთის კულტურის გაცნობა ნიშნავს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის აღმოჩენასაც.

26/09/2026

📣 იბერიაში პორტუგალიური და ინგლისური ენის კურსები იწყება!

გაიცანით ჩვენი ახალი მასწავლებელი — როდრიგო ტადეუ .

როდრიგო პორტუგალიელია და პორტუგალიური მისი მშობლიური ენაა. ინგლისური ენის ცოდნას ადასტურებს C2 დონის Cambridge CPE სერტიფიკატი. მას ინგლისურის სწავლების გამოცდილება აქვს ბრაზილიასა და ეგვიპტეში, სადაც ახალგაზრდებსა და სირიელ ლტოლვილებს ეხმარებოდა ენის შესწავლაში.

როდრიგოს ასევე აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი პარიზის პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება. ფლობს ესპანურ და ფრანგულ ენებსაც.

თუ გსურთ პორტუგალიურის ან ინგლისურის სწავლა, შემოგვიერთდით! 🇵🇹🇬🇧

📩 კურსებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დარეგისტრირდით ბმულზე https://forms.gle/ZSQp76Wzh2ZD6tkZA

Centro Cultural Y Educativo Español en Georgia.

26/09/2026

🇪🇸 ესპანური მარტივად — IR თუ VENIR?

ორივე ზმნა გადაადგილებას გამოხატავს, მაგრამ მიმართულება განსხვავებულია 👇

🔹 IR — წასვლა

როდესაც მივდივართ სხვა ადგილას, იქით:

👉 Voy al trabajo.
სამსახურში მივდივარ.

👉 Mañana voy a Madrid.
ხვალ მადრიდში მივდივარ.

👉 ¿Vas al cine esta noche?
დღეს საღამოს კინოში მიდიხარ?

🔹 VENIR — მოსვლა

როდესაც მოძრაობა არის აქეთ, იმ ადგილისკენ, სადაც მოსაუბრე იმყოფება:

👉 ¿Vienes a mi casa esta tarde?
დღეს საღამოს ჩემთან მოხვალ?

👉 Mis amigos vienen a verme.
ჩემი მეგობრები ჩემ სანახავად მოდიან.

👉 ¡Ven aquí!
მოდი აქ!

📌 მარტივად დაიმახსოვრეთ:

➡️ IR = იქით წასვლა
⬅️ VENIR = აქეთ მოსვლა

⚠️ საინტერესო განსხვავება:

თუ მეგობარი გეუბნებათ:

— ¡Ven aquí! — მოდი აქ!

თქვენ უპასუხებთ:

— ¡Ya voy! — უკვე მოვდივარ!

❌ არა: Ya vengo.

22/09/2026

📣 ბათუმლების საყურადღებოდ!

როგორც იქნა, თქვენთან ვართ! 🇪🇸

ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“ იწყებს საქმიანობას ბათუმში — სკოლა „იუჯიში“! იუჯი სკოლა ბათუმი

📌 ესპანური ენის კურსები განკუთვნილია როგორც სკოლა „იუჯის“ მოსწავლეებისთვის, ასევე ბათუმში მცხოვრები გარედან მოსული ზრდასრულებისა და ყველა ასაკის მსურველისთვის.

სკოლის მოსწავლეები შეძლებენ, გაკვეთილების შემდეგ ისწავლონ ესპანური ენა თანამედროვე, სასაუბრო მეთოდით და ეტაპობრივად მოემზადონ საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის — DELE და SIELE.

„იბერია“ მოსწავლეებს სთავაზობს რეალურ გზას ესპანეთში განათლებისა და მომავალი პროფესიისკენ:

✅ კონსულტაციებს სპეციალობისა და სასწავლო მიმართულების არჩევაში;
✅ ინფორმაციას ესპანეთში სწავლის შესაძლებლობებზე — Grado Superior, უნივერსიტეტი, მაგისტრატურა და საერთაშორისო პროგრამები;
✅ მოთხოვნადი მიმართულებების გაცნობას: სპორტი, ტურიზმი და ენოტურიზმი, ლოჯისტიკა, პროგრამირება და IT, დიზაინი, ადმინისტრაცია და მარკეტინგი, ჯანდაცვა, კულინარია და სხვა;
✅ შეხვედრებს ესპანეთის განათლების სისტემაზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და პროფესიის არჩევაზე;
✅ მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს;
✅ ესპანური კულტურის, ლიტერატურის, კინოსა და ცხოვრების წესის გაცნობას.

🎓 მათთვის, ვისაც ესპანეთში სწავლის გაგრძელება სურს, „იბერია“ სთავაზობს სრულ საინფორმაციო და საორგანიზაციო მხარდაჭერას: სასწავლო პროგრამისა და ქალაქის შერჩევა, ჩარიცხვის პროცესში დახმარება, დოკუმენტების მომზადების გზამკვლევი, ვიზის კონსულტაცია და ესპანეთში პირველი ნაბიჯების მხარდაჭერა.

🇪🇸 „იბერია“ გაძლევთ ენას, მიმართულებასა და რეალურ გზას — საქართველოდან ესპანეთის განათლებამდე.

📩 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დარეგისტრირდით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfIDdfiN8SYxTy7kcvXVM7YmG4JtOmTDzPaim0AssOqQtK9lA/viewform?usp=send_form

#ბათუმი #იუჯისსკოლა #ესპანურიენა #სწავლაესპანეთში

Centro Cultural Y Educativo Español en Georgia.

22/09/2026

🇩🇪 გერმანული ენის კურსები Centro Iberia-ში!

გერმანული ენა გსურთ ისწავლოთ ნულიდან, გაიმყაროთ ცოდნა ან მოემზადოთ გერმანიაში სწავლისა და პროფესიული მომავლისთვის? Centro Iberia გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს ონლაინ და ოფლაინ ფორმატში.

კურსს ჩაატარებს მარიამი — გერმანული ენის C1 დონისა და საერთაშორისო DSD 2 (Deutsches Sprachdiplom) სერტიფიკატის მფლობელი.

📌 მარიამს აქვს გერმანულ-ინგლისურენოვანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებში — Majorel, DCS Communication Center და Teleperformance. 2022 წლიდან იგი ასწავლის გერმანულ და ინგლისურ ენებს სხვადასხვა დონის მოსწავლეებს, ინდივიდუალური მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე თარგმნის ოფიციალურ დოკუმენტებს ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

ჩვენთან გერმანული ენის სწავლა მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება.

🇩🇪 პირობები ისეთივეა, როგორიც ესპანური ენის კურსებზე:

• დახმარება გერმანიაში სწავლის გაგრძელების მიმართულებით
• კონსულტაცია სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გზის არჩევაში
• დახმარება პრაქტიკის შესაძლებლობების მოძიებაში
• სავიზო მომსახურება და დოკუმენტაციის მომზადების მხარდაჭერა
• დასაქმების პერსპექტივებზე ორიენტირებული მომზადება

გერმანული ენა ახალი შესაძლებლობების გასაღებია — როგორც სწავლისთვის, ისე პროფესიული განვითარებისა და კარიერისთვის გერმანიაში.

რეგისტრაცია ღიაა.
დეტალებისა და ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#გერმანულიენა #სწავლაგერმანიაში

19/09/2026

🇪🇸 გსურთ ესპანეთში სწავლა? მნიშვნელოვანია იცოდეთ — ყველა სასწავლო პროგრამაზე პროცედურა ერთნაირი არ არის!

საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმით შემოსვლა შეუძლიათ, მაგრამ სასწავლო პროგრამის მიხედვით განსხვავდება,

შეგიძლიათ თუ არა სწავლის ნებართვის მოთხოვნა უკვე ესპანეთში ყოფნისას, თუ განაცხადი წინასწარ ესპანეთის საკონსულოში უნდა გააკეთოთ?

🟢 ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ შეიძლება განაცხადის გაკეთება

თუ სტუდენტი ესპანეთში კანონიერად იმყოფება და ირიცხება უმაღლესი განათლების — Estudios Superiores — პროგრამაზე, მას შეუძლია შესაბამისი პირობების დაცვით განაცხადი ესპანეთშივე შეიტანოს.

ამ კატეგორიაში შედის:

🎓 უნივერსიტეტი — Grado, Máster,Doctorado,FP Grado Superior

📌 სწორედ ამ გზით სარგებლობს ბევრი ჩვენი სტუდენტი: ესპანეთში კანონიერად ჩამოსვლა → სასწავლებელში ჩარიცხვა → დოკუმენტების მომზადება → autorización de estancia por estudios-ის მოთხოვნა ესპანეთიდან.

🔴 ტურისტულად ჩამოსვლა და შემდეგ ესპანეთიდან მოთხოვნა არ შეიძლება ყველა პროგრამაზე

მაგალითად:

🇪🇸 ესპანური ენის ჩვეულებრივი კურსი — Escuela Oficial de Idiomas-ში ან Instituto Cervantes-ის მიერ აკრედიტებულ ცენტრში;

🏫 FP Grado Medio;

📖 Bachillerato;

🎨 Artes Plásticas y Diseño — Grado Medio;

🏅 Enseñanzas Deportivas — Grado Medio;

🎵 პროფესიული მუსიკისა და ცეკვის სწავლება;

🛠️ პროფესიული სერტიფიკატებისა და სხვა შესაბამისი formación-ის პროგრამები;

🌍 მოსწავლეთა mobility/exchange პროგრამები;

🤝 მოხალისეობრივი პროგრამები.

➡️ ამ კატეგორიებში მხოლოდ ტურისტული/უვიზო სტატუსით ესპანეთში ყოფნა, ზოგადი წესით, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აქვე მოითხოვოთ სასწავლო estancia.

ასეთ შემთხვევაში პროცედურა უნდა დაიწყოს ესპანეთის შესაბამის საკონსულოში.

🇬🇪 საქართველოს შემთხვევაში შესაბამისი სავიზო პროცედურა თურქეთში ხორციელდება.

📌 ასევე მნიშვნელოვანია განაცხადის შეტანის ვადები, სტუდენტის ესპანეთში კანონიერი ყოფნის დარჩენილი პერიოდი, სასწავლებლის სტატუსი, პროგრამის ტიპი და სწავლების ფორმა.

ჩვენ სტუდენტს ვეხმარებით არა მხოლოდ სასწავლებლის არჩევაში, არამედ სწორი გზის განსაზღვრაშიც:

რომელი პროგრამა შეარჩიოს → სად უნდა შეიტანოს განაცხადი → რა დოკუმენტები მოამზადოს → როგორ გააგრძელოს სწავლა და ცხოვრება ესპანეთში.

📩 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#სწავლაესპანეთში #სტუდენტურივიზა #ესპანეთი

🇪🇸 იცოდით, რომ…?💳 სულ რაღაც 50 წელზე ოდნავ მეტი ხნის წინ ესპანეთში გათხოვილ ქალს ქმრის ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად სა...
18/09/2026

🇪🇸 იცოდით, რომ…?

💳 სულ რაღაც 50 წელზე ოდნავ მეტი ხნის წინ ესპანეთში გათხოვილ ქალს ქმრის ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად საბანკო ანგარიშის გახსნა არ შეეძლო?

ესპანეთში 1975 წლამდე მოქმედებდა ე.წ. „ქმრის ნებართვა“ — licencia marital, რომელიც გათხოვილი ქალის ფინანსურ და სამართლებრივ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავდა.

შეზღუდვები მხოლოდ საბანკო ანგარიშს არ ეხებოდა. სხვადასხვა შემთხვევაში გათხოვილ ქალს ქმრის თანხმობა სჭირდებოდა გარკვეული ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ქონების განკარგვისთვის, კომერციული საქმიანობისთვის და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

📅 გარდამტეხი ცვლილება 1975 წლის 2 მაისს მოხდა, როდესაც მიღებულმა კანონმა licencia marital გააუქმა.

სამოქალაქო კოდექსში ჩაიწერა:

„ქორწინება არც ერთი მეუღლის ქმედუნარიანობას არ ზღუდავს.“

ასევე ამოიღეს მორჩილების კანონი.

ესპანეთის სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლი პირდაპირ ადგენდა: „ქმარმა უნდა დაიცვას ცოლი, ხოლო ცოლი უნდა დაემორჩილოს ქმარს“ (El marido debe proteger a la mujer y ésta obedecer al marido).

დღეს ეს ყველაფერი ძალიან შორეულ წარსულად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ცვლილება მხოლოდ 51 წლის წინ მოხდა.

********

🇪🇸 ესპანეთის ისტორიის ცოდნა გვეხმარება უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ისიც, როგორ შეიცვალა ესპანური საზოგადოება რამდენიმე ათწლეულში.

#იცოდითრომ #ესპანეთი #ესპანურიკულტურა #ესპანურიენა

18/09/2026

🇪🇸 იცოდით, რომ…?

ესპანეთში ადამიანების უმეტესობას ორი გვარი აქვს — ერთი მამისგან და მეორე დედისგან.

მაგალითად, თუ მამაა Carlos García López, ხოლო დედა — Ana Martín Ruiz, მათი შვილი შეიძლება იყოს:

👧 Lucía García Martín

ანუ ბავშვი ორივე მშობლის გვარს ატარებს.

💍 კიდევ ერთი განსხვავება: ესპანეთში ქალი ქორწინებისას, როგორც წესი, გვარს არ იცვლის. ის ინარჩუნებს საკუთარ გვარებს და ქორწინების შემდეგაც თავისი სახელითა და გვარებით აგრძელებს ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებას.

👶 შეიცვალა კიდევ ერთი რამ: ადრე ბავშვის გვარებში მამის გვარი პირველ ადგილზე იწერებოდა, დღეს კი მშობლებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომელი მშობლის გვარი იქნება ბავშვის პირველი გვარი.

ასე რომ, ესპანური სახელისა და გვარების სისტემა ოჯახის ორივე ხაზს — მამისასაც და დედისასაც — ინარჩუნებს.

*********

🇪🇸 ენის სწავლა მხოლოდ სიტყვებისა და გრამატიკის სწავლა არ არის — ეს არის ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ყოველდღიური ცხოვრების წესის გაცნობაც.

#იცოდითრომ #ესპანეთი #ესპანურიკულტურა #ესპანურიენა

17/09/2026

🎉 🎉 იბერიაში სიახლეა!

ცენტრი იბერია ფართოვდება.მისი ახალი პარტნიორი ხდება ენების ინოვაციური აკადემია - Innovative Language Academy

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ესპანური ენის კურსები იწყება ახალ ლოკაციაზე:

📍 გორში

ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლეა — გორში პირველად შევდივართ და ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ყველა მსურველს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლონ ესპანური ენა ხარისხიან გარემოში, გამოცდილი პროგრამითა და ესპანეთთან დაკავშირებული რეალური პერსპექტივებით.

კურსზე შეგიძლიათ დაიწყოთ სწავლა საწყისი დონიდან, გაიუმჯობესოთ საუბარი და ეტაპობრივად მოემზადოთ ესპანეთში სწავლის, პროფესიული განათლებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

📌 ჩაწერა უკვე დაიწყო!
დაგვირეკეთ,მოგვწერეთ ან დარეგისტრირდით აქ:

https://forms.gle/NWeb9y1AJDGZ3qwy7

Address

Calle Libreros 48. 1 Izda
Tbilisi
28801

Opening Hours

Monday 09:00 - 23:00
Tuesday 09:00 - 23:00
Wednesday 09:00 - 23:00
Thursday 09:00 - 23:00
Friday 09:00 - 23:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

995599634393

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia":

Shortcuts

Share