15/06/2026
⌛️შპს “ქ. თბილისის საშუალო
სკოლა
ლამპარში “გრძელდება პირველ და უფროსკლასელთა მიღება 2026–2027 სასწავლო წლისათვის!
📍თუ გსურთ, რომ თქვენი შვილის განათლება იყოს მყარი, მრავალმხრივი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული — გიწვევთ ჩვენს სკოლაში!
ჩვენ გთავაზობთ:
✅გაძლიერებულ სასწავლო პროგრამას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში;
✅დამატებით აქტივობებს — ჭადრაკსა და თანამედროვე ცეკვებს;
✅გახანგრძლივებულ ჯგუფს, სადაც უზრუნველყოფილია როგორც მეცადინეობა, ასევე სრულფასოვანი კვება;
პროფესიონალ, სერტიფიცირებულ და გამოცდილ პედაგოგებს
✅მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სანდო და წარმატებულ სასწავლო გარემოს
ჩვენთან თქვენი ბავშვი მიიღებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ განვითარებას, თავდაჯერებულობას და მეგობრულ გარემოს;
📋სკოლა დამატებით გთავაზობთ უფასო წრეობრივ მუშაობას:
კვირაში ერთხელ უცხო ენებში:
• ესპანური
• გერმანული
• ფრანგული
კვირაში ერთხელ:
• ინფორმაციული ტექნოლოგიების IT - სრულფასოვანი შესწავლა;
🎉სკოლის კარის შეღება მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისი როდია - ეს არის პატარა ადამიანის დიდი და საინტერესო მოგზაურობა, სადაც თითოეული სიტყვა, შემეცნების სიხარული, გულწრფელი ღიმილი და ცნობისწადილი მის პიროვნულ საძირკველს აშენებს.
სკოლა ,,ლამპარი” არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ თავისუფალი ფიქრისა და უამრავი შესაძლებლობის ასპარეზი…
ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ თავი წარმატებულად, თავდაჯერებულად და ბედნიერად იგრძნოს, ამ მიზნის ირგვლივ კი ერთიანდებიან პროფესიონალი და მზრუნველი მასწავლებლები, რადგან გვჯერა, რომ ,,ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს შეუძლია სამყარო შეცვალოს…” უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის მომავალი ბავშვების ხელშია, ერთად ავანთოთ ლამპარი ჩვენ გარშემო!