13/04/2023
📢KD Academy აცხადებს მეორე ნაკადის მიღებას სატრენინგო კურსზე - "სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები"
📌კურსი დაფუძნებულია იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რასაც საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიები აწყდებიან სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობებში.
✔️კურსი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association-ის მიერ, რაც გულისხმობს კურსის გავლით ასოციაციის წევრებისთვის სავალდებულო კრედიტების დაგროვებას (24 კრედიტი).
👉ტრენერები:
უჩა ზაქაშვილი - სამართლის დოქტორი, 2005 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სამართლის სფეროში; იგი უძღვება სამშენებლო სამართლის სატრენინგო კურსებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე, სამშენებლო სამართლის სასწავლო კურსს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) და ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტში (ილიაუნი). იგი ასევე, უძღვებოდა ტრენინგს სამშენებლო სამართლის პრობლემურ საკითხებზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
თამარ გვიჩიანი - 2012 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო სამართლის სფეროში, კერძოდ, მუშაობდა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში სამართლებრივი აქტების მომზადების და უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე, იკავებდა ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. თამარ გვიჩიანი ასევე საქმიანობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნეს სუბიექტების კონსულტაცია და მათი ინტერესების დაცვა ქ. თბილისის მერიის მმართველობას მიკუთვნებულ საკითხებზე კერძოდ, სამშენებლო ნებართვების გაცემა, მუნიციპალური ქონების მართვის საკითხები და ა.შ. ამჟამად თამარის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შენობების პროექტირება და ნებართვის გაცემის საკითხებზე კონსულტაცია.
ნინო იოსელიანი - სამართლის დოქტორი, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართალდარღვევის საქმისწარმოების სპეციალისტად.
🔗კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - shorturl.at/mzD56 დღის წესრიგი - shorturl.at/tuEL8
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - shorturl.at/nCFX4