16/09/2026
გვიხარია, რომ Wrecked Summit-ის ვორქშოფის ავტორი ჩვენი ლექტორი - მექი გიორგაძეა. 💜
**Beyond the Ruin: Generative Kintsugi** - პრაქტიკული ვორქშოფი, სადაც AI, დიზაინი და ექსპერიმენტი ერთ სივრცეში იყრის თავს.
გაიგეთ მეტი მექისა და მისი ვორქშოფის შესახებ 👇
გაიცანით Wrecked Summit-ის ვორქშოფის ავტორი - მექი გიორგაძე.
მექი არის AI Creator, Art Director და 180.ge-ის დამფუძნებელი, რომლის საქმიანობა დიზაინის, ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე ვითარდება. ის ასევე წლებია ასწავლის დიზაინს და საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.
Wrecked Summit-ზე მექი ჩაატარებს პრაქტიკულ ვორქშოფს - Beyond the Ruin: Generative Kintsugi, სადაც Wrecked-ის მთავარი იდეა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიზუალურ ფორმად გადაიქცევა.
მარცხი, შეცდომა ან ის, რაც ერთხელ „გატეხილად“ ჩავთვალეთ, შეიძლება ახალი იდეის საწყისი გახდეს.
ამჯერად ამ იდეას უბრალოდ არ მოვუსმენთ - შევქმნით.
📅 20 სექტემბერი
📍 Terminal, თბილისი
🎟️ დასწრება უფასოა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია
💻 ვორქშოფზე საჭიროა ლეპტოპი
Beyond the Ruin. Build something new from what broke.