სემინარები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სემინარები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

სემინარები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საუბრები თეოლოგიაზე

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ყოველ წელს რეგულარულად ატარებს სემინარების ციკლს. სემინარების თემა სხვადასხვაა, თუმცა ძირითადად თეოლოგიას მოიცავს.

04/06/2020
3 დეკემბერს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტ თეოლოგთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო საჯარო ...
04/12/2014

3 დეკემბერს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტ თეოლოგთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო საჯარო ლექცია თემაზე: რა არის დრო? ლექციას უძღვებოდა უნივერსიტეტის პროფესორი მ. პიერ დიუმულენი. მოხსენებაში განხილული იყო დროის არსი ბიბლიაში, chronos, როგორც ქრონოლოგიური დაჩვენგან დამოუკიდებელი დრო და kairos, როგორც ეგზისცენტიალური, პერსონალური დრო. მომხსენებელმა მოგვცა ძალიან ლამაზი განმარტება გამონათქვამია "დრო არის ძვირფასი", რატომ? რადგან ჩვენი დრო არის საფასური მარადიულობისა.

ვისაც არ გინახავთ
24/11/2014

ვისაც არ გინახავთ

შესაძლებელია თუ არა ღვთის არსებობის გონებით დამტკიცება ან უარყოფა; როგორ ურთიერთობენ რწმენა და გონება; არის თუ არა დაეჭვება ცოდვა და ზოგადად, რა არის ღვთისმეტყველება; ჩვენი სტუმარია, თეოლოგიის დოქტ

19/11/2014

დღეს, 21:45-ზე, ტაბულას ეთერში

შესაძლებელია თუ არა ღვთის არსებობის გონებით დამტკიცება ან უარყოფა;

როგორ ურთიერთობენ რწმენა და გონება;

არის თუ არა დაეჭვება ცოდვა და ზოგადად, რა არის ღვთისმეტყველება

ჩვენი სტუმარია, თეოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ვაჟა ვარდიძე

13 სექტემბერს, სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია წმ, საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების სამს...
13/09/2014

13 სექტემბერს, სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია წმ, საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების სამსახურის მდივანი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი. მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე, შემდეგ სიტყვა გადაეცა ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს, რომელმაც დამწსრე საზოგადოებას წარუდგინა ძვირფასი სტუმარი. ბოლოს მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა და წმ. მამის, პაპი ფრანცისკეს ლოცვა გადმოგვცა მთავარესპისკოპოსმა დომინიკ მამბერტიმ. სტუმარმა მოკლედ ისაუბრა საქართველოს დასავლეთთან კავშირზე, რომელიც ყოველთვის არსებობდა და არასოდეს გაწყვეტილა. მოხსენების შემდეგ დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ დაესვათ რამდენიმე კითხვა.
მობრძანებულ სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, წარმომადგენლები სხვა კონფესიებიდან, საქართველოში მოღვაწე მღვდლები და მონაზონები, სტუდენტები და მრევლი. შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

09/09/2014

მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტის სტუმრობა და მოხსენება სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

კვირის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი ესტუმრება. 13 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი მამბერტი მოწვეული იქნება სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც იგი ისაუბრებს თემაზე: ეკლესიის როლი განათლებასა და კულტურაში.
მთავარეპისკოპოსი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. 15 სექტემბერს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
„ეს ვიზიტი საქართველოსა და ვატიკანის შემდგომი ურთიერთობების გაძლიერებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში“,-- განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

დომინიკ ფრანსუა ჯოზეფ მამბერტი (Dominique François Joseph Mamberti) დაიბადა 1952 წელს მაროკოში, 1981 წლის 20 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა აიაჩოს (საფრანგეთი) ეპარქიის მღვდლად. ფლობს სამოქალაქო და კანონიკური სამართლის აკადემიურ ხარისხს. სხვადასხვა დროს მუშაობდა წმ. საყდრის სამოციქულო ნუნციატურაში ალჟირში, ჩილესა და ლიბანში, ასევე, გაეროს შტაბში წმიდა საყდრის ოფისში, ნიუ იორკში და ბოლოს წმიდა საყდრის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში.
მთავარეპისკოპოსი მამბერტი მიჩნეულია ლათინური ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ქვეყნების ექსპერტად.

მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტის სტუმრობა და მოხსენება სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტშიკვირის ბოლოს ოფიცი...

პროფ. ხოსე ჯილ ი რიბასი სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში
30/03/2014

პროფ. ხოსე ჯილ ი რიბასი სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

16 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტ თეოლოგთა მოწვევით თავისუფლების შესახებ ისაუბრა ლევან ...
16/12/2013

16 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტ თეოლოგთა მოწვევით თავისუფლების შესახებ ისაუბრა ლევან ღამბაშიძემ.

9 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტ თეოლოგთა კლუბის მოწვევით,  გაიმართა მორიგი საჯარო ლე...
10/12/2013

9 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტ თეოლოგთა კლუბის მოწვევით, გაიმართა მორიგი საჯარო ლექცია, რომლის თემაც ამჯერად იყო "ეკლესიის კათოლიკეობა". მოხსენება წაიკითხა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.

2 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის თეოლოგ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული საჯ...
03/12/2013

2 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის თეოლოგ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული საჯარო მოხსენება თემაზე: "პლატონის სახელმწიფო და კათოლიკე ეკლესია". მოხსენებაზე მოწვეული იყო ფილოსოფოსი ზაზა შათირშვილი.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სემინარები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სემინარები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში:

Shortcuts

Share

Category