საბავშვო ბაღი მოძღვარი/modzgvari

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბავშვო ბაღი მოძღვარი/modzgvari

საბავშვო ბაღი მოძღვარი/modzgvari საბავშვო ბაღი მოძღვარი

საბავშვო ბაღი "მოძღვარი"-ის

მისიაა:

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვზე ორიენტირებული, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრიობის, ენის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების პატივისცემა, ტოლერანტობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივება და განვითარება.

ხედვაა:

• ხელი შეუწყოს და შეუქმნას ბავშვებს სათანადო პირობები ინტელექტუალური, ფიზიკური, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის;
• ხელი შეუწყოს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას;
• ბავშვებს გაუღვივოს და განუვითაროს სახელმწიფოებრიობის, ენის, კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების პატივისცემა, ტოლერანტობა, სოციალური პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს თითოეული ბავშვის სასკოლო მზაობა;
• ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების იდეისა და ბავშვებში თანასწორობის, სოციალური ღირებულებების დანერგვას.

ღირებულებებია:

ინკლუზიურობა;
ეფექტიანობა და რელევანტურობა;
ჯანსაღი გარემო;
უსაფრთხოება და დაცულობა;
გენდერული თანასწორობა;
ჩართულობა;
გუნდურობა;
გამჭვირვალობა;
სამართლიანობა.

ეს კვირა პატარებისთვის განსაკუთრებულად ენერგიულად და საინტერესოდ დასრულდა! 🥳✨ანიმატორებთან ერთად ჩატარებულმა აქტივობებმა...
19/09/2026

ეს კვირა პატარებისთვის განსაკუთრებულად ენერგიულად და საინტერესოდ დასრულდა! 🥳✨

ანიმატორებთან ერთად ჩატარებულმა აქტივობებმა ყველას საუკეთესო განწყობა შეუქმნა! 🎉🎈

🌟 ერთობლივი აღმოჩენები და მხიარულება პატარებისთვის!🔴 „ციყვებმა“ ქვიშაში დამალული ფერადი ბურთები იპოვეს და ფერების სამყარ...
18/09/2026

🌟 ერთობლივი აღმოჩენები და მხიარულება პატარებისთვის!

🔴 „ციყვებმა“ ქვიშაში დამალული ფერადი ბურთები იპოვეს და ფერების სამყარო შეეცნენ.
🫁 „ფუტკრებმა“ გაარკვიეს, თუ როგორ სუნთქავს ჩვენი ფილტვები.
🌋 „ჭიამაიებმა“ ნამდვილი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარეს და ვულკანის ამოფრქვევას დააკვირდნენ.
🪑 ხოლო მუსიკალურ პაუზაზე ყველამ ერთად მხიარული „სკამობანა“ ითამაშა!

18/09/2026

✨ მუსიკალური პაუზა და მხიარული შეჯიბრი!

დღეს ჩვენმა პატარებმა ტრადიციული და ყველასათვის საყვარელი თამაში - „სკამობანა“ ითამაშეს 🎶🪑

ეს თამაში არა მხოლოდ ახალისებს ბავშვებს, არამედ ეხმარება მათ ყურადღების კონცენტრაციაში, სმენით აღქმასა და მოტორიკის განვითარებაში.

18/09/2026

🫁 როგორ სუნთქავს ჩვენი ფილტვები?

თემის - „მე და ჩემი სხეული“ ფარგლებში, 3-4 წლიანთა ჯგუფ „ფუტკრების“ პატარებმა ძალიან საინტერესო და თვალსაჩინო ექსპერიმენტი ჩაატარეს! 🎈✨

მარტივი და მხიარული მოდელის მეშვეობით, პატარებმა პრაქტიკულად დაინახეს, თუ როგორ მუშაობს და სუნთქავს ჩვენი ფილტვები. ასე მარტივად და ინტერესით სწავლობენ „ფუტკრები“ საკუთარი სხეულის მოვლასა და შეცნობას! 🐝❤️

17/09/2026

🎨 პატარა „ციყვების“ ფერადი აღმოჩენები!

თემის - „ფერები“ - ფარგლებში, 2-3 წლიანთა ჯგუფ „ციყვების“ პატარებმა ქვიშაში დამალული ფერადი ბურთები იპოვეს! 🎈🔍

თამაშითა და შეხებით სწავლა ყველაზე მხიარული პროცესია - პატარებმა ისიამოვნეს ქვიშის ფაქტურით, იპოვეს დამალული ბურთები და კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს სხვადასხვა ფერი. ✨❤️

17/09/2026

🌋 პატარა მკვლევარები და ვულკანის ამოფრქვევა!

თემის - „საცხოვრებელი ადგილი“ ფარგლებში, 5-6 წლიანების ჯგუფ „ჭიამაიას“ -თან ერთად საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ და პრაქტიკულად ვნახეთ, თუ როგორ იფრქვევა ვულკანი! 🧪✨

🌿🐄 შემეცნებითი და მხიარული დღე ლუკას ფერმაში 🐓🌱ჩვენმა პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ლუკას ფერმაში, სადაც ბუნებასთან ...
18/06/2026

🌿🐄 შემეცნებითი და მხიარული დღე ლუკას ფერმაში 🐓🌱

ჩვენმა პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ლუკას ფერმაში, სადაც ბუნებასთან და სოფლის ცხოვრებასთან ახლოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა ცხოველი, საკუთარი ხელით შეაგროვეს კვერცხები, დააკვირდნენ ყველის ამოყვანის პროცესს და პატარა მებაღეებივით დათესეს მცენარეები.
მადლობა ლუკას ფერმას თბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის! 💚🌾

16/06/2026

💛✨

🌈 🌞 მზე, ქვიშა და ბავშვური ბედნიერება    🏰
10/06/2026

🌈 🌞 მზე, ქვიშა და ბავშვური ბედნიერება 🏰

Address

თბილისი ბაბუციძის 12
Tbilisi
0145

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995322704734

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბავშვო ბაღი მოძღვარი/modzgvari posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბავშვო ბაღი მოძღვარი/modzgvari:

Shortcuts

Share