NET სასწავლო ცენტრი

NET სასწავლო ცენტრი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NET სასწავლო ცენტრი, Education, სანზონა, გუდამაყრის 7 ბ, Tbilisi.

14/01/2026

📢 ვაკანსია — სპეციალური მასწავლებელი | თბილისი

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი)
პრიორიტეტად ჩაითვლება მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება

📄 საჭირო საბუთები:
CV (ავტობიოგრაფია)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი
სამოტივაციო წერილი

📬 როგორ განაცხადოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე:
📧 [email protected]

🗓 ვადა: 2026 წლის 25 იანვრის ჩათვლით

📌 ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ: „პედაგოგის ვაკანსია“

📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი

🏢 სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მუშაობს მოწყვლადი ბავშვებისა და ქალების მხარდაჭერის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, ინოვაციური საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პროგრამების მეშვეობით.
#ვაკანსია #მასწავლებელი

14/01/2026

📢 ვაკანსია — სოციალური მუშაკი
🏢 არასამთავრობო ორგანიზაცია:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი

🧩 ძირითადი საქმიანობა:
მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობა მათი: სოციალიზაციის,
ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის და სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციის მიზნით

📌 სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
თანადგომისა და ემპათიის უნარი
ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი

🎯 CSDC-ის ხედვისა და მიზნების გაზიარება

📬 როგორ განაცხადოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე:
[email protected]

🗓 ვადა: 2026 წლის 25 იანვრის ჩათვლით

📌 ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ: „სოციალური მუშაკის ვაკანსია“

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მუშაობს მოწყვლადი ბავშვებისა და ქალების მხარდაჭერის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, ინოვაციური საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პროგრამების მეშვეობით.

#ვაკანსია

14/01/2026

📢 ვაკანსია — სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ტრენერი

📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი

🏢 განმცხადებელი:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)

🕒 სამუშაო დატვირთვა: კვირაში 4 საათი
📆 პერიოდი: 23 თვე
👧👦 სამიზნე ჯგუფი: 6–18 წლის ასაკის ბავშვები (რთული ქცევის მქონე მოზარდები)

📌 მოთხოვნები:
აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტრენინგების ჩატარება, ბავშვებთან კომუნიკაცია)
სასურველია ფსიქოლოგიის ან სოციალური მიმართულების სპეციალისტი
სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენერთა ტრენინგი
დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

🧩 ძირითადი მოვალეობები:
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგების ჩატარება
შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

📬 როგორ განაცხადოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV
ელ-ფოსტაზე: [email protected]

🗓 ვადა: არა უგვიანეს 25 იანვრისა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მუშაობს მოწყვლადი ბავშვებისა და ქალების მხარდაჭერის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, ინოვაციური საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პროგრამების მეშვეობით.
#ვაკანსია #ტრენერი #სასიცოცხლოუნარები

09/03/2021

✅ მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად მიმდინარე CSDC-ის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა!
🟢 ნახეთ შემაჯამებელი ვიდეო და ინტერვიუ პროექტის ხელმძღვანელთან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის დირექტორთან - ნინო თოდუასთან;
✔️ პროექტი - 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის იანვრის ფარგლებში - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ორგანიზებით (CSDC) და ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით მიმდინარეოდა. პროექტის მთავარი მიზანი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშეწყობა და მათი პრობლემების იდენტიფიცირება იყო.

#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა
Nino Todua

Photos 25/10/2020

➡️➡️ ანა, 35 წლის:

▶️▶️ მეუღლემ წლების წინ დაგვტოვა, ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტა, ისიც კი არ ვიცით, სად არის და რას აკეთებს.

▶️▶️ ვცდილობ, თავი გავიტანო, ფიზიკურად ვშრომობდი, მაგრამ პანდემიის პირობებში ყველაფერი გართულდა, სამუშაოც აღარ მაქვს. ბავშვები სკოლის ასაკისანი არიან. მათ ძალიან ბევრი რა სჭირდებათ. საკვები პროდუქტები უბნის მაღაზიიდან ვალად მომაქვს, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. სამივეს სჭირდება ტექნიკა, რომლითაც ონლაინ-სწავლების დროს დაესწრებიან გაკვეთილებს. ნიჭიერი ბავშვები არიან, არ მინდა სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ, იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.’’

☑️☑️ შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!

☑️☑️ პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center

🔽 ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
➡️ ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
➡️ მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
➡️ მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
➡️ დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ანასთვის).

#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა

06/10/2020

➡️➡️ ნათია, 37 წლის:

▶️▶️ ,,ჩემს 3 შვილთან ერთად თვითნებურად ვარ შესახლებული ძველ შენობაში, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი პირობები, არ გვაქვს გამათბობელი, გაზქურა ან სხვა სახის ტექნიკა. ამიტომ, სახლში ძალიან ცივა... სამწუხაროდ, ვარ შრომისუუნარო, გაკეთებული მაქვს თირკმლის სტენდირება, რეაბილიტაციისთვის მჭირდება მედიკამენტები, რისი შესაძლებლობაცა არ მაქვს.

▶️▶️ არათუ წამლების, ბევრჯერ ყოფილა, საჭმლის ფული არ მქონია. ასეთ დროს ვცდილობ, სანამ სოციალური დახმარება დამერიცხება, მე არ ვჭამო და საკვები შვილებს გავუნაწილო.

▶️▶️ ორი შვილი დღის ცენტრში დადის. ნიჭიერი ბავშვები მყავს, კარგად ხატავენ და მღერიან, მაგრამ ვერცერთ წრეზე ვერ დამყავს. მხოლოდ ელემენტარულ პირობებზე ვოცნებობ, მინდა ჩემს შვილებს ნორმალური სახლი და საკვები ჰქონდეთ.’’

☑️☑️ შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!

☑️☑️ პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center

🔽 ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
➡️ ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
➡️ მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
➡️ მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
➡️ დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ნათიასთვის)

#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა

06/10/2020

➡️➡️ ლია, 23 წლის:

↘️↘️ ,,16 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ჩემი ყოფილი მეუღლე ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, მალევე დავშორდით და ასე ვიქეცი მარტოხელა და სოციალურად დაუცველ დედად. მე და ჩემს შვილებს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილებაც კი გვაქვს. თუმცა ახლა მოლარედ ვმუშაობ და ვცდილობ, ბავშვებს არაფერი მოვაკლო, მაგრამ ეს ძალიან რთულია ჩემთვის.

▶️▶️ ყველანი ერთად თვითნებურად ვცხოვრობთ ბარაკში, რომელიც ახლოსაც კი არ არის ადამიანურ პირობებთან: არ გვაქვს წყალი, აბაზანა, გათბობა. ბავშვებს არ აქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წიგნები, სწავლისთვის საჭირო ტექნიკა.

▶️▶️ ყველაზე მეტად შვილებთან ყოფნა მიხარია, ძალიან მინდა, რომ ჩემი დები, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან, დავიბრუნო და ოჯახური გარემო შევუქმნა, მათზეც ვიზრუნო. ამისთვის ბევრს ვმუშაობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემი დიდი ოჯახისთვის საკმარისი არ არის.’’

☑️☑️ შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!

☑️☑️ პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center

🔽 ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
➡️ ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
➡️ მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
➡️ მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
➡️ დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ლიასთვის).

#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა

Photos 21/11/2016

⦿ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ლინკზე:
▶მოსწავლეები: https://goo.gl/forms/03hzYNziaNautPtu1
▶️მასწავლებლები: https://goo.gl/forms/w7hFcNc80vWJfEMm1
❗️რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 ნოემბრამდე
🔆 მონაწილეობა უფასოა, გისურვებთ წარმატებებს!

#განათლებისსპორტისადაახალგაზრდულსაქმეთასაქალაქოსამსახური
#ჰელფინგჰენდ

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address

სანზონა, გუდამაყრის 7 ბ
Tbilisi
0146