ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი

ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი

Share

კენ ვოლკერის ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი On December, 2016, Ltd “Georgian-American Nursing College” was founded in Tbilisi, Georgia.

�„ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ დაარსდა 2016 წლის 14 დეკემბერს საქართველოში, თბილისში. კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაცია Partners for International Development (პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის), რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელს ემორის უნივერსიტეტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით როგორც

24/04/2022
13/04/2022

📝მადლიერი პაციენტების წერილი ჩვენს სტუდენტს👏🏻
👩🏻‍⚕️ქეთევან ქოქიაური, „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის“ პროფესიული პედაგოგი და კლინიკური პრაქტიკის მენტორი, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტური და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" მთავარი ექთანი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ხელნაწერ წერილს, რომლის ადრესატიც ჩვენი კოლეჯის პირველი მიღების პროფესიული სტუდენტი გიორგი ც-ა. წერილში კარდიოლოგიური განყოლფილების ერთ-ერთი პალატის პაციენტები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჩვენს სტუდენტს.

💬„მინდა, გაგიზიაროთ ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი. რაც ჩვენი სასწავლებლის ბავშვები დადიან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბევრჯერ მსმენია საქებარი სიტყვები მადლიერი პაციენტებისაგან, მაგრამ ეს პაციენტის წერილი არის ყველაზე საუკეთესო ჯილდო ტრენერისთვის და სასწავლებლისთვის. ეს ყველა ტრენერის დამსახურებაა!!! მადლობა გიორგის ასეთი შრომისთვის," - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ქოქიაური.

13/04/2022

📣 აპლიკანტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე წელს მოსახვედრად ჩააბარებენ აკადემიური უნარების ტესტს ქიმიისა და ბიოლოგიის კომპონენტებით.

🔷საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის N296971 ბრძანებით „ჩასაბარებელი ტესტების უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან შესაბამისობის დამტკიცების შესახებ" დამტკიცდა ჩასაბარებელი ტესტების საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან შესაბამისობა.

🔶შესაბამისად, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა ჩააბარონ აკადემიური უნარების ტესტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიისა და ბიოლოგიის კომპონენტები).

13/04/2022

📢 რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვა აპლიკანტმაჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადები ცნობილია.

🔶საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N353018 ბრძანების მიხედვით განისაზღვრა ვადები იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას აირჩევენ. ბრძანების მიხედვით, აპლიკანტისათვის რეიტინგში მისი ადგილის შესახებ (რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 29 - 30 სექტემბერი.

13/04/2022

🔷 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა განისაზღვრა.

🔶საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 მარტის N272506 ბრძანების საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2022 წლის 31 მარტის N333664 სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით 2022 წელს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა ა.წ. 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

13/04/2022

📣2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა.

🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 მარტის N272506 ბრძანების საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ამა წლის 31 მარტის N333664 სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადები დადგინდა.

🔸პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადად განისაზღვა 2022 წლის 2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

✅პროფესიული განათლების მიღების მსურველები რეგისტრაცისთვის ეწვიეთ ვებგვერდს

🌐www.vet.emis.ge

👉🏻 რეგისტრაციის დაზუსტებული ბმული: https://vet.emis.ge/ #/collegesPrograms/17

🔷 ბმულზე „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი" განთავსებულია მე-14 ნომრად✔️

13/04/2022

📢„ექთნების რინგი" ექთნების საერთაშორისო დღეს
🔹„ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის" სტუდენტებისთვის

12 მაისს, ექთნების საერთაშორისო დღეს, კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და პროფესიული მასწავლებლების ორგანიზებით, პროფესიული სტუდენტებისთვის გაიმართება თამაში -„ექთნების რინგი". 🧑🏻‍⚕️👩🏻‍⚕️💬

🔸სახალისო ინტელექტუალური მარათონი პოპულარული თამაშის "რა? სად? როდის?" ანალოგს წარმოადგენს.

👥თამაშში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და ერთმანეთს შეეჯიბრებიან შედგენილი, წინასწარ უცნობი კითხვების სხარტად პასუხში. 🗣

✅პროფესიულ სტუდენტებს უფლება ექნებათ, თავიანთ გუნდებს მათთვის სასურველი სახელი მიანიჭონ.

🔻მონაწილეებს ქულების შეგროვება სწორად გაცემული მაქსიმალური რაოდენობის პასუხების შედეგად შეეძლებათ.💯

„ექთნების რინგის" გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ინტელექტუალური თამაშის გარდამავალი თასი. 🏆🥇თამაშში მონაწილე დანარჩენი სტუდენტები კი დაჯილდოვდებიან სპეციალური სერთიფიკატებით.📜

🆘 თამაშში ჩართვის მსურველმა პროფესიულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ:

📞 591900873

07/04/2022

📣🔍ვაკანსია-ექთანი თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში 👩🏼‍⚕️👨🏻‍⚕️
📍მეტრო 300 არაგველთან
🕜გრაფიკი: ყოველდღე 8:00-დან 14:00-მდე
💰ანაზღაურება: 500 ₾ (ხელზე)
❗️მიიღებიან დამწყები ექთნებიც
⚠️❗️დეტალებზე დაუკავშირდით დამსაქმებლის წარმომადგენელს: 568 943 116 მარი

07/03/2022

🔵 ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სტუდენტები საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტებად ყალიბდებიან.

🟡 ჩვენს სტუდენტებს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისურ თეორიულ ცოდნასა და კლინიკურ უნარ–ჩვევებს ვასწავლით, რის საფუძველზეც ისინი წარმატებით შეასრულებენ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.

✅ “ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი” ურთიერთობს ქვეყნის წამყვან კლინიკებთან. შესაბამისად - უზრუნველყოფს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას.

🔔 „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯით" დაინტერესებული პირებისათვის მოქმედებს ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების სერვისი.
🔶დაგვიკავშირდით:
☎️მობ: ‭591 900 873‬ ან 593 515 532.
🚩მისამართი: ქ. წამებულის გამზ.N65 (არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, კორპორაცია PFID-ის ბაზა)
✅ვებ-გვერდი: www.ganc.ge
👉🏻გახდი ექთანი!

31/12/2021

გილოცავთ შობა-ახალ წელს🎄❄️

11/10/2021

გილოცავთ 🥳🎉

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


ქეთევან წამებულის გამზირი #65
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 11:00 - 15:00