ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today

ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today ფსიქოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე

🧠 ტვინსაც სჭირდება ვარჯიშიეს მარტივი სავარჯიშოები  ეფექტური  და სახალისო კოგნიტური დატვირთვაა. ისინი ხელს უწყობს:• ყურად...
02/09/2026

🧠 ტვინსაც სჭირდება ვარჯიში

ეს მარტივი სავარჯიშოები ეფექტური და სახალისო კოგნიტური დატვირთვაა.
ისინი ხელს უწყობს:

• ყურადღებისა და კონცენტრაციის შენარჩუნებას
• მუშა მეხსიერების გააქტიურებას
• კოგნიტურ მოქნილობას - ერთი წესიდან მეორეზე გადართვას
• ვიზუალური ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას
• თვალისა და ხელის კოორდინაციას

ამასთან, ერთ კონკრეტულ და პროგნოზირებად მოქმედებაზე ფოკუსირება, გვეხმარება რამდენიმე წუთით გამოვეთიშოთ ინფორმაციულ ნაკადს და კონტაქტი დავამყაროთ საკუთარ თავთან.

უმჯობესია თუ ამოვბეჭდავთ და ისე შევასრულებთ

ისაუბრე #მუშკისთან

მულტფილმებში მიმოფანტული ფსიქოთერაპიული სიბრძნე ამოგიკრიფეთისაუბრე  #მუშკისთან შემოგვიერთდით ინსტაგრამზე 👇🏻https://insta...
22/08/2026

მულტფილმებში მიმოფანტული
ფსიქოთერაპიული სიბრძნე ამოგიკრიფეთ

ისაუბრე #მუშკისთან

შემოგვიერთდით ინსტაგრამზე
👇🏻
https://instagram.com/psychology.with.mushki?igshid=c07ehrezu4lg

ეს კიდევ ჩვენი ჯგუფი.
👇🏻
https://www.facebook.com/groups/1291425490930294/?ref=share

ზაფხული უკვე ბოლო კვირებს ითვლის ☀️ და ალბათ მშობლებს ახალი იდეების შემოშველება ნამდვილად არ გვაწყენდა. ☺️მე და გოგონები...
18/08/2026

ზაფხული უკვე ბოლო კვირებს ითვლის ☀️ და ალბათ მშობლებს ახალი იდეების შემოშველება ნამდვილად არ გვაწყენდა. ☺️

მე და გოგონები დღეს ძალიან გავერთეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარა აღმოჩენა თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

შევაგროვეთ უცნაური, სასაცილო და ფანტაზიით სავსე კითხვები, რომლებიც განსაკუთრებით სახალისოს გახდის მგზავრობას, სეირნობას, პიკნიკს ან უბრალოდ ერთად, ჰაერზე გატარებულ დროს.

ზოგიერთ კითხვაზე პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სიცილი ვერ შევიკავეთ. 😄

თუ თქვენც გინდათ სცადოთ, მომწერეთ სიტყვა „თამაში“ და გამოგიგზავნით ჩვენს მიერ შედგენილ ფაილს სასაცილო კითხვებით. 💛

ისაუბრე #მუშკისთან

შემოგვიერთდით ინსტაგრამზე
👇🏻
https://instagram.com/psychology.with.mushki?igshid=c07ehrezu4lg

ეს კიდევ ჩვენი ჯგუფი.
👇🏻
https://www.facebook.com/groups/1291425490930294/?ref=share

31/07/2026

მიყვარს მათი თვალით დანახული - ყოვლისშემძლე მიმაკუ 😂

26/07/2026

Irma Mushki Kvachadze

კოგნიტური დატვირთვა: უხილავი შრომა, რომელიც გვფიტავს🫧როდესაც ოჯახურ დატვირთვაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, თვალწინ წარმოგვი...
18/06/2026

კოგნიტური დატვირთვა: უხილავი შრომა, რომელიც გვფიტავს

🫧როდესაც ოჯახურ დატვირთვაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, თვალწინ წარმოგვიდგება დალაგება, საჭმლის მომზადება, სარეცხი, მაღაზიებში სიარული, საქმეებზე სირბილი და დაუსრულებელი საყოფაცხოვრებო რუტინა.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სამუშაო, რომელიც გარედან თითქმის არ ჩანს.
არ ღლის ხელებს, მაგრამ იკავებს სრულ გონებას

ეს არის კოგნიტური დატვირთვა.

კოგნიტური დატვირთვა აუცილებლობაა - მუდმივად გახსოვდეს, გაითვალისწინო, დაგეგმო, კორდინირდბა გაუწიო, წინასწარ იფიქრო და აკონტროლო ყველაფერი, რაც ოჯახის ცხოვრებას უკავშირდება.

- გახსოვდეს, როდის არის ბავშვი ექიმთან მისაყვანი;
- თვალყური ადევნო სასკოლო ჩატებს;
- იცოდე, როდის იწურება დაზღვევის ან აბონემენტის ვადა;
- შეამჩნიო, რომელ ბავშვს სჭირდება ახალი, სეზონური ფეხსაცმელი.

თავში გქონდეს განრიგები, დამატებითი აქტივობები, დაბადების დღეები, ოჯახური შეხვედრები, გადასახადები, შვებულებები და კიდევ ასობით წვრილმანი, რომელთა გარეშეც ოჯახის ცხოვრება რიტმიდან ვარდება.

ფაქტობრივად, ეს არის ოჯახის ცხოვრების ერთგვარი შიდა რუკა, რომელიც ხშირად მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს თავში.

სწორედ ამიტომ, დაღლილობა ხშირად მუდმივი ფიქრითაა გამოწვეული, და არა , საქმის რაოდენობით

შეიძლება ფიზიკურად სხვებზე ნაკლებსაც აკეთებდე, მაგრამ გაცილებით მეტად იყო გამოფიტული, თუ მთელი ამ სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა შენზეა.

ხშირად სწორედ ეს, უხილავი დატვირთვა ხდება ოჯახში ემოციური გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ჩემი აზრით საქმე მხოლოდ მოვალეობების გადანაწილებაში არ არის. ამ ამბავს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. იმიტომ, რომ კოგნიტური დატვირთვა მხოლოდ შრომას არ ეხება.

აქ ერთმანეთში ირევა პასუხისმგებლობა, კონტროლი, შფოთვა და ის როლები, რომლებსაც ოჯახში ვიკავებთ.

ხშირად სწორედ ის ადამიანი, ვისზეც კოგნიტური დატვირთვის დიდი ნაწილი მოდის, ოჯახის უხილავ ორგანიზატორად იქცევა.

მან იცის:

✨რა არის მნიშვნელოვანი;
✨რა არის სასწრაფო;
✨რაში უნდა დაიხარჯოს ფული;
✨ვის რა სჭირდება;
✨როგორ უნდა იყოს მოწყობილი ოჯახის ყოველდღიურობა.

გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ მოვალეობები სრულიად სამართლიანად არის განაწილებული.

ერთს ბავშვი მიჰყავს ვარჯიშზე.

მეორე ვახშამს ამზადებს.

ერთი ბავშვებთან ერთად სეირნობს.

მეორე პროდუქტებს ყიდულობს.

მაგრამ ვის ახსოვს რომ ეს ყველაფერი საერთოდ გასაკეთებელია?

ვინ შეამჩნია პრობლემა მანამ, სანამ ის პრობლემად იქცეოდა?

ვინ მოძებნა წრე ან აქტივობა?

ვინ შეადარა ვარიანტები?

ვინ ჩაწერა ბავშვი?

ვინ იყიდა ფორმა?

ვინ ადევნებს თვალს განრიგს?

ვის ახსოვს გადახდა?

ერთია, როდესაც საქმეს აკეთებ, და სულ სხვაა, როდესაც გახსოვს, რომ ეს საქმე საერთოდ არსებობს.

სწორედ აქ გადის ზღვარი მოვალეობების ფორმალურ გაყოფასა და პასუხისმგებლობის რეალურ განაწილებას შორის.

ოჯახურ თერაპიაში ხშირად ვაწყდებით კონფლიქტს, რომელიც გარეგნულად საყოფაცხოვრებო უთანხმოებას ჰგავს:

- რატომ არაფერს აკეთებ შენით?

- იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებ.

ერთი პარტნიორი წლების განმავლობაში ხდება სისტემის მთავარი ორგანიზატორი. მას მეტი ახსოვს, მეტი იცის და მეტ გადაწყვეტილებას იღებს.

მეორე კი თანდათან ეჩვევა შემსრულებლის პოზიციას. იმიტომ, რომ თავად ოჯახურმა სისტემამ ფუნქციები ასე გადაანაწილა

რამდენიმე წლის შემდეგ კი ორივე უკმაყოფილო რჩება.

ერთი თავს გადატვირთულად გრძნობს.

მეორე - გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გარიყულად.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრე.

ძალიან ხშირად გადაჭარბებული კოგნიტური დატვირთვის მიღმა უდიდესი შფოთვა იმალება.

კონტრილი ზოგჯერ უსაფრთხოების განცდის მიღების გზად იქცევა და ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავზე სულ უფრო მეტ ფუნქციას იღებს.

„თუ ყველაფერს გადავამოწმებ - არაფერი მოხდება.“
„თუ ყველაფერს გავითვალისწინებ - არავინ დაზარალდება.“
„თუ ყველაფერს გავაკონტროლებ - ოჯახი კარგად იქნება.“

პროცესში ჩართვის მცდელობის დროს პარტნიორი მუდამ იღებდ კრიტიკას რომ მან რაზრაც არ/ვერ გაითვალისწინა ან ისე არ იყიდა
სისტემა კი კვლავ ძველ, ნაცნობ როლებს უბრუნდება.

ამიტომაც, კოგნიტური დატვირთვა ყოველთვის უსამართლოდ გადანაწილებული მოვალეობების შედეგი არ არის.

ხშირად მას თავად ოჯახური სისტემა უჭერს მხარს.
ეს კი განსაკუთრებით მკაფიოდ მშობლობაში ჩანს.
ბავშვებმა იშვიათად იციან, ვინ გააკეთა უფრო მეტი. მაგრამ შესანიშნავად გრძნობენ, ვინ არის ოჯახის ემოციური და ორგანიზაციული ცენტრი. ვისთან შეიძლება პრობლემით მისვლა, ვის ახსოვს ყველაფერი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.

ფაქტობრივად, კოგნიტური დატვირთვა ოჯახური იერარქიის ნაწილად იქცევა.

ოჯახური თერაპიის თვალსაზრისით, ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ოჯახში პასუხისმგებლობა თავად ამ სისტემის არსებობაზე.

იმიტომ, რომ ნამდვილი სიახლოვე იწყება იქ, სადაც ორივე თანაბრად გრძნობს პასუხისმგებლობას ერთობლივი ცხოვრების სივრცეზე.

როდესაც ახსოვს ორივეს.
როდესაც გეგმავს ორივე.
როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს ორივე.
როდესაც შედეგებზე პასუხს აგებს ორივე.

სიყვარულით Irma Mushki Kvachadze

შემოგვიერთდით ინსტაგრამზე
👇🏻
https://instagram.com/psychology.with.mushki?igshid=c07ehrezu4lg

ეს კიდევ ჩვენი ჯგუფი.
👇🏻
https://www.facebook.com/groups/1291425490930294/?ref=share

Address

Tbilisi

Telephone

598400841

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today:

Shortcuts

Share

Category