გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University აირჩიე, რაც გულით გინდა თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში
(336)

📣 კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის💡 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბურ...
25/09/2026

📣 კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

💡 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსისტეტო კონკურსი UNI4VERSE იწყება - კონკურის წლევანდელი თემაა FINEDU! (ფინანსური განათლება)

👨‍🎓 თუ ხარ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტი, შეკრიბე გუნდი (2-4 სტუდენტი +1 მენტორი) და შექმენი ინოვაციური გადაწყვეტა 5 რეალური გამოწვევიდან ერთ-ერთზე:

1️⃣ ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
2️⃣ ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა
3️⃣ ფინანსური უსაფრთხოება და კიბერ-თაღლითობა
4️⃣ ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა
5️⃣ მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირება

🔥 ფინალისტებს ელოდებათ AI/ML, Software Dev-ისა და მეწარმეობის ტრენინგები, მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში

🥇 პირველადგილოსანი გუნდი კი გაემგზავრება WEB SUMMIT-ზე და მოიპოვებს 20,000 ლარიან გრანტს

🔗 დარეგისტრირდი 6 ოქტომბრამდე ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

02/09/2026

💬 „Welcome Party როდის არის?“, „რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინაა თუ ადგილზე მოსვლაც საჭიროა?“ - პირველკურსელებო, შეიტყვეთ მეტი თქვენ მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითვებზე

გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! ❤️💙
28/08/2026

გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! ❤️💙

🎓 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში, შემდეგ პროგრამებზე:⚖️ სამართალი💼 ბიზნესის ადმინისტრირებ...
27/08/2026

🎓 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში, შემდეგ პროგრამებზე:

⚖️ სამართალი
💼 ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი)
🏛️ პოლიტიკური ფილოსოფია
🌱 მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)

👇🏻 დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ბმულს

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

🎉  ძვირფასო პირველკურსელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპს🔔 შეგახსენებთ, რომ გრუნიში, სასწავლო პროცესი დაიწ...
25/08/2026

🎉 ძვირფასო პირველკურსელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპს

🔔 შეგახსენებთ, რომ გრუნიში, სასწავლო პროცესი დაიწყება 28 სექტემბერს

🗓️ მანამდე კი, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, აუცილებელია, დარეგისტრირდეთ პორტალზე: https://registration.gruni.edu.ge

💻 ელექტრონული რეგისტრაციისას, სისტემაში უნდა ატვირთოთ
შემდეგი დოკუმენტები:

🟧 საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
🟧 სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
🟧 ფოტოსურათი (3×4)
🟧 პირადობის მოწმობა (აუცილებელია დოკუმენტის ორივე მხარის ატვირთვა)
🟧 არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა
🟧 არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის
(მშობლის) პირადობის მოწმობა (ასეთ შემთხვევაში, ელექტრონული რეგისტრაცია
ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით)
🟧 სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)

💳 რეგისტრაციის საფასური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს და მისი გადახდა შეგიძლიათ მობილური ბანკის საშუალებით, შემდეგნაირად:
📲 შედით თქვენს მობილურ ბანკში
💸 აირჩიეთ „გადახდები“
➕ აირჩიეთ „ახალი გადახდა”
🔍 საძიებო ველში ჩაწერეთ „Gruni“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება
🆔 შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი
⚠️ სხვა პირის მიერ სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, საძიებო ველში აუცილებელია სტუდენტის პირადი ნომრის მითითება
✅ მიუთითეთ გადასახდელი თანხა და დაასრულეთ გადახდის პროცესი

🏦 ასევე, გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

🟦 სს „თიბისი ბანკი“
🟦 საბანკო კოდი (MFO): TBCBGE22
🟦 მიმღები: შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
🟦 საიდენტიფიკაციო კოდი: 200002120
🟦 ანგარიშის ნომერი: GE87TB0655236020100004

⚠️ გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ თქვენი (პირველკურსელის) პირადი ნომერი, სახელი და გვარი

❗რეგისტრირებულად ჩაითვლებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო
პორტალზე ატვირთავთ სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელ
დოკუმენტსა და ყველა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტს

🏛️ ელექტრონული რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით(კვირის გარდა), 11:00–18:00 საათამდე, უნივერსიტეტში, მისამართებზე:

📍 თბილისი, ირინა ენუქიძის №3 (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) - აუდიტორია N214
📍 ბათუმი, ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა № 60

✨ გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით გრუნიში!

🎉 შენ ეს შეძელი, იამაყე!💫 ნერვიულობით სავსე დღეები და ერთიანი ეროვნული გამოცდების მარათონი უკან დარჩა🚀 დღეიდან კი, შენი ...
25/08/2026

🎉 შენ ეს შეძელი, იამაყე!

💫 ნერვიულობით სავსე დღეები და ერთიანი ეროვნული გამოცდების მარათონი უკან დარჩა

🚀 დღეიდან კი, შენი ცხოვრების ახალი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება

✨ უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მოუთმენლად
გელოდებით გრუნიში!

🏛️ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი, 1-2 ოქტომბერს, რიგით მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო ფორ...
21/08/2026

🏛️ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი, 1-2 ოქტომბერს, რიგით მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ: მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს

🎯 სამეცნიერო ფორუმის მიზანია:

🤝 საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება
💡 ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა
🌐 თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა

📚 ფორუმზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ფორუმის მასალების კრებულში იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან რეცენზირების (peer-review) პროცესს და დააკმაყოფილებენ ორგანიზატორების მიერ განსაზღვრულ აკადემიურ და სარედაქციო მოთხოვნებს. პუბლიკაცია ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში

🎁 ფორუმში მონაწილეობა უფასოა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის

📍 სამეცნიერო ფორუმი ჩატარდება გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში

📅 ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი

🔗 სხვა დაინტერესებული პირები რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://emf.euinstitute.net/

📧 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: [email protected]

🏛️ Grigol Robakidze University and the European Scientific Institute invite researchers, academic staff, and doctoral students to participate in the 15th International Scientific Forum on October 1-2!

🎯 The aims of the scientific forum are:

🤝 To deepen international academic collaboration
💡 To facilitate the exchange of knowledge and best practices
🌐 To introduce contemporary scientific achievements to a wider audience

📚 Papers presented at the forum will be published in the conference proceedings, subject to a successful peer-review process and compliance with the academic and editorial requirements established by the organizers. The publication will be indexed in international scientific databases

🎁 Participation in the forum is free of charge for the academic staff and doctoral students of Grigol Robakidze University

📍 The scientific forum will be held at the GRUNI Batumi Branch

📅 The deadline for submitting the paper is September 10th.

🔗 Other interested participants are kindly requested to visit the following link for detailed information regarding registration and participation fees: https://emf.euinstitute.net/

📧 In case of additional questions, please contact us at: [email protected]

🎓 გრუნიში მობილობით გადმოსვლა გსურს?📋 გაეცანი ნაბიჯებს, რომლებიც ამ პროცედურისთვისაა საჭირო:🗓️ 24 აგვისტროდან 8 სექტემბრ...
20/08/2026

🎓 გრუნიში მობილობით გადმოსვლა გსურს?

📋 გაეცანი ნაბიჯებს, რომლებიც ამ პროცედურისთვისაა საჭირო:

🗓️ 24 აგვისტროდან 8 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მოიპოვო მობილობის უფლება - რეგისტრაცია გაიარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

📢 11 სექტემბერს, მობილობის უფლების მოპოვების შესახებ პასუხს შეიტყობ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე

💻 მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარო ვებ-გვერდზე: https://mob.ini.ge/online-register/mobility (გააქტიურდება 11 სექტემბერს, 17:00 სთ-დან)

📂 ონლაინ რეგისტრაციის პროცესში, საჭიროა, ატვირთო:

🪪 პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე)
🪖 სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
📜 ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
🎓 ბაკალავრის დიპლომი;
📊 ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ;)
📄 აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
🖼️ 1 ფოტოსურათი (3X4);
📑 სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
⚖️ სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
🧾 სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდის დროს დანიშნულებაში უნდა მიუთითო შენი(სტუდენტის) პირადი ნომერი, სახელი, გვარი)

⚠️ გაითვალისწინე: დოკუმენტების არასრულად ატვირთვის შემთხვევაში, შენი განაცხადი დახარვეზდება!

🎥 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილე ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q&t=49

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

🎓 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 1-ელ სექტემბრს და გაგრძელდება 7 სექტემბრის...
20/08/2026

🎓 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 1-ელ სექტემბრს და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით.

📍 რეგისტრაციისთვის, ყოველ დღე, 11:00-დან 18:00 საათამდე (კვირა დღის გარდა) უნივერსიტეტის 202-ე აუდიტორიაში უნდა წარმოადგინო:

📄 განაცხადი (ივსება ადგილზე);
🪪 პირადობის მოწმობის ასლი;
🎓 ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
🖼️ ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
🪖 სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისათვის);
📝 CV (შესავსებად, ეწვიე ბმულს: https://student.cv.gruni.edu.ge/login)
🧾 რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი

💳 რეგისტრაციის საფასური 35 ლარია და თანხა უნდა ჩარიცხო თიბისი ბანკის შემდეგ რეკვიზიტებზე:
🏦 საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
🏢 მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
🔢 საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120
💳 ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

🗓️ თითოეულ პროგრამაზე, საუნივერსიტეტო ტესტირებისა და გაასაუბრების ჩატარების თარიღებია:
🗣️ გასაუბრება სპეციალობაში: 14–15 სექტემბერი
✍️ ტესტირება უცხო ენაში: 16 სექტემბერი
📊 გამოცდების შედეგები გამოქვეყნება 18 სექტემბერს

🔗 დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ბმულს: https://gruni.edu.ge/main/news/1785212025

✨ გისურვებთ წარმატებებს!

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

Address

ირინა ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ)
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322384406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University:

Shortcuts

Share