06/07/2026
🎬📚 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტების მიერ ორგანიზებული ვიდეოკონკურსი დასრულდა!
⚽✨ კონკურსის თემატიკა იყო „ფეხბურთი – სადაც მსოფლიო ერთიანდება“. გამოვლინდა ორი გამარჯვებული: მათგან ერთი ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა, ხოლო მეორე – სოციალური Facebook აქტიურობისა და რეაქციების (Like, Love, Care, Wow) რაოდენობის საფუძველზე.
🥇🏆 ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებული მარიამ ვერულაშვილი გახდა. მისმა ვიდეორგოლმა თემა შემოქმედებითად, შინაარსიანად და ორიგინალური ხედვით წარმოაჩინა, რის გამოც ნამუშევარმა ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი მოიპოვა.
🌟👏 სოციალური ქსელის მომხმარებელთა აქტიურობისა და რეაქციების რაოდენობის საფუძველზე გამარჯვებული თემურ ბეიტრიშვილი გახდა. მისმა ვიდეორგოლმა აუდიტორიის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
💰🏅 ორივე გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი – 200-200 ლარი.
🎥⚡️ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული ვიდეორგოლი წარმოდგენილია ამავე პოსტში.
🔗📹 სოციალური ქსელის მომხმარებელთა აქტიურობით გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/share/v/14grpUttrwN/?mibextid=wwXIfr
🎉💙 ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს საინტერესო, კრეატიული და შთამბეჭდავი ნამუშევრებისთვის!
👏✨ თქვენი აქტიურობა და ჩართულობა კონკურსის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო!