სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti

სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti გახდი სკოლა "პოლიგლოტის" მოსწავლე!

სკოლა ”პოლიგლოტი” დაარსდა 2006 წლის იანვარში. მისი იურიდიული სტატუსია შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მისი დამფუძნებელია მზია დაუშვილი.სკოლაში არის სწავლების ოთხი ეტაპი: სკოლამდელი მზაობის, დაწყებითი I-VI საბაზო VII-IX და საშუალო X-XII.

სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე, რისთვისაც სწავლების პროცესში იყენებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს.

სკოლაში მუშაობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები,რომლებიც ზრუნავენ იმისათვის,რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ გამოამჟღავნონ თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.

სკოლის მიზანია აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება და განუვითაროს მას გონებრივი,ფიზიკური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბოთ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.ხელს ვუწყობთ მათ გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ტრანსპორტი.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებითა და მათი შედეგებით. ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

14/08/2026

ბავშვებო, ძალიან მოგვენატრეთ, თქვენს გარეშე სკოლა ცარიელია 🥹

მაგრამ თქვენთან ერთად ყველაფერი იცვლება - ჩნდება სიხარული, ბედნიერება და ბევრი საინტერესო თავგადასავალი ❤️

🔝ჩვენი სკოლის ჭადრაკის მასწავლებლის, ალექსანდრე კოდუას, მნიშვნელოვანი წარმატება!♟️მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ოფ...
10/08/2026

🔝ჩვენი სკოლის ჭადრაკის მასწავლებლის, ალექსანდრე კოდუას, მნიშვნელოვანი წარმატება!

♟️მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2026 წლის FIDE-ის არბიტრთა სემინარის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე კოდუამ წარმატებით ჩააბარა FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა.

👉ალექსანდრე მსაჯის სტატუსით ჩართული იყო, ასევე, ფოთის XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში, რომელმაც 10 ქვეყნის 530 ქართველი და უცხოელი მოჭადრაკე გააერთიანა.

🎉ვულოცავთ ალექსანდრეს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას! გვიხარია და ვამაყობთ, რომ ის ჩვენი სკოლის გუნდის წევრია!

01/08/2026

🔝ასეთია მასწავლებლებისა და მოსწავლეების თვალით დანახული სკოლა პოლიგლოტი.

❤️გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი🎉

🎉🏆სკოლა პოლიგლოტის ცეკვის სტუდია „ნილეა“ მონაწილეობდა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს საწმისი“.  მონაწილ...
29/07/2026

🎉🏆სკოლა პოლიგლოტის ცეკვის სტუდია „ნილეა“ მონაწილეობდა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს საწმისი“. მონაწილეობა ძალიან წარმატებული იყო.

❤⭐ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოცეკვავეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვუსურვებთ კიდევ ბევრ ღირსეულ გამარჯვებასა და შემოქმედებით წინსვლას.

🇫🇷სკოლა პოლიგლოტის ფრანგული ენის მასწავლებლები: ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული დაესწრნენ საფრანგეთის ეროვნული დღისადმი...
21/07/2026

🇫🇷სკოლა პოლიგლოტის ფრანგული ენის მასწავლებლები: ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული დაესწრნენ საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

👉ეს ღონისძიება ფრანგულ-ქართული ურთიერთობებისა და მეგობრობის ნამდვილ განსახიერებად იქცა. სტუმრები მეგობრულმა, თბილმა და სტუმართმოყვარე გარემომ გააერთიანა.

❤️სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს ღონისძიებაზე მიწვევისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებით ვაფასებთ საელჩოს მხარდაჭერას
საქართველოში ფრანგული ენის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან და გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ...
13/07/2026

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან და გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე საგურამოსა და ზედაზენზე.

👉მოსწავლეებმა მოინახულეს საგურამოში არსებული ღირსშესანიშნაობები და ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. ასევე იმყოფებოდნენ ზედაზნის მამათა მონასტერში და მოისმინეს მონასტრის ისტორია.

❤სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და მათემატიკის მასწავლებელ ზურა შუბითიძესთან...
10/07/2026

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და მათემატიკის მასწავლებელ ზურა შუბითიძესთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ რაბათის ციხესა და მწვანე მონასტერში.

👉ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ისტორიული ცნობიერების ამაღლება და არაფორმალურ გარემოში შემეცნებითი გამოცდილების მიღება.

❤სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძესა და ზურა შუბითიძეს ექსკურიის ორგანიზებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან, ბუნებისმეტყველების პედაგოგ ნინო წამალაშვილთა...
09/07/2026

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან, ბუნებისმეტყველების პედაგოგ ნინო წამალაშვილთან და მასწავლებელ მარიამ მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ქვათახევის მონასტერში.

👉ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საქართველოს კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის გაღრმავება.

🔹ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი.

❤სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ექსკურსიის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფ...
08/07/2026

🌍სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში.

👉მოსწავლეებმა დაათვალიერეს მონასტერი და მიიღეს ინფორმაცია მის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობაზე.

🔹ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი.

❤სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაია ხუტუნიშვილს ექსკურსიის ორგანიზებისთვის, და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

🇬🇪 სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართვ...
07/07/2026

🇬🇪 სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ.

🔹მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია კანონების მიღების პროცესის, კომიტეტების როლისა და პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ.

🧑‍⚖️ ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო იმიტირებული საკომიტეტო სხდომა. თითოეულმა მოსწავლემ თავი იგრძნო საკომიტეტო სხდომის ნამდვილ მონაწილედ. ისინი პრაქტიკულად გაეცნენ კანონშემოქმედებითი პროცესის სირთულეებსა და მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის უნარები.

🔹ვიზიტმა ნათლად დაანახა მათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის მართვაში და როგორი საპასუხისმგებლოა პარლამენტის წევრების საქმიანობა.

❤️ სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხატია ჭილავას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.

Address

გუდამაყრის 4
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Telephone

+3222600221

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti:

Shortcuts

Share

Category