16/09/2026
ჩვენს სკოლაში 30 სექტემბერს მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებია!
💚 თუ ხარ VII–XII კლასში, გაქვს იდეები და გინდა სკოლის ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს - წარადგინე შენი კანდიდატურა!
💛 რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად?
✔️ახალი კლუბების შექმნა;
✔️ღონისძიებებისა და თემატური დღეების დაგეგმვა;
✔️კონკურსები, კინოჩვენებები და ტურნირები;
✔️სკოლის პოდკასტი, გაზეთი ან სოციალური მედია;
✔️კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და საქველმოქმედო პროექტები.
შეგიძლია შემოგვთავაზო ლიტერატურის, კინოს, დებატების, მუსიკის, ხელოვნების, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ან სრულიად განსხვავებული კლუბი.
💚 როგორ ვიმუშავებთ?
თვეში ერთხელ შევხვდებით ხოლმე, დანარჩენ დროს კი ონლაინ ვიკონტაქტებთ. ერთად დავგეგმავთ იდეებს და ვიმუშავებთ მათ განხორციელებაზე.
✅ მნიშვნელოვანი თარიღები
‼️კანდიდატების რეგისტრაცია - 23 სექტემბრის ჩათვლით
‼️ არჩევნები - 30 სექტემბერს
დარეგისტრირდი და ჩაერთე სკოლის გაუმჯობესებაში! 💛💚
[კანდიდატის რეგისტრაციისთვის მიმართე კლასის ტუტორს]