27/05/2026
მოხარული ვართ, გაგიზიაროთ მაინდფულნესის ხუთფაქტორიანი კითხვარის (FFMQ) ქართულენოვანი ვერსია (Baer et al., 2006).
🌍 ინსტრუმენტი წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას (public domain) და ადაპტირებულია ორმაგი თარგმნის (forward-back translation) პროცედურული სტანდარტის დაცვით.
📑 FFMQ მრავალგანზომილებიანი კითხვარია და საშუალებას გვაძლევს დიფერენცირებულად შევაფასოთ გაცნობიერებულობის 5 ძირითადი სუბსკალა:
- დაკვირვება (Observing) — სენსორული სტიმულების შემჩნევა.
- აღწერა (Describing) — ფენომენოლოგიური გამოცდილების ვერბალიზაცია.
- გაცნობიერებული მოქმედება (Acting with Awareness) — აწმყოზე კონცენტრაცია და ავტოპილოტის პრევენცია.
- შინაგან გამოცდილებაზე განსჯის გარეშე შეფასება (Nonjudging) — კოგნიციებისა და ემოციების მიუკერძოებელი მიღება.
- შინაგან გამოცდილებაზე არაიმპულსური რეაგირება (Nonreactivity) — მყისიერი ქცევითი რეაქციის შეკავების უნარი.
🚩 კითხვარში მიღებული მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გაცნობიერებულობის (mindfulness) უნარების სტაბილურ გამოვლინებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მიბმულ დოკუმენტში იხილავთ მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, რესპონდენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას, 39 დებულებას და ქულების გამოანგარიშების წესს.
🔺მოხარული ვიქნებით პროფესიული უკუკავშირისთვის.
მაინდფულნესის ხუთფაქტორიანი კითხვარი (FFMQ) Baer, R. A., Smith, G. T., Hopkins, J., Krietemeyer, J., & Toney, L. (2006). Assessment, 13(1), 27–45. მაინდფულნესი (Mindfulness), ჯონ კაბატ-ძ.....