14/05/2025
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა UG/ School of Science and Technology UG
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა UG/ School of Science and Technology UG, Educational Research Center, 77a Kostava str., Tbilisi.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის მიღებას თანამედროვე საინფორმაციო, კომპიუტერული, საინჟინრო და ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებებით.
14/05/2025
📌15 აპრილს გაიმართება სემინარი თემაზე: "ახალი ოთხგანზომილებიანი კომპოზიტური სიგნალები".
👤სემინარს გაუძღვება პროფესორი - ნოდარ უღრელიძე.
🔎დასწრება თავისუფალია.
📍ადგილი: 214 აუდიტორია, საქართველოს უნივერსიტეტი
⏰დრო: 14:30 საათი
📌21 თებერვალს, გაიმართება სემინარი თემაზე: “,,სიგნალთა შერჩევა ერთი აქტიური ანტენის მქონე MIMO სისტემისათვის".
👤სემინარს გაუძღვებიან პროფესორი-ნოდარ უღრელიძე და მოწვეული ლექტორი-შოთა ნოსელიძე.
🔎დასწრება თავისუფალია.
📍ადგილი: 214 აუდიტორია, საქართველოს უნივერსიტეტი
⏰დრო: 14:00 საათი
28/10/2024
🥳25 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ბესიკ სახიაშვილმა წარადგენა სადისერტაციო თემა: "უსადენო საკომუნიკაციო სისტემების ეფექტიანობის ამაღლების საშუალებების შემუშავება".
24/10/2024
🚀25 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ბესიკ სახიაშვილი წარადგენს სადისერტაციო თემას: "უსადენო საკომუნიკაციო სისტემების ეფექტიანობის ამაღლების საშუალებების შემუშავება"
🥳დასწრება თავისუფალია!
🔗დეტალები: https://ug.edu.ge/ge/doqtorantebis-sajaro-dacva-it
⏰დრო: 14:00 საათი, 25 ოქტომბერი
📍ადგილი: 214 აუდიტორია, IV კორპუსი
23/10/2024
💡22 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში გაიმართა ინფორმატიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე "მანქანური სწავლების ალგორითმები კიბერუსაფრთხოებაში", რომელიც წარმოადგინა პროფესორმა ბექარ მელაძემ.
🖇სემინარს, გარდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორებისა, ესწრებოდნენ ნ.მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე, საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი ჰამლეტ მელაძე. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ დავითაშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მარინე მენთეშაშვილი.
🔍სემინარზე წარმოდგენილი მოხსენების თემატიკიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ინფორმატიკის ინსტიტუტში შეიქმნება ვირტუალური ლაბორატორია, რომელზეც ჩვენი სკოლის სტუდენტებთან ერთად გაგრძელდება კვლევები აღნიშნული მიმართულებით.
15/10/2024
07/10/2024
🇬🇪🇺🇸 GEO/ENG
🎓 თამარ კურტანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
💭 "ბავშვობიდანვე ჩემი მიზანი უცხოეთში განათლების მიღება იყო და უღრმესი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, მიზანი რეალობად მექცია.
⭕ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვე არც არის, რაც შვედეთში, ლინეს უნივერსიტეტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ვსწავლობ, უკვე ვგრძნობ იმ დადებით ცვლილებებს, პიროვნულ ზრდასა და აკადემიური მასშტაბების გაფართოებას, რაც გაცვლითი პროგრამის გარდაუვალი ნაწილია. თითოეული დღე ახალი თავგადასავლებითა და ინფორმაციით არის სავსე. მრავალფეროვანი კულტურისა და ისტორიის მქონე ადამიანებთან მუდმივად ვურთიერთობ, მათთან ერთად ვსწავლობ და ცხადია, ყოველივე ეს გაცვლით პროგრამას უფრო ნაყოფიერს და საინტერესოს ხდის."
🎓 Tamar Kurtanidze, a student of the English-taught Bachelor's program in Informatics at the University of Georgia.
💭 “Since childhood, my aspiration has been to pursue education abroad, and I am immensely grateful to the University of Georgia for providing me the opportunity to realize this dream.
⭕ Although I have only been studying at Linnaeus University in Sweden for less than a month under the Erasmus+ exchange program, I can already feel the positive impact it has had on my personal growth and academic development. Each day brings new experiences and learning opportunities. I am constantly engaging with individuals from diverse cultural and historical backgrounds, and this rich exchange of ideas has made the program even more rewarding and inspiring.”
#გაცვლითისტუდენტი
♾
💫
04/10/2024
01/10/2024
🔐 კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ციფრული მმართველობის სააგენტო“ 2 ოქტომბერს სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
⭕ შეხვედრის ფარგლებში განიხილება კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდები, ასევე ჩატარდება სახალისო ინტერაქციული ქვიზი. გამარჯვებულებს კი, გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.
➡️ აღსანიშნავია, რომ ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა და საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმასპინძლებს აღნიშნულ ღონისძიებას.
📍 ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, #519
🕜 დრო: 2 ოქტომბერი, 12:00
🇺🇸 To raise awareness about cybersecurity, the Digital Governance Agency will hold a meeting with students on October 2.
27/09/2024
🇬🇪🇺🇸 GEO/ENG
🎓 ელენე ფიცხელაური, საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
💭 „დიდი აღფრთოვანებით და სიხარულით შევხვდი ინფორმაციას, რომ შვედეთში, ლინეს უნივერსიტეტში, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩემი განათლებისთვის, რომელიც მაძლევს უნიკალურ შანსს, გავეცნო ახალ კულტურას და მივიღო გლობალური პერსპექტივა კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში.
⭕ უზომოდ მადლობელი ვარ საქართველოს უნივერსიტეტის, რომ მხარში დამიდგა ჩემს მისწრაფებებში და მომცა შესაძლებლობა, განვვითარდე როგორც პიროვნულად, ასევე აკადემიურად.
⭕ ეს გამოცდილება კიდევ უფრო გამიღრმავებს აკადემიურ ცოდნას და ხელს შემიწყობს პროფესიული უნარების განვითარებაში. ახალი აკადემიური გარემო და საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობა გამიადვილებს მსოფლიო დონის მიდგომებისა და ტექნოლოგიების გაცნობას, რაც დიდ გავლენას მოახდენს ჩემს მომავალ კარიერაზე.
⭕ მჯერა, რომ ეს გაცვლითი პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩემს ჰორიზონტებს და დამეხმარება პროფესიონალურ ზრდაში, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი როგორც საქართველოს უნივერსიტეტს, ასევე Erasmus+ პროგრამას ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის.“
🎓 Elene Pitskhelauri, a student of the English-taught Bachelor's program in Computer Engineering at the University of Georgia.
💬 "I am filled with excitement and joy upon learning that I have been selected by the University of Georgia to participate in the Erasmus+ exchange program at Linnaeus University in Sweden. This is a pivotal moment in my educational journey, offering me the unique opportunity to explore a new culture and gain a global perspective in the field of Computer Engineering.
⭕ I am deeply grateful to the University of Georgia for supporting my aspirations and providing me with this invaluable opportunity to grow both personally and academically.
⭕ This experience will deepen my academic knowledge and help me further develop my professional skills. Being immersed in a new academic environment and interacting with international students will allow me to learn world-class approaches and technologies, which will have a significant impact on my future career.
⭕ I firmly believe that this exchange program will greatly broaden my horizons and contribute to my professional growth. For this, I am sincerely thankful to the University of Georgia and the Erasmus+ program for this remarkable opportunity."
#გაცვლითისტუდენტი
♾
💫
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
77a Kostava Str.
Tbilisi
0171
Opening Hours
| Monday | 09:00 - 19:00 |
| Tuesday | 09:00 - 19:00 |
| Wednesday | 09:00 - 19:00 |
| Thursday | 09:00 - 19:00 |
| Friday | 09:00 - 19:00 |
| Saturday | 09:00 - 14:00 |