სიმულაციური ცენტრი დაარსდა 2011 წლის იანვარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფკულტეტზე. ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, რომელიც შეიქმნა ევროპული გამოცდილების საფუძველზე. ბიზნესის სიმულაციური სწავლების იდეა წარმოიქმნა XX საუკუნის 50–იანი წლების გერმანიაში. იდეის მიზანი იყო მეორე მსოფლიო ომის მიერ განადგულებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. დღესდღეობით, იდეა პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
სიმულაციური ცენტრში ფუნქციონირებენ ბიზნესის პრაქტიკის სატრენინგო ფირმები. ფირმები რეალურად არსებული კომპანიების მსგავსად მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი ჩართულნი არიან ადგილობრივ და უცხოურ სატრეინინგო ფირმებთან სიმულირებულ საქმიან და სავაჭრო ურთიერთობებში. მსგავსი სიმულაციური ცენტრები წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს 42 ქვეყანაში, სიმულაციური ფირმების რიცვხი კი 55,000 უახლოვდება. ბიზნესის პრაქტიკის სატრეინინგო ფირმები ოპერირებენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მომზადებას გადიან მომავალი ბიზნეს მენეჯერები – ბიზნეს ადმინისტრატორები, ტურიზმის მენეჯერები, საფინანსო და საბანკო საქმის და სხვა მონათესავე სპეციალობების სტუდენტები.