Artspace • არტსფეისი

Artspace • არტსფეისი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Artspace • არტსფეისი, Art school, Cherkezishvili Street 4, Tbilisi.
(10)

Artspace არის სკოლა "ლოგოსის" ბაზაზე არსებული სახელოვნებო სივრცე ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.

ჩვენი პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ იყოს საინტერესო, მაქსიმალურად ინფორმაციული და სწავლების პროცესი იყოს ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის სახალისო.
ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ბავშვები და მოზარდები, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიური და სოციალურ-პოლიტიკური კუთვნილებისა.

ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებს მეგობრულ და სანდო გარემოს, სადაც შეძლებენ მოახდინონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ და ითვისებენ, როდესაც ისინი ამას ხალისით და თამაშით აკეთებენ. Artspace-ის პროგრამა დაფუძნებულია სამ ძირითად კონცეფციაზე :
1) კოგნიტური უნარების განვითარება,
2) ფსიქო-სოციალური უნარების განვითარება
3) ხელოვნებაში დამკვირდებული ინგლისური ტერმინოლოგიების სწავლება/დაუფლება. Artspace სასწავლო კურსის მიმოხილვა:

სასწავლო კურსი მოიცავს თვეში 12 გაკვეთილს, სადაც ბავშვები ეცნობიან ხელოვნების ფუნდამენტს, პრაქტიკული და თეორიული გზით.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები, მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ხატვის ტექნიკებს, განავითარებენ საკუთარ უნარებს და მიღებენ თეორიულ ცოდნას ხელოვნებაში, რაც მათ დაეხმარებათ დააფასონ და გამოხატონ საკუთარი თავი ხელოვნების საშუალებით და შექმნან სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები.

სასწავლო პროგრამა:
*ბავშვები სწავლობენ ფერებს, ფორმებს, ფაქტურებს,
*შერეული მასალებით მუშაობას, რაც მოიცავს აპლიკაციების კეთებას, ხელნაკეთი ნივთების შექმნას;
*სამგანზომილებიანი არტი, რომელიც მოიცავს სივრცეში მუშაობას; *შუქჩრდილი, ფერთა გრადაციები;
*ეცნობიან ტერმინოლოგიას და მის გამოყენებას პრაქტიკული მუშაობის დროს.
*მოსწავლეები ეცნობიან ხელოვნების ისტორიას და მის თანამედროვე მიმდინარეობებს.

აქტივობები და მუშაობის პროცესი მონაწილეებს მისცემს საშუალებას გამოხატონ ემოციები და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით ისწავლონ საკუთარი ემოციების და ქცევის მართვა.

კურსი დასრულების შემდეგ მოეწყობა გამოფენა, სადაც მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და ისაუბრებენ იმ მიღწევებზე და უნარებზე, რომელიც შეიძნეს სწავლების პროცესში.

Address

Cherkezishvili Street 4
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artspace • არტსფეისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category