კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

Share

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი - იხ. 2013-14 წლის ანგარიში: http://bit.ly/1xuC4sN

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი შეიქმნა 2012 წელს.
ცენტრის საქმიანობა ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ირგვლივ და სტუდენტებისთვის
დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ამ მიზნით ცენტრი:
• გამოსცემს საკუთარ პუბლიკაციებს, თარგმნის კონსტიტუციონალიზმის

14/12/2023

დაესწარით კურსის პრეზენტაციას 18 დეკემბერს, 18:00 საათზე ლიგამუსში!

For English scroll down 🔻

📅 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის სამართლის სკოლის ღონისძიება – ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება განათლებისა და კვლევის მეშვეობით: პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია.

🟡 ღონისძიება ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

🟡 დამსწრე აუდიტორიას მიმართავენ სამართლის სკოლის დეკანი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი.

🟡 პრეზენტაციისას პროექტში ჩართული პროფესორები წარმოადგენენ სამოდელო კვლევებს შემდეგ საკითხებზე:

📍 „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის რეფორმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში: გამოწვევების ანალიზი საბჭოთა მემკვიდრეობითობის ჭრილში“.
📍 „ადვოკატი - პროფესია ტოტალიტარული სისტემის ჩრდილში“
📍„ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები: მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მორალის სიმრავლე დუშეთის სოფლებში“.

🟡 მომხსენებლები:

▪️ გიორგი მელაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
▪️ მარიამ დარჩიაშვილი, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი
▪️ ირაკლი ხვადაგიანი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი.

🟡 გარდა ამისა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროექტში ჩართულ ექსპერტთა მიერ შემუშავებულ, ინტერდისციპლინურ აკადემიურ სილაბუსს საგნისთვის: „ქართული სამართლებრივი კულტურის საფუძვლები“.

🟡 სწორედ მოცემული სილაბუსის საფუძველზე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ბაზაზე, ფუნქციონირებას დაიწყებს ქართული სამართლებრივი კულტურის შემსწავლელი ლაბორატორია, რომლის პრეზენტაციაც იმავე დღეს გაიმართება.

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📅 დრო: 18 დეკემბერი, 18:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

🟡 დასწრება თავისუფალია.

For English scroll down 🌐 https://t.ly/maJo2

#ილიაუნი

ეუთოს შეფასება “კარვების კანონზე” – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 14/11/2023

🔸ე.წ. “კარვების კანონზე” ეუთოს ექსპერტემბა დაჩქარებულ ვადებში მოამზადეს შეფასება

ეუთოს შეფასება “კარვების კანონზე” – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ეუთოს შეფასება “კარვების კანონზე” 14/11/2023 ე.წ. “კარვების კანონზე” ეუთოს ექსპერტემბა დაჩქარებულ ვადებში მოამზადეს .....

Photos from კონსტიტუციური კვლევების ცენტრი's post 11/06/2023

11 ივნისსს გაიმართა ფინალური ტური და ამით დასრულდა ტრადიციად ქცეული “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის - 2023” და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

🔸პირველ ადგილზე გავიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მანანა გაჩეჩილაძე და ბიჭიკო დეკანოია;

🔸მეორე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მერი გიუნაშვილი, ნანა გლუნჩაძე და ლიზი ლაზარიაშვილი;

🔸მესამე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გვანცა კერესელიძე, მარიამ ბუჩაშვილი და ნინო ლომიაშვილი;

შეჯიბრის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა მსაჯების უნაგარო დახმარების გარეშე და დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ.

🔸ნახევარფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, ინგა ბერიძე, ეკატერინე გეწაძე, გიორგი გიორგაძე და კონსტანტინე ჩოკორაია.

🔸ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია.

ფინალში გადასულ გუნდებს გადაეცათ ფულადი და სიმბოლური საჩუქრები. შემდეგი შეჯიბრი ჩატარდება ორი წლის შემდეგ, 2025 წელს

5 ფილმი იურისტებზე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 22/04/2023

სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება კინოჩვენება სტუდენტებისთვის: 5 ფილმი იურისტებზე

5 ფილმი იურისტებზე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 5 ფილმი იურისტებზე 22/04/2023 სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება კინოჩვენება სტუ...

19/04/2023

🟡 “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა დ მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესული ეთიკის შესახებ ცოდნის გავრცელებას საქართველოში; შეჯიბრი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ პროფესიული ქცევა და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.

🟡 შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);

🟡 I და II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” ვაუჩერი, ხოლო III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს 🔗 https://bit.ly/3GQQTx2

#ილიაუნი

გიორგი მელაძე | ბლოგ-პოსტი | 30 იანვარი, 2023 30/01/2023

სამართლის კულტურის კვლევა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, თუ გვინდა უკეთ გევსმოდეს სამართლის რეფორმის პერსპექტივები.

გიორგი მელაძე | ბლოგ-პოსტი | 30 იანვარი, 2023 ბერიას კოდი, ანუ სამართალდამცავი სისტემის: საძულველი „მამები“ და სასურველი „მამობილები“

24/11/2022

მასიური მიგრაცია რუსეთიდან - კანონის და პოლიტიკის მიჯნაზე | ნიკო ურბნელის პოდკასტი

ნატო გაგნიძე სტუმრად გიორგი მელაძესთან

02/11/2022

კარგი სასამართლო და კეთილსინდისიერი მოსამართლეები I ნიკო ურბნელის პოდკასტი

გურამ იმნაძე სტუმრად გიორგი მელაძესთან

ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 02/10/2022

🔸 გილოცავთ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლებას. პანდემიის დროს შეფერხებით მიმდინარეობდა ფედერალისტური წერილების კითხვის საღამოები. სასწავლო პროცესის აუდიტორიულ რეჟიმში დაწყება გვაძლევს შესაძლებლობას განვაახლოთ ფედერალისტთა კლუბის საქმიანობა

🔸 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული ფორმის შევსება 2022 წლის 23 ოქტომბრამდე

ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები – კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გილოცავთ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლებას. პანდემიის დროს შეფერხებით მიმდინარეობდა ფედერალისტური წ...

14/06/2022

სტარტაპერები სამეწარმეო სამართლის პირისპირ I ნიკო ურბნელის პოდკასტი

20/05/2022

🔶 ნიკო ურბნელის პოდკასტის ახალ ეპიზოდში ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ და სისხლის სამართლის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განიხილეს დაზარალებულად ცნობის პრაქტიკა და სასამართლო კონტროლი

რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში 04/05/2022

🔶 ნიკო ურბნელის პოდკასტის ფარგლებში კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა ანა ებანოიძემ პროფესორ ლევან მესხორაძესთან ერთად ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში, კონფლიქტის სამართლებრივ მხარეზე.

რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი Website - https://conlaw.iliauni.edu.geInstagram - conlaw.iliauniTikTok - conlaw.iliauniFaceboo...

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
Tbilisi
0179