TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი

TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი, Education, Bakhtrioni Street 7a, Room 3, Tbilisi.

საგანმანათლებლო სერვისები: ტრენინგები, ბანაკები, კონფერენციები, სასწავლო ტურები.
ამერიკის კონტინენტი, აზიისა და ევროპის ქვეყნები.
საკვირაო სკოლები რუსთავსა და თბილისში მოსწავლეებისთვის.
ორგანიზაციების თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის ტრენინგ-პროგრამები რას გთავაზობთ?

ტრენინგებს, ბანაკებს, სასწავლო ტურებს, ტრენერების მომზადებას, გუნდური შეჭიდულობის შეხვედრებს (teambuilding), ტრენინგ მოდულების შექმნას, სტრატეგიულ დაგეგმარებას, პროექტების მომზადებაში დახმარებას, ფანდრაიზინგში დახმარებას.

თანადაფინანსებული ტექნოლოგიური და კულტურის ბანაკი ჩინეთში.TEaM გიწვევთ ტექნოლოგიურ და კულტურის ბანაკში ჩინეთში 2026 წლის...
19/06/2026

თანადაფინანსებული ტექნოლოგიური და კულტურის ბანაკი ჩინეთში.

TEaM გიწვევთ ტექნოლოგიურ და კულტურის ბანაკში ჩინეთში 2026 წლის 18-23 სექტემბერს თანადაფინანსებით.

ბანაკი ფოკუსირებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლაზე. წინასწარი მომზადება იწყება ივლისში და გრძელდება ბანაკამდე. შეირჩევა რამდენიმე საკითხი და უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალების სერია. აირჩიეთ შესასწავლი თემა და წარადგინეთ ნამუშევრები. დარგის ექსპერტები ორგანიზებას გაუწევენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სემინარს, რათა უპასუხონ თქვენს კითხვებს და დაეხმარონ მოსწავლეებს საბოლოო დავალების შესრულებაში. დასასრულს, მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საუკეთესო შემქმნელის, საუკეთესო პრეზენტაციისა და საუკეთესო გუნდური მუშაობის ნომინაციებით.

სიამოვნებით გეპატიჟებით გუანსის მთავარ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეები ითანამშრომლებენ თანატოლებთან, რათა დაასრულონ საკუთარი შემოქმედებითი პროექტები ჩინელი მეცნიერების ხელმძღვანელობით და იბრძოლონ ჯილდოებისთვის. ყველა მონაწილეს ასევე ექნება წვდომა მოწინავე სამეცნიერო აღჭურვილობაზე, რათა გაეცნონ მოწინავე ტექნოლოგიებს; მოინახულონ სხვადასხვა ბუნებრივი ან კულტურული ადგილები ჩინური მახასიათებლებით; დამეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.

გარდა ამისა, ბანაკი ასევე წაახალისებს მოსწავლეებს, წარმოაჩინონ თავიანთი კულტურა და დაუკავშირდნენ თანატოლებს.

შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს https://brvsc-gj.cast.org.cn/front/informationDetail?id=21838 ბანაკის მნიშვნელოვანი მომენტების და https://brvsc-gj.cast.org.cn/front/informationDetail?id=21838 #:~:text=Previous წინა წლების შედეგების სანახავად.

გუანსის მთავარი ბანაკი ნანინგში გაიმართება 2026 წლის 18-დან 23 სექტემბრამდე (ჩასვლა 18 სექტემბერს, გამგზავრება 23 სექტემბერს).

•მონაწილეები: სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები (16-18 წლის), რომლებსაც მეცნიერება აინტერესებთ: 5 მოსწავლე და 1 ხელმძღვანელი -პავლე თვალიაშვილი

დაინტერესებული ბავშვები და მშობლები დაგვიკავშირდით:

599556234 (მობ., ვოთსაპი)
პავლე თვალიაშვილი

TEaM (განათლებისა და მართვის გუნდი) დამფუძნებელი დირექტორი
TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი

🌍 Empowering Independence Through Traveling! ✈️🇪🇸 TEaM კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყა...
21/04/2026

🌍 Empowering Independence Through Traveling! ✈️

🇪🇸 TEaM კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად სანტიაგო დე კომპოსტელაში. მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში!

🌟 სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, ჰოლანდიის, ბელგიის, უნგრეთის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა, სომხეთის და ესპანეთის სასწავლო აკადემიების (2017-2025 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ ახალ თავგადასავალს გთავაზობთ!

🎯 აკადემიის მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს დამოუკიდებლობისკენ გადადგან ნაბიჯები და აღმოაჩინონ ესპანეთის საოცრებები.

🌄 შემოგვიერთდით და ერთად გავატაროთ განსაკუთრებული დღეები სანტიაგო დე კომპოსტელაში – ქალაქში, რომელიც სავსეა ისტორიის, სულიერების და ევროპული კულტურის საოცარი შერწყმით. 🏰

📍 სანტიაგო დე კომპოსტელა – ესპანეთის ულამაზესი ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პილიგრიმული ცენტრი ევროპაში. მისი გული – წმინდა იაკობის ტაძარი – შთაგონების წყაროა ათასობით სტუმრისთვის, რომლებიც აქ მოდიან მთელი მსოფლიოდან.

🚶‍♂️ ელ კამინო დე სანტიაგო – სულიერი გზა, რომელიც ბევრისთვის ცხოვრებისეული მოგზაურობაა. ეს არ არის მხოლოდ მარშრუტი, ეს არის თავგადასავალი, რომელიც გვთავაზობს შიდა სიმშვიდეს, ბუნების სილამაზესა და ადამიანებთან ღრმა კავშირს.

🗣️ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ესპანურის 20 გაკვეთილი, რომლებიც ჩატარდება რეალურ, ყოველდღიურ გარემოში – კაფეებში, მაღაზიებში, მუზეუმებში, ადგილობრივებთან ინტერაქციისას. სწავლება წარიმართება Academia Iria Flavia-ში – ენების სკოლაში გალიციაში. კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ გზაზე. 🎓

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ კულტურული ნაწილი.

პროგრამა მოიცავს:

🏙️ ქალაქის სიღრმისეულ გაცნობას – გიდთან ერთად.
🤝 გუნდურ აქტივობებს და კრეატიულ დღეებს.
🎤 მხიარულ საღამოებს, მათ შორის კარაოკეს.
🚶‍♂️ პილიგრიმების გზის მონაკვეთის გავლას და ვიზიტს Monte do Gozo – ადგილს, საიდანაც ჩანს სანტიაგოს კათედრალი.
🌍 ახალი მეგობრების შეძენას – შეხვედრას ესპანელ და ბერძენ თანატოლებთან.
✨ დაუვიწყარ ემოციებს და მოგონებებს, რომლებიც თან გაგყვებათ.

✅ სარეგისტრაციო ლინკი: https://shorturl.at/YsZ8t

10-12 მაისს სომხეთის ტური გავაკეთოთ უფროსებისთვის?
20/04/2026

10-12 მაისს სომხეთის ტური გავაკეთოთ უფროსებისთვის?

📚🇦🇲 3-5 აპრილს სომხეთში წარმატებით ჩატარდა საგანმანათლებლო ტური (Retreat-ის ფორმატში), ქართული კერძო სკოლების დამფუძნებლ...
20/04/2026

📚🇦🇲 3-5 აპრილს სომხეთში წარმატებით ჩატარდა საგანმანათლებლო ტური (Retreat-ის ფორმატში), ქართული კერძო სკოლების დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისა და ტოპ მენეჯერებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ UWC Dilijan და TUMO Center for Creative Technologies — ორი გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცე, რომლებმაც მონაწილეებს მისცეს ახალი ხედვები თანამედროვე განათლების შესახებ.

ტურის განმავლობაში:
🔹 გაღრმავდა პარტნიორული ურთიერთობები სკოლებს შორის
🔹 აღმოვაჩინეთ ინოვაციური მიდგომები განათლებაში
🔹 დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობები და ერთობლივი პროექტები
🔹 პარალელურად დავათვალიერეთ სომხეთის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები

მონაწილეების ერთსულოვანი შეფასებით - ეს იყო არა მხოლოდ სასწავლო, არამედ შთამაგონებელი, პოზიტიური და რეალური ცვლილებების სტიმულის მომცემი ტური.

მადლობა თითოეული სკოლის წარმომადგენელს, ჩართულობისა და აქტიურობისთვის.

აქვე გიზიარებთ ფოტოებს სომხეთიდან 🙌

🚀 10-12 მაისს იგეგმება შემდეგი საგანმანათლებლო ტური, რომელიც შესაძლებლობებსა და კავშირებს გვთავაზობთ!

ვცადოთ??SoundLab - ხმების ლაბორატორია"გახდი შენი ხმის ავტორი“.მუსიკალური შემეცნებითი პროგრამა  ქმნის საგანმანათლებლო, შე...
23/03/2026

ვცადოთ??

SoundLab - ხმების ლაბორატორია
"გახდი შენი ხმის ავტორი“.

მუსიკალური შემეცნებითი პროგრამა ქმნის საგანმანათლებლო, შემეცნებით და შემოქმედებით სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს ემოციური თვითგამოხატვის, კრეატიული აზროვნებისა და აქტიური ჩართულობის განვითარებას.

🎶მუსიკა, თამაში და შემეცნებითი გამოცდილება ბავშვებისთვის
🎯 მიზანი
ბავშვების შემოქმედებითი, შემეცნებითი და ემოციური უნარების განვითარება აქტიური ჩართულობისა და კრეატიული აზროვნების ხელშეწყობით. აქტივობები ადაპტირებულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

🧒 ასაკი 8 - 11 წელი
⏰ ხანგრძლივობა. 10 შეხვედრა.
დღე 1,5 საათი
💡 ძირითადი მიმართულებები
1. 🎶📚 მუსიკალური და შემეცნებითი შეხვედრები
წიგნი, ემოციები და ცოცხალი ვიოლინო.
მუსიკის მოსმენა და გააზრება.
ბავშვების აქტიური ჩართულობა და აზრის გამოხატვა.

2. 🧩🎶 საავტორო მუსიკალური თამაშები.
რიტმი და მოძრაობა.
შემოქმედებითი აზროვნება და გუნდური
თანამშრომლობა.

3. 🎛️🎶 ელექტრონული მუსიკის პირველი ნაბიჯები - "ხმების ლაბორატორია"
🧒 11 - 15 წელი.
⏰ხანგრძლივობა - 10 შეხვედრა.
დღე 2 საათი.

💡LMMS და Audacity - ელექტრონული მუსიკის პროგრამა
საკუთარი იდეების მუსიკალურად რეალიზება (საჭიროა ინდივიდუალური ლეპტოპი და ყურსასმენი).

💌 კლუბის ხელმძღვანელი
გვანცა ჩხეიძე — მევიოლინე,
საგანმანათლებლო მუსიკალური თამაშების ავტორი,
მულტიფუნქციური გამოცდილებით ბავშვებთან მუშაობაში.

🏆 პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვები:
შეძლებენ მუსიკის აღქმას არა მხოლოდ მოსმენით, არამედ ემოციური და შემოქმედებითი გააზრებით.

პროცესში გამოავლენენ კრეატიულ და შემეცნებით აზროვნებას თამაშისა და მუსიკალური აქტივობების გზით.
უკეთ შეძლებენ ემოციების გამოხატვას სიტყვით, ხმებითა და რიტმით.

მიიღებენ პირველ გამოცდილებას მუსიკის შექმნაში (რიტმი, ხმა, სტრუქტურა).

განივითარებენ თანამშრომლობის და ერთმანეთის მოსმენის უნარებს
იგრძნობენ თავისუფლებას თვითგამოხატვაში და შემოქმედებით პროცესში მონაწილეობისას.

შეხვედრები ჩატარდება TEaM განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში: თბილისი, ბახტრიონის 7ა (ბუკიას ბაღის წინ).

დაინტერესდით? შეგვეხმიანეთ.

სავარაუდო დრო: ოთხშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-დან

სკოლის, ახლობლებისა და ორგანიზაციების ბავშვების 10-12 მონაწილიანი ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია კორპორატიული დროის შერჩევა

შესაძლებელია ადაპტირებული პროგრამის შედგენა უფროსების დაკვეთის შემთხვევაშიც.

Address

Bakhtrioni Street 7a, Room 3
Tbilisi
0168

Telephone

+995557008757

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to TEaM - განათლებისა და მართვის გუნდი:

Shortcuts

Share

Category