ევროპის უნივერსიტეტი / European University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ევროპის უნივერსიტეტი / European University

ევროპის უნივერსიტეტი / European University ევროპის უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ყველა შენი გულშემატკივარია!

🗣️🌍 “ევროპის უნივერსიტეტში გვჯერა, რომ საერთაშორისო მობილობა სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ...
24/09/2026

🗣️🌍 “ევროპის უნივერსიტეტში გვჯერა, რომ საერთაშორისო მობილობა სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის გამოცდილება, რომელიც აფართოებს სტუდენტის ხედვას, აძლიერებს მის შესაძლებლობებს და ამზადებს მას მზარდად მრავალფეროვანი და ურთიერთდაკავშირებული გლობალიზებული სამყაროსთვის” - მარიამ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.

⭐ გაიგე მეტი რა გამოცდილების მიღება შეგიძლია გაცვლითი პროგრამებით “ევროპის უნივერსიტეტში” და გაეცანი ჩვენს ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებს: https://eu.edu.ge/evropis-universitetis-saertashoriso-2/

✈️

🔔 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” დამატებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრა...
24/09/2026

🔔 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” დამატებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს.

⭐საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი

📌მისამართი: გურამიშვილის გამზირი #76, აუდიტორია 207 (II სართული)

🔗ვრცლად: https://eu.edu.ge/pirvelkurselta-registracia-2/

For ENG, Scroll Down ⤵️🩺 “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურე...
23/09/2026

For ENG, Scroll Down ⤵️
🩺 “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების პირველი კურსის სტუდენტებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 🎓

📣 შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ გახსნა.

👨‍⚕️ პირველკურსელებს სტუდენტობის დაწყება წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ოთარ ტატიშვილმა მიულოცეს. ✨

⭐️„ევროპის უნივერსიტეტში“ პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტების სასწავლო გარემოს, შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას ეტაპობრივად გაეცნობიან.💙

📌 დეტალურად:🔗https://eu.edu.ge/medicinis-fakultetis-pirvelkurselebtan/

🩺 An information meeting was held with first-year students enrolled in the Georgian and English-language Medical Doctor (MD) programs at the Faculty of Medicine of European University. 🎓

📣 The meeting was opened by Natia Jojuа, Dean of the Faculty of Medicine.

👨‍⚕️ Zaza Sopromadze, General Director of St. Michael's University Hospital and Jo Ann University Hospital and Otar Tatishvili, Professor at European University, congratulated the first-year students on the beginning of their university studies. ✨

⭐️ Information meetings with first-year students continue at European University, providing them with an opportunity to gradually learn more about the university, its learning environment, academic opportunities and student life. 💙

📌 In detail:🔗 https://eu.edu.ge/en/information-meeting-held-with-first-year-medical-students/

✈️🌍 იცოდი, რომ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს 70-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების...
23/09/2026

✈️🌍 იცოდი, რომ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს 70-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ?

🎓 Erasmus+ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთი ან რამდენიმე სემესტრი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში გაატარონ, გაიცნონ ახალი აკადემიური გარემო, კულტურა და ადამიანები, გაიფართოონ პროფესიული ხედვა და უფრო მეტად დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში.

🇪🇺 „ევროპის უნივერსიტეტის“ პარტნიორთა ქსელი მოიცავს არა ერთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტს - ნიდერლანდებში, გერმანიაში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

✨ Erasmus+ მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლის შანსი არ არის, ეს არის გამოცდილება, რომელიც სტუდენტებს ახალი ცოდნის, საერთაშორისო კავშირებისა და საინტერესო შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

👩‍🎓 თუ პირველკურსელი ხარ, უკვე შეგიძლია დაიწყო მზადება✨

📚 იზრუნე აკადემიურ მოსწრებაზე, გაიუმჯობესე უცხო ენის კომპეტენცია და რაც მთავარია, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების! 💙

🔗 დეტალურად: https://eu.edu.ge/erasmus-evropis-universitetshi/

👩‍⚖️ 18 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებულ ღ...
23/09/2026

👩‍⚖️ 18 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებულ ღია დებატებში მონაწილე სტუდენტებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა. 🎓

📚 ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა:

⚖️ საერთაშორისო სამართალსა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე
🤝 მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე
👩‍🎓 ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში
🗣️ დებატების ფორმატსა და პროცედურულ წესებზე

🧠 მონაწილეებს გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები სფეროს ექსპერტებმა და მკვლევრებმა გაუზიარეს.

💡 პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

📅 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებული ღია დებატი 2 ოქტომბერს გაიმართება.

📌 დეტალურად:🔗 https://eu.edu.ge/evropis-universitetshi-qalebze-2/

22/09/2026

🎵 გაწევრიანდი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტურ გუნდში და მიეცი შენს ხმას ახალი შესაძლებლობები.

აქ შენ შეძლებ:

🔹განივითარო ვოკალური შესაძლებლობები პროფესიონალურ გარემოში
🔹მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალებსა და საერთაშორისო კონკურსებში
🔹იპოვო ახალი ადამიანები და გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება დაუვიწყარი

🎤 თუ გიყვარს მუსიკა, სცენა და გინდა შენი ჰობით ახალი მწვერვალები დაიპყრო - გელოდებით!

🗓️ მოსმენის დღე: 24/26 სექტემბერი
🕖 დრო: 19:00

📍 ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, V კამპუსი, ოთახი 302

📩 დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერე: [email protected]

For ENG, Scroll Down ⤵️🎓🩺 „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის...
21/09/2026

For ENG, Scroll Down ⤵️
🎓🩺 „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.

👩‍⚕️ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი წარმატებით გაიარეს სტუდენტებმა, რომლებიც ერთთვიან კლინიკურ პრაქტიკას „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა“ და „წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა კლინიკურ დეპარტამენტში გაივლიან. 🏥

👇 იხილეთ გამარჯვებული სტუდენტების ჩამონათვალი:
🔗 https://eu.edu.ge/diplomirebuli-medikosis-programis-3/

🎓🩺 The results of the competition announced for students of the MD Program at the Faculty of Medicine of European University are now available.

👩‍⚕️ Following the decision of the Competition Committee, the following students have been selected to undertake a one-month clinical practice at different clinical departments of Jo Ann University Hospital and St. Michael University Hospital. 🏥

👇 Please find the list of the selected students below:
🔗 https://eu.edu.ge/en/results-of-the-competition-for-medical-doctor-program-students-2/

📚 ევროპის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო💙 გახსოვდეს, რომ სტუდენტური ცხოვრების მთავარი შემოქმედი სწორედ შენ ხარ...
21/09/2026

📚 ევროპის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

💙 გახსოვდეს, რომ სტუდენტური ცხოვრების მთავარი შემოქმედი სწორედ შენ ხარ - შენი ინტერესებით, იდეებითა და შეუპოვრობით.

✨ იქ ხარ, სადაც ყველა შენი გულშემატკივარია, ამიტომ თამამად მიიღე ყველა გადაწყვეტილება, არ შეუშინდე გამოწვევებს და არ გაუშვა ხელიდან ახალი შესაძლებლობები!

🎓 სტუდენტური ცხოვრება „ევროპის უნივერსიტეტში“ აქ შეგიძლია იპოვო ადამიანები, რომლებიც შენს ინტერესებს იზიარებენ, სცადო ან...
20/09/2026

🎓 სტუდენტური ცხოვრება „ევროპის უნივერსიტეტში“

აქ შეგიძლია იპოვო ადამიანები, რომლებიც შენს ინტერესებს იზიარებენ, სცადო ან თავად შექმნა ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. 💙

⚽ თუ გიყვარს სპორტი - შეგიძლია შეუერთდე ფუტსალის, კალათბურთის ან ფრენბურთის გუნდებს.

🎭 თუ ხელოვნება და სცენა გიზიდავს - ჩვენთან გელოდება ქორეოგრაფიული ანსამბლი, პოპ-ჯგუფი, კაპელა, თეატრალური დასი, Shonen Scrubs და ხელოვნების კლუბი.

🧠 თუ შენი ინტერესები უფრო პროფესიულ სფეროებს უკავშირდება - შეგიძლია გახდე VET EUcares-ის, House of Dx-ის ან Dandy Neurosurgery Club-ის წევრი.

და თუ შენი იდეა ჩვენთან ჯერ არ არსებობს, შეგიძლია საკუთარი სტუდენტური კლუბიც კი შექმნა.

სტუდენტური კლუბები სრულად ფინანსდება “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ.

🎉 წლის განმავლობაში გელოდება: Welcome, Helloween, Graduation, New Year, თემატური და ეროვნული ღონისძიებები, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები და სხვა.

💙შენი სტუდენტური ცხოვრება ისაა, რასაც თავად შექმნი - შენი ინტერესებით, იდეებითა და შესაძლებლობებით.

გახსოვდეს, ახლა უკვე იქ ხარ, სადაც ყველა შენი გულშემატკივარია. ✨

Address

გურამიშვილის 76
Tbilisi
0141

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:30
Thursday 10:00 - 18:30
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322000171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ევროპის უნივერსიტეტი / European University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ევროპის უნივერსიტეტი / European University:

Shortcuts

Share