26/10/2025
ინგლისურ ენაზე დღეს ბევრი მეტყველებს, თუმცა ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა არ განაპირობებს შესაბამისი ენის სასწავლო უნარების ქონას 🗽🥸
დღეს, სტუდენტები , თინეიჯერები, ონლაინ კურსები თუ სხვა ენათა ცენტრები გვთავაზობენ ენის შესწავლას. კურსის არჩევამდე გაითვალისწინეთ შემდეგი ;
💚 ენის საწყის ეტაპზე შესწავლა სიფრთხილესთანაა დაკავშირებული.მაგ: არასწორად წარმოთქმული სიტყვა მოსწავლეს შეიძლება ბოლომდე გაყვეს ბევრჯერ შესწორებისა და ჩასწორების მიუხედავად.
💛 სიტყვების დაზეპირება და შემდგომ გამოკითხვა არასწორი მეთოდია.მაგ: აბა ეს რას ნიშნავს და ა.შ. მეგობრებო, ცალკეული სიტყვების გაზეპირება არ არის მართებული.
💚აურაცხებელი დავალების მიცემას, სჯობს ჯერ ბავშვი გაიწაფოს და მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ აკეთოს დავალებები.
💛 ერთი რამ გაითვალისწინეთ, აკადემიური ინგლისური სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვლავაც მნიშვნელოვანია. "ტიკტოკის " ინგლისური არ არის სალიტერატურო ენა. სლენგებით საუბარი და წერა დაუშვებელია როგორც ეროვნულ, ისე ყველა საერთაშორისო ენის გამოცდაზე.
💚 მაწავლებელმა მოსწავლეს უნდა განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.
💛 ყველა მოსწავლე ინდივიდუალური და უნიკალურია. ზოგს აქვს უფრო სწრაფად ათვისების უნარი. მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ შეისწავლის ენას.
💚 სამ თვეში სალაპარაკო ინგლისური არ ისწავლება. გააჩნის ვის რა დონე აქვს, ათვისების უნარი მიზანი.
ენდეთ მრავალწლიანი ენის სწავლების მქონე პროფესიონალებს და გახსოვდეთ, საუბარი ცოცხალი პროცესია და გაზეპირებული სიტყვებით ან ტექსტებით ვერ გახვალთ ფონს კონკრეტულ სიტუაციებში .
გიაურვებთ წარმატებას 💛💚