ბავშვები ბავშვებისთვის / Kids for Kids

ბავშვები ბავშვებისთვის / Kids for Kids

Share

თბილისი, ლიხაურის შესახვევი #5

საბავშვო ბაღი "Kids for Kids" განკუთვნილია 1-6 წლამდე ასაკის პატარებისთვის, თქვენს პატარებს ჩვენთან დახვდებათ ოჯახური გარემო, სადაც შეძლებენ კოგნიტური, ადაპტური და სოციალური უნარების გაუმჯობესებას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, მოხდება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალური დაკვირვება რაშიც ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი და მეტყველების თერაპევტი.
საჭიროების გამ

01/09/2017

საბავშვო ბაღი " ბავშვები ბავშვებისთვის" მშვიდ და ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ 🌼💖 შეგახსენებთ რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია!!!
🏡საბავშვო ბაღი "ბავშვები ბავშვებისთვის" გთავაზობთ საუკეთესო გარემოს თქვენი პატარებისათვის:
👩‍👩‍👧ოჯახური გარემო, სადაც თქვენი პატარები მშვიდ, კომფორტულ და ხალისიან გარემოში იქნებიან!
🍎4-ჯერადი სრულფასოვანი კვება, ყოველდღიურად განახლებადი ჯანსაღი საკვებით!
⚽ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის, უმეტეს შემთხვევაში ხის სათამაშოები, რათა თამაში არ იყოს საზიანო ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობისათვის!
🌳დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, მარადმწვანე ნიადაგის ბუნებრივი სფარითა და მრავალფეროვანი საბავშვო გარე ავეჯით დატვირთული, რათა ყოველდღე შეძლონ თქვენმა პატარებმა სუფტა ჰაერზე დროის გატარება!

29/08/2017

მიმდინარეობს რეგისტრაცია!!!
🏡საბავშვო ბაღი "ბავშვები ბავშვებისთვის" გთავაზობთ საუკეთესო გარემოს თქვენი პატარებისათვის:
👩‍👩‍👧ოჯახური გარემო, სადაც თქვენი პატარები მშვიდ, კომფორტულ და ხალისიან გარემოში იქნებიან!
🍎4-ჯერადი სრულფასოვანი კვება, ყოველდღიურად განახლებადი ჯანსაღი საკვებით!
⚽ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის, უმეტეს შემთხვევაში ხის სათამაშოები, რათა თამაში არ იყოს საზიანო ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობისათვის!
🌳დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, მარადმწვანე ნიადაგის ბუნებრივი სფარითა და მრავალფეროვანი საბავშვო გარე ავეჯით დატვირთული, რათა ყოველდღე შეძლონ თქვენმა პატარებმა სუფტა ჰაერზე დროის გატარება!

Photos from ბავშვები ბავშვებისთვის / Kids for Kids's post 27/08/2017
Photos from ბავშვები ბავშვებისთვის / Kids for Kids's post 25/08/2017

მიმდინარეობს რეგისტრაცია!!!
🏡საბავშვო ბაღი "ბავშვები ბავშვებისთვის" გთავაზობთ საუკეთესო გარემოს თქვენი პატარებისათვის:
👩‍👩‍👧ოჯახური გარემო, სადაც თქვენი პატარები მშვიდ, კომფორტულ და ხალისიან გარემოში იქნებიან!
🍎4-ჯერადი სრულფასოვანი კვება, ყოველდღიურად განახლებადი ჯანსაღი საკვებით!
⚽ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის, უმეტეს შემთხვევაში ხის სათამაშოები, რათა თამაში არ იყოს საზიანო ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობისათვის!
🌳დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, მარადმწვანე ნიადაგის ბუნებრივი სფარითა და მრავალფეროვანი საბავშვო გარე ავეჯით დატვირთული, რათა ყოველდღე შეძლონ თქვენმა პატარებმა სუფტა ჰაერზე დროის გატარება!

10/07/2017

!!! რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს

1. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.

2. მენატრებოდი
20 წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.

3. ეს არასწორი იყო
უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.

4. ყველაფერი სწორად გააკეთე
თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ წააქეზებთ და
წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.

წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.

5. შენ განსაკუთრებული ხარ
აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.

6. ტირილი ნორმალურია
წაახალისეთ შვილები, რომ არ დამალონ საკუთარი გრძნობები. ადამიანები მაშინ ტირიან, როცა მოწყენილნი არიან, სტკივათ, ან თუნდაც ბედნიერების დროს. მიეცით ნება, გაგიზიაროთ თავისი ემოციები.

7. შეიმშრალე ცრემლები
ხანდახან უნდა იცოდეს, რომ ცრემლები უნდა შეიშროს და გზა განაგრძოს. `თუ იმიტომ ტირით, რომ მზე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, სასწრაფოდ შეიმშრალეთ ცრემლები, თორემ ისინი ვარსკვლავების დანახვაში შეგიშლიან ხელს~. აუხსენით პატარას ეს მარტივი ჭეშმარიტება.

8. შეგიძლია, დამეხმარო?
მნიშვნელოვანია, რომ შვილი გხედავდეთ როგორც ადამიანს, რომელსაც ბევრი საზრუნავი აქვს და ღელავს თავის ახლობელ ადამიანებზე. შეიძლება, თქვენი ჩვეილებრივი სისუსტეებიც დაინახოს. დაე ისწავლოს, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ დახმარება.

9. დაგეხმარო?
ყოველთვის ჰკითხეთ, სანამ დაეხმარებით. დამოუკიდებლობა პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში იბადება. თუ თავს ვერ გაართმევს რაღაცას, ყოველთვის გაამხნევეთ და უჩვენეთ, როგორ არის სწორი.

10. "კარგი"
დღეში ერთხელ მაინც, როცა გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ მასთან ერთად, უთხარით "კარგი" ყოყმანის გარეშე და უარით ნუ გაისტუმრებთ.

11. არა
უნდა იცოდეს, რომ ყველაფერში არ ეთანხმებით. ეს არ უნდა იყოს დაღლილი, ჯიუტი ან გაღიზიანებული `არა~. აუცილებლად აუხსენით, რატომ პასუხობთ ასე.

12. ყოჩაღ!
თუ ბავშვმა ვერ გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ ეცადა, უნდა გაამხნევოთ. პატარა გამარჯვებებით იგება დიდი წარმატება, პატარა იმედგაცრუებებით კი – სასოწარკვეთა. მიეცით მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს.

13. იყავი კეთილი გარე სამყაროს მიმართ
ეს ხშირად ახსენეთ, რომ კარგი რამეები კარგ ადამიანებს შეემთხვევათ. კი, ეს სამყარო სასტიკია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კეთილები და მოსიყვარულეები რჩებიან, უბედობას გაცილებით იოლად გადაიტანენ. შეუმსუბუქეთ შვილს მომავალი.

14. მაპატიე
აღიარეთ, როცა არ ხართ მართალი და პატიებაც სთხოვეთ. კარგ მაგალითს მისცემთ და უჩვენებთ, რომ როდესაც საჭიროა, უნდა დათმოს.

15. მეტი უამბეთ
დაუსვით შეკითხვები, თვალებში ჩახედეთ და ნამდვილად ეცადეთ მის გაგებას.

16. მიყვარხარ
ეს ხმამაღლა უთხარით, ყოველდღე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული უანგაროა, უპირობო, შეუცვლელი და სამუდამო.

Photos 19/06/2017

საბავშვო ბაღი "ბავშვები ბავშვებისთვის" მთელი ზაფხული აგრძელებს მუშაობას. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ დღეიდან.

Photos 19/06/2017

დილა მშვიდობისა ჩემო კარგებო. ბედნიერ, მზიან დღეს გისურვებთ. დღეს ცხელი დღე გველოდება 🌞☀

Photos 18/06/2017

ბედნიერი კვირა დღე ჩემო საყვარლებო 💖❤ დღეს ოჯახში გატარების დღეა ❤💖💘👨‍👩‍👧‍👦👨‍👩‍👦‍👦

Photos 16/06/2017

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! სასიამოვნო სიახლე თქვენთვის ჩვენი ბაღისგან

Photos 08/06/2017

სასიამოვნო სიახლე. საბავშვო ბაღი ბავშვები ბავშვებისთვის მთელი ზაფხული აგრძელებს მუშაობას. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ დღეიდან.

Photos 13/05/2017

პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

ჩიფსებისა და ფასტ ფუდის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ არის ისეთი პროდუქტები, რომლების მშობლებს სასარგებლო ჰგონიათ და ბავშვებს აჭმევენ. სინამდვილეში კი ბევრი ზიანი მოაქვთ.

1. წვენები
წვენები რომლებიც მაღაზიაში იყიდება. ეს არის შეფერადებული და დამტკბარი წყალი. მასში ვიტამინები არც ეძებოთ. სახლში გამოწურულ წვენებს რაც შეეხება, წვენი კალორიულია, სასარგებლო უჯრედისი კი მასში არაა. საეჭვოა, ბავშვმა 2 ცალი ფორთოხალი შეჭამოს, წვენს კი ადვილად დალევს. თანაც, ფრეში მადას აძლიერებს.
რჩევა: უმჯობესია, ბავშვს უგაზო, სუფთა წყალი ან შინ მომზადებული კრუშონი დაალევინოთ; წვენების ნაცვლად კი

მთლიანი ხილი აჭამოთ.
კრუშონის რეცეპტი
პატარა კუბებად დაჭერტით ვაშლი, კიტრი, პიტნა, ლიმონი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. 2 ლიტრი წყალი 1-2 ჩაის კოვზი შაქრით დაატკბეთ.

2. მანანის ბურღული
სასარგებლო მასში არაფერია. სამაგიეროდ, ალერგიის მაღარლი რისკის მატარებელია. უმჯობესია, ბავშვს სხვა ბურღულეული - წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, შვრიის ფანტელი, ბრინჯის ფაფები მოუმზადოთ.

3. ზეითუნის ზეთი (და სხვა ზეთები)
ქოლესტერინის გამო ბევრი დედა უარს ამბობს კარაქის მოხმარებაზე და ბავშვებს კერძებს ზეთზე უმზადებს. თუმცა,ზეთიც ზომიერად მოიხმარეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 10 გრამი ზეთი 90 კკალ-ს შეიცავს. ახლა დაითვალეთ, რამდენ კალორიას იღებთ დღის განმავლობაში. შედეგად, ბავშვი, ვითომ ჭამს სასარგებლო ცხიმს, თუმცა, წონაში მაინც იმატებს.
რჩევა: დათვალეთ, რამდენ კოვზ ზეთს ხმარობთ საბავშვო საკვების მომზადებისას. საშიში არაფერია თუ ფაფას მაინც მოამზადებთ კარაქზე. ქოლესტერინი საშიშია მოზრდილი ადამიანისთვის. ბავშვისთვის კი ის აუცილებელია, რათა ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

4. "დაბალკალორიული", "დიეტური", "ეკო" პროდუქტი
პროდუქტს შეიძლება კალორიულობა არასწორად ჰქონდეს მითითებული, ეს მაკეტინგული გათვლაა. წარწერა "ეკო" გულისხმობს ორგანულ საკვებს, მაგრამ მასში შეიძლება ორგანული არაფერი იყოს. ეტიკეტი მწარმოებლის სურვილის მიხედვით დგინდება. დაბოლოს, დიეტური საკვები, დესერტი, რომელიც შაქრის ნაცვლად ფრუქტოზით მზადდება. კალორიულობის მხრივ გლუკოზა და ფრუქტოზა თითქმის ერთნაირია, სამაგიეროდ, ფრუქტოზა, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გაცილებით ადვილად გარდაიქმნება ცხიმად.

5. თხილი და ჩირი
რა თქმა უნდა, თხილი და ჩირი ვიტამინებით მდიდარია, მაგრამ კალორიულიცაა. დღეში არაუმეტეს 25-30 გრამი თხილი უნდა მიირთვათ. ბავშვმა კი შეიძლება ერთ ჯერზე 100 გრამი ჭამოს. ეს 600 კკალ-ია.
გარდა ამისა, იგივე ჩირი (მაგალითად, კურაგა), მიმზიდველი იერი რომ შეინარჩუნოს, უამრავი ქიმიური ნაერთით მუშავდება. შეიძლება ვაჟინშიც იყოს ჩასველებულიც და არც ეს არაა ბავშვისთვის სასარგებლო.
რჩევა: თუ ბავშვს უყვარს თხილი და ჩირი, განსაზღვრული რაოდენობა მიეცით (10-15 ცალი თხილი და 5 ცალი ჩირი). ჩირი უმჯობესია, თავად მოამზადოთ. ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალ ხილს. თხილი შეარჩიეთ ნაჭუჭიანი, რა თქმა უნდა მარილიანი, შოკოლადსა და შაქარში ამოვლებული და მოხალული ბავშვს არ უნდა აჭამოთ.
დაბოლოს, ასევე უსარგებლოა იოგურტები. დააკვირდით მის კალორიულობას, შემადგენლობას. უმჯობესია, თავად მოამზადოთ მაწონი, შეურიოთ სხვადასხვა ხილი და ისე აჭამოთ თქვენს შვილს.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ლიხაურის შეს. 5
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 19:30
Tuesday 09:00 - 19:30
Wednesday 09:00 - 19:30
Thursday 09:00 - 19:30
Friday 09:00 - 19:30
Saturday 09:00 - 15:00