N61 საჯარო სკოლა

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125484
16/07/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125484

შეხვედრის მიზანი მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტური ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზ...
10/06/2026

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, Სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლაში, გაიმართა შეხვედრა მომავალი პირველკლასელების მშობლებთან.
შეხვედრის მიზანი მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტური ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ. პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია, ამ პროცესს ახლავს მღელვარება, შიშები და მოლოდინები.
ტრანზიცია - განიხილება, როგორ პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის შესვლას ან/და გადასვლას სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო მომსახურებიდან ან ოჯახიდან ზოგადი განათლების სისტემაში.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სასკოლო სოციალური მუშაობის არსს, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლაში ადაპტაციის, სწავლასა თუ თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მშობლებმა გააცნობიერეს ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებული ემოციები. გაირკვა, რომ ყველაზე მეტი შიში ადაპტაციას და ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება - "შეეგუება თუ არა?", „ეყოლება თუ არა მეგობრები“ ....
სოციალურმა მუშაკებმა, მშობლებთან ერთად იმუშავეს იმ მარტივ, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე, შვილთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც ბავშვისათვის იქნება მხარდამჭერი ამ პროცესში: „მე მჯერა შენი“, „მე ყოველთვის მოვუსმენ შენს ამბებს.“, „შეგიძლია მასწავლებელს უთხრა, თუ რაიმე დაგჭირდება.“...

დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო — ჩვენი პირველკლასელები სასწავლო წლის დასრულებას ზეიმობდნენ. პირვე...
29/05/2026

დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო — ჩვენი პირველკლასელები სასწავლო წლის დასრულებას ზეიმობდნენ. პირველი კლასის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მთელი წლის შრომა, პირველი ნაბიჯები და წარმატებები ერთ დიდ, ხალისიან ღონისძიებად გადააქციეს, რომელიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ყველას მეხსიერებაში.
ბავშვებმა სიხარულით წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, გაახარეს დამსწრე საზოგადოება და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად გაიზარდნენ და განვითარდნენ ამ ერთი წლის განმავლობაში.

ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და პოზიტივი შემატეს მშობლებმაც, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ და შვილებთან ერთად შექმნეს მხიარული, ემოციებით სავსე განწყობა. მათი მონაწილეობა ბავშვებისთვის უდიდესი ბედნიერება და დაუვიწყარი მოგონება გახდა.

მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ამ ლამაზი დღისათვის. გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!

https://www.facebook.com/photo/?fbid=1405430248289378&set=pcb.1405430441622692
29/05/2026

https://www.facebook.com/photo/?fbid=1405430248289378&set=pcb.1405430441622692

🔶 საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, სსიპ ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლაში, ღონისძიება გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

🔹სკოლასთან არსებული ეკო კლუბ „ეკო 61“-ის წევრმა მოსწავლეებმა სიმბოლურად ნერგები დარგეს. ამით ხაზი გაუსვეს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას.

🔶 ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ნინო ონიანი და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.

20/05/2026

N61 საჯარო სკოლა 2026

Address

ვ. დოლიძის ქ. N3
Tbilisi
7101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when N61 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to N61 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category