18/09/2026
2026-2027 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დავიწყეთ❤️თბილისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: მარი ჩახვაშვილი( კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი), თამარ გელენიძე(ინგლისური ენა), , წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო eTwinning-ის პროექტში -„STEAM PULSE“,
პროექტში მონაწილეობდნენ შვიდი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთის, ესპანეთის, ტუნისის, პოლონეთის, იორდანიისა და პორტუგალიის – წარმომადგენლები. პროექტი აერთიანებდა 22 მასწავლებელსა და 112 მოსწავლეს.
პროექტის მთავარი მიზანი იყო STEAM განათლების მიდგომის დანერგვის გზით მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღრმავება, ასევე მათი პრაქტიკული, კვლევითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობის, პასუხისმგებლობისა და დაუღალავი შრომისთვის. სწორედ მათი მონდომებისა და შემოქმედებითი მიდგომის წყალობით პროექტი წარმატებით განხორციელდა.
პროექტის ნაყოფიერად განხორციელებისთვის მათ მიენიჭათ ეროვნული ხარისხის ნიშნები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ჩართულობას.