ჩვენი სკოლა

ჩვენი სკოლა სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიასთან არსებული ზოგადი სკოლა

ა(ა)იპ "ჩვენი სკოლა" მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობაში მყოფი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის უმთავრეს სასწავლო-სააღმზრდელო პრინციპებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კონსტრუქტივისტულ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის წარმართვა წარმოადგენს.
სკოლის უნიკალურობას განსაზღვრავს ისიც, რომ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ.

18/09/2026
🎓 🎊ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! 🧡💡✨️ გისურვებთ საინტერესო და წარმატებულ წლებს,  ახალ შესაძლებლობებ...
26/08/2026

🎓 🎊ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! 🧡
💡✨️ გისურვებთ საინტერესო და წარმატებულ წლებს, ახალ შესაძლებლობებს!
🏛 წლევანდელი კურსდამთავრებულების უმეტესობამ წარმატებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და რაღა თქმა უნდა, ყველა უფასო განყოფილებაზე ჩაირიცხა.
🌏გვაქვს განსაკუთრებული სიამაყის მიზეზიც, ჩვენი მოსწავლეები ასევე
უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, როგორიცაა
MDW-Universität für Musik und darstellende Kunst wien - მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი და
ტარტუს უნივერსიტეტი (University of Tartu)- (მეცნიერება და ტექნოლოგის ფაკულტეტზე)

✨ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ!

🌿⛪️ სასწავლო წლის ბოლოს ,ჩვენი უმცროსკლასელები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარ...
01/07/2026

🌿⛪️ სასწავლო წლის ბოლოს ,ჩვენი უმცროსკლასელები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტაძარი,გაეცნენ მის ისტორიას და სასიამოვნო დღე გაატარეს მეგობრებთან ერთად.

💚☀️ ჩვენს მოსწავლეებს ბედნიერ, მხიარულ და დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს ვუსურვებთ!

🐛🌱 ჩვენი მოსწავლეები აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლს უშუალო დაკვირვებით სწავლობენ. ისინი ყოველდღიურად აკვირდებიან მათ ზრ...
11/06/2026

🐛🌱 ჩვენი მოსწავლეები აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლს უშუალო დაკვირვებით სწავლობენ. ისინი ყოველდღიურად აკვირდებიან მათ ზრდასა და განვითარებას, ზრუნავენ მათზე და პრაქტიკაში ეცნობიან ბუნებაში მიმდინარე საინტერესო პროცესებს.
🏡 ზოგიერთმა მოსწავლემ კი აბრეშუმის ჭიები სახლშიც წაიყვანა, სადაც მათ მოვლასა და დაკვირვებას აგრძელებს.
📚 ასეთი აქტივობები ბავშვებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა რეალურ გამოცდილებას დაუკავშირონ, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაკვირვების უნარი და ბუნებისადმი ინტერესიც კიდევ უფრო გაიღრმაონ.

🌿  ჩვენს სკოლას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი თამარ ბარბაქაძე ესტუმრა.🌍შეხ...
09/06/2026

🌿 ჩვენს სკოლას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი თამარ ბარბაქაძე ესტუმრა.
🌍შეხვედრის თემა იყო ,გარემოს დაცვის საკითხებში ცნობიერების ამაღლება.
♻️🌬️ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების, ასევე ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
🌱 🌳მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

♟️ ჩვენს სკოლაში მიმდინარე ჭადრაკის ჩემპიონატში უმცროსკლასელები  მონაწილეობენ!🧠ჭადრაკი ბავშვებს უვითარებს ლოგიკურ აზროვნ...
01/06/2026

♟️ ჩვენს სკოლაში მიმდინარე ჭადრაკის ჩემპიონატში უმცროსკლასელები მონაწილეობენ!
🧠ჭადრაკი ბავშვებს უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, კონცენტრაციას, მოთმინებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი მოსწავლეები ასეთი ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში.
🏆♟️ ვუსურვებთ წარმატებას ყველა მონაწილეს და მოუთმენლად ველით გამარჯვებულების გამოვლენას!

ბოლო ზარი 2026🔔🤍📚🕊️✨🎓📸💫🌸🎶
27/05/2026

ბოლო ზარი 2026🔔🤍📚🕊️✨🎓📸💫🌸🎶

Address

ქ. თბილისი. გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 42
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995599735893

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩვენი სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ჩვენი სკოლა:

Shortcuts

Share

Category