ქ.თბილისის #175 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქ.თბილისის #175 საჯარო სკოლა

ქ.თბილისის  #175  საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქ.თბილისის #175 საჯარო სკოლა, School, Tbilisi.

ჩვენ, 175-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების ნაწილს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმი...
02/12/2024

ჩვენ, 175-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების ნაწილს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად უნდა ისწრაფოდეს ევროინტეგრაციისაკენ, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ამიტომაც უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ყოველგვარი შეფერხებისა და გადავადების გარეშე.
ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნას.

12/05/2024

ძალიან საამაყოები

5 აპრილს,  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში "SEU-ს სკოლის მოსწავლე მრჩეველთა გუნდი" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სად...
10/04/2024

5 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში "SEU-ს სკოლის მოსწავლე მრჩეველთა გუნდი" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ჩვენი სკოლის სსიპ ქალაქ თბილისის N 175 საჯარო სკოლის მოსწავლეები ელენე ლაცაბიძე, თამარ ბუხრიკაშვილი და მარიამ ბაბულეიშვილი იღებდნენ მონაწილოებას. მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი: „სკოლის ჟურნალი“ რომელიც ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების გაძლიერებას.
პროექტში სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტის მოდერატორები იყვნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი თეონა მაისურაძე და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი მარიამ ლაბუჩიძე.

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს  კვირეული თემაზე: "შინ ევროპისკენ". პროქტი მიმდიბრეობს USAID თან თა...
05/04/2024

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს კვირეული თემაზე: "შინ ევროპისკენ". პროქტი მიმდიბრეობს USAID თან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შექმნილი პოსტერებით გამოხატეს და დააფიქსირეს საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი და როლი ევროპაში. პოსტერები გამოფენილი იქნება სკოლაში ერთი კვირა.

6-4 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველება და ქიმია. თემაზე ,,ნარევები და ნარევის დაყოფის მეთოდები''. ...
28/03/2024

6-4 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველება და ქიმია. თემაზე ,,ნარევები და ნარევის დაყოფის მეთოდები''. მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელმა ალუდა ჭელიძემ წარმოუდგინა სადემონსტრაციო ცდები: ამოშრობა, მაგნიტით მიზიდვა, ფლოტაცია-დაწვდომა და გაფილტვრა. ცდების შემდეგ მოსწავლეებამა ხალისით და ინტერესით დაწერეს ცდის ოქმები, აღწერეს და გამოიტანეს დასკვნები.

9-4 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებელმა ეთერ პაპუნაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე:  რეპროდუქციული სისტემა. Საკითხი:  გა...
28/03/2024

9-4 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებელმა ეთერ პაპუნაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: რეპროდუქციული სისტემა.
Საკითხი: გარდატეხის პერიოდი და ნაადრევი სქესობრივი კავშირი, მისი შედეგები .
მიზანი: ჯანმრთელობა და დაავადება ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა. გაკვეთილი მიემართებოდა სასკოლო პროექტის თემას ,,კონფლიქტების მართვა", რადგან გარდატეხის ასაკში ხასიათის ცვლილებების გამო ხშირია კონფლიქტები მოზარდებსა და მშობლებს შორის. გაკვეთილზე განხილული იქნა პრობლემის შესაძლო გამოვლინებები და მათი დაძლევის გზები.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში, 10 თებერვალს ჩაატარა ინტელ...
15/02/2024

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში, 10 თებერვალს ჩაატარა ინტელექტუალური თამაშის ნახევარფინალი - რა? სად? როდის? რომელსაც უძღვებოდა დავით გორგილაძე. რაიონის 25 სკოლას შორის სსიპ ქალაქ თბილისის N 175 საჯაროს სკოლის გუნდი გავიდა მეორე ადგილზე. ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ფინალურ ტურში.

31/12/2023

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.თბილისის #175 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category