აია-GESS დებატთა კლუბი • Aia-GESS Debate Club

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აია-GESS დებატთა კლუბი • Aia-GESS Debate Club

აია-GESS დებატთა კლუბი • Aia-GESS Debate Club სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის დებატთა კლუბი • Cervantes Gymnasium Aia-GESS Debate Club

🌐 ასე გრანდიოზულად დავხურეთ 2025-2026 სასწავლო წელი დებატთა კლუბში!🔅🔹მიმდინარე წელი საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი იყო...
11/06/2026

🌐 ასე გრანდიოზულად დავხურეთ 2025-2026 სასწავლო წელი დებატთა კლუბში!🔅
🔹მიმდინარე წელი საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი იყო კლუბის თითოეული წევრისთვის,რადგან განვახორციელეთ:
📒”შიდა სასწავლო დებატთა სესია 2025”;
📒 დისკუსია - ,,ჰარკნესის მრგვალი მაგიდის” პრინციპით;
📒”შვიდი სკამის” პრინციპით ვიმსჯელეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მეცნიერებისა და რელიგიის როლი პროფესიის არჩევაში, ხელოვნული ინტელექტის გავლენა მომავალ პროფესიებზე და ა.შ;
📒ინტეგრირებული დებატი Pre-Junior-ებსა და ჯუნიორ მოდებატეებს შორის;
🌀2026-2027 სასწავლო წლიდან მეტი სიახლითა და ინოვაციით დაგიბრუნდებით;
🫂მენეჯმენტის სახელით ბედნიერი არდადეგები და წარმატებული მომავალი სასწავლო წელი გვისურვებია დებატთა კლუბის წევრებისთვის! 🚀✨

14/05/2026

🔸დებატთა კლუბში ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია გაიმართა!✨
🔹დისკუსიის თემა იყო: ჩაანაცვლებს თუ არა არა ხელოვნური ინტელექტი პროფესიებს;
🔸მოხალისეებმა მოირგეს როლები: ჰენრი ფორდი, ლუდვიგ ვან ბეტჰოვენი, ლეონელ მესი, პაბლო პიკასო და მაჰათმა განდი;
🔹ასევე დამსწრე საზოგადოებაც დაიყო 4 გუნდად: ფერმერები,მსახიობები, ბლოგერები და მარკეტოლოგები;
🔸თითოეულმა მათგანმა როლის პერსპეტივიდან იმსჯელა მოცემული თემის ირგვლივ, დასვეს ძალიან საინტერესო კითხვები და განიხილეს ხელოვნური ინტელექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები;
🔹წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ კლუბის წევრს!🚀

🔸დებატთა კლუბი აგრძელებს მუშაობას!🚀🔹დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა მორიგი საინტერესო დებატი თემაზე: ,,ამ კრებას სჯერა, რო...
07/05/2026

🔸დებატთა კლუბი აგრძელებს მუშაობას!🚀
🔹დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა მორიგი საინტერესო დებატი თემაზე: ,,ამ კრებას სჯერა, რომ ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვების რეკლამირება კორპორაციებმა უნდა შეწყვიტონ.”

🔸დებატის გამარჯვებული გახდა – მტკიცებითი გუნდი✨🥇

🔹დებატში მონაწილეობდნენ: სალომე შუბითიძე, ნიკოლოზ ჯღარკავა, ცოტნე ტყებუჩავა, მარიამ ჩიხლაძე, სალომე ირემაძე, მარიამ ხელაშვილი, ტასო მიქაძე და ქეთა ნიკოლაშვილი;

🔸განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდების მენტორებს: ბარბარე კბილაშვილსა და თეკლა მესხს; ასევე თანამენტორებს: მარიამ გეგუჩაძეს, ლილე შალამბერიძეს, ნატა ყორშიასა და ნუცა გვრიტიშვილს;

🔹საუკეთესო მოდებატეებად დასახელდნენ:
✨მტკიცებითი გუნდიდან – სალომე ირემაძე და ანასტასია მიქაძე;
✨უარმყოფელი გუნდიდან – ნიკოლოზ ჯღარკავა და მარიამ ჩიხლაძე;

🔸დებატთა კლუბი წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოდებატეს!🚀💙

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და აზროვნებით დატვირთული გამოვიდა!🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნ...
30/04/2026

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და აზროვნებით დატვირთული გამოვიდა!

🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნიორებს: ნინუ გურგენიძეს,სესე ჩიმჩიურს,მარიამ წიკლაურს და ანდრია ალიმბარაშვილს - დღეს განხორციელებული აქტივობისთვის.

🔹დღევანდელი დისკუსიის თემა იყო: უნდა ისჯებოდნენ თუ არა მძიმე დამნაშავეები სიკვდილით - რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, სხვადასხვა კუთხით შეეხედათ ამ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე.

🔶აქტივობის ფარგლებში მონაწილეები ორ გუნდად გაიყვნენ და ერთობლივად იმუშავეს არგუმენტების ჩამოყალიბებაზე. მათ წარმოადგინეს როგორც მტკიცებითი, ისე უარმყოფელი პოზიციები, დასვეს კრიტიკული კითხვები და გააანალიზეს ერთმანეთის მოსაზრებები. დებატებმა ხელი შეუწყო ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას.

🔷შეხვედრა იყო დინამიკური და საინტერესო თითოეულმა მონაწილემ აქტიურად მიიღო მონაწილეობა, გამოავლინა დამოუკიდებელი აზროვნება და პასუხისმგებლობა საკუთარი გუნდის პოზიციის დაცვაში.

🔸მენეჯმენტის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ყველა დებატთა კლუბის წევრს✨

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და სახალისო გამოვიდა!🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნიორებს:გვანცა...
23/04/2026

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და სახალისო გამოვიდა!

🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნიორებს:გვანცა გოგინაშვილს,კატო მჭედლიშვილის,ლილე ამბოკაძეს და მარიამ ჩიხლაძეს დღეს განხორციელებული პროექტისთვის. ის მიზნად ისახავდა,მონაწილეებისთვის სხვადასხვა სფეროს და პროფესიების უკეთ გაცნობასა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში დახმარებას.

🔶აქტივობის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა პროფესია, ისაუბრეს თითოეულის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. ასევე იმსჯელეს, როგორი შეიძლება იყოს ეს პროფესიები 100 წლის შემდეგ და ჩაანაცვლებს თუ არა მათ ხელოვნური ინტელექტი. დისკუსიებმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების განვითარებას, არგუმენტაციის გაუმჯობესებასა და მომავლის პერსპექტივებზე დაფიქრებას.💙

🔷შეხვედრა იყო ძალიან დინამიკური და საინტერესო, ხოლო მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და გამოავლინეს დიდი ინტერესი მომავალი პროფესიული გზების მიმართ!

🔸მენეჯმენტის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს მომავალ საქმიანობაში!✨

20/04/2026

🔹,,მე რასაც ვაკეთებ - ეს გავლენას ახდენს სხვებზე”✨
🔸ჩვენი პატარა მოდებატეების დღევანდელი შეხვედრის თემა სწორეს ეს იყო - საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა;
🔹Pre-junior-ებმა იმსჯელეს პასუხისმგებლობის ამ სახეზე, მოიყვანეს მაგალითი და განიხილეს მისი გავლენა საზოგადოებაზე;
🔸ცხადია, შეხვედრა აქტივობების გარეშე არ დასრულებულა: 3 შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მონაწილეს უნდა მოეძებნა გამოსავალი სხვადასხვა შემთხვევიდან და აეხსნა, როგორ უკავშირდება ესა თუ ის მოვლენა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას✨
🔹შეხვედრა მხიარული ანიმაციითა და ცეკვით დავასრულეთ💙
🔸წარმატებები თითოეულ მოდებატეს!🚀

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და სახალისო გამოვიდა! 🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნიორებს: ლილე...
16/04/2026

🔷დღევანდელი დებატთა კლუბის შეხვედრა ძალიან საინტერესო, აქტიური და სახალისო გამოვიდა!
🔸დიდი მადლობა ჩვენს ჯუნიორებს: ლილე შალამბერიძეს, საბა ლეჟავას, ნუცა გვრიტიშვილს,ნატალია ყორშიას, სესე ჩიმჩიურსა და მარიამ წიკლაურს, კრეატიული და ინტელექტუალური აქტივობის ორგანიზებისთვის, რომელიც მთლიანად გუნდურ დებატებზე იყო დაფუძნებული.
🔶მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ, აუქციონის ფორმატში აირჩიეს ცნობილი პერსონაჟები და შემდეგ დებატებში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რატომ უნდა გადარჩენილიყო სწორედ მათი გუნდი. პროცესში აშკარად ჩანდა კრიტიკული აზროვნება, კარგი არგუმენტაცია და გუნდური მუშაობა.💙
🔷შეხვედრა იყო ძალიან დინამიური და საინტერესო, ხოლო ჯუნიორებმა შესანიშნავად გაართვეს თავი როგორც ორგანიზებას, ისე წამყვანების როლს!
🔸მენეჯმენტის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ყველა მოდებატეს!✨

🔸დებატთა კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!✨🔹დღეს კლუბში აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები გვესტუმრნენ...
19/03/2026

🔸დებატთა კლუბში საინტერესო შეხვედრები გრძელდება!✨
🔹დღეს კლუბში აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები გვესტუმრნენ, რომლებმას გაგვიზიარეს ფილმი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიისა და მისი ისტორიის შესახებ.
🔸საკმაოდ ემოციური და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს!💙
🔹წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის ყველა წევრს!🚀

🔸დებატთა კლუბში სიახლეები ინერგება!✨🔹27 თებერვალს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, სახელად ,,7 სკამი”;🔸 აქტივობის მთ...
04/03/2026

🔸დებატთა კლუბში სიახლეები ინერგება!✨
🔹27 თებერვალს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, სახელად ,,7 სკამი”;
🔸 აქტივობის მთავარი თემა იყო:
მეცნიერება თუ რელიგია - რომელი უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებისას პრიორიტეტული? 🔬
🔹დისკუსიის ძირითადი პრინციპის მიხედვით მოდებატეები გადანაწილდნენ ორ გუნდად: 7 მონაწილე მეცნიერების პოზიციაზე, 2 - რელიგიის.
🔸მათ წინასწარ ჰქონდათ რამდენიმე საკვანძო შეკითხვა მოცემული, რის საფუძველზეც ძალიან საინტერესო მსჯელობა გაიმართა;🚀
🔹მენეჯმენტის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ კლუბის წევრს!💙✨

Address

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
Tbilisi

Opening Hours

Wednesday 15:10 - 17:00
Saturday 13:00 - 15:00

Telephone

+995558100921

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აია-GESS დებატთა კლუბი • Aia-GESS Debate Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to აია-GESS დებატთა კლუბი • Aia-GESS Debate Club:

Shortcuts

Share