კერძო სკოლა ,,ინტელექტი"

✨ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! 🎓🎉კიდევ ერთი სასწავლო წელი დაგვირგვინდა უდიდესი სიხარულითა და სიამაყით!...
26/08/2026

✨ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! 🎓🎉

კიდევ ერთი სასწავლო წელი დაგვირგვინდა უდიდესი სიხარულითა და სიამაყით! ჩვენი სკოლის გამორჩეულმა, შრომისმოყვარე და მიზანდასახულმა მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს მნიშვნელოვანი ეტაპი და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ!

სიამაყით გიზიარებთ მათ წარმატებებს:

მარიამ ჯანაშია — ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი

ილია გაგოშიძე — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საჯარო მმართველობა

ანასტასია კასიანი — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბიოლოგია-ქიმია

ალექსანდრე თურმანიძე — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სურსათის ტექნოლოგია

მონიკა შენგელია — ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (ქართულენოვანი პროგრამა)

დემეტრე დეკანოიძე — ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ლაზარე შურღაია — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ძვირფასო სტუდენტებო, სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე ფეხის დადგმას! გისურვებთ დაუღალავ შრომას, დიდ პროფესიულ წინსვლასა და ყველა დასახული მწვერვალის დაპყრობას!

ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების! 🌟💙

#ჩვენიკურსდამთავრებულები #სტუდენტები2026 #წარმატება #ამაყისკოლა

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, ნათია ლიპარტელიანის, მნიშვნელოვანი წარმატება — ნათია ჩაირიცხა ჩიკაგოსთან ახლოს...
25/08/2026

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, ნათია ლიპარტელიანის, მნიშვნელოვანი წარმატება — ნათია ჩაირიცხა ჩიკაგოსთან ახლოს მდებარე Lake Forest College-ში, Pre-Med (Biology) მიმართულებაზე და 2026–2030 წლებში სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. 🇺🇸✨

🎓 განსაკუთრებით საამაყოა ისიც, რომ ნათიამ სრული დაფინანსება მოიპოვა — წლიური ღირებულებით $58,395, ხოლო 4 წლის განმავლობაში დაფინანსების ჯამური ღირებულება $233,580 შეადგენს.

Lake Forest College აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიბერალური ხელოვნების კოლეჯია, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია Pre-Med მიმართულებით. კოლეჯს აქვს Rosalind Franklin University of Medicine and Science-თან 3+4 MD პროგრამა, რაც სტუდენტებს სამედიცინო განათლების გაგრძელების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს. კოლეჯი ასევე მაღალი პოზიციებით გამოირჩევა U.S. News-ის Best Value და Social Mobility კატეგორიებში.

🌟 ნათია, მთელი სკოლა „ინტელექტის“ სახელით გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებით გაიაროთ ახალი, საინტერესო გზა, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და კიდევ არაერთხელ გვასახელოთ თქვენი მიღწევებით!

ვამაყობთ შენით და გვჯერა შენი წარმატებული მომავლის! ❤️🎓🇺🇸

გვინდა, დიდი სიხარულით გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, თამარ ცირეკიძის, მნიშვნელოვანი წარმატება — თამარი ჩაირიცხა Not...
25/08/2026

გვინდა, დიდი სიხარულით გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, თამარ ცირეკიძის, მნიშვნელოვანი წარმატება — თამარი ჩაირიცხა Nottingham Trent University-ში და სექტემბრიდან სწავლას ინგლისში, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. 🇬🇧✨

Nottingham Trent University (NTU) დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი თანამედროვე და სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამებითა და დამსაქმებლებთან ძლიერი კავშირებით.

უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტურ გამოცდილებასა და კარიერულ განვითარებას და ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს. 🎓🌍

თამარ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ❤️
გვჯერა, რომ ეს მხოლოდ შენი დიდი გზის დასაწყისია. გისურვებთ წარმატებებს, საინტერესო სტუდენტურ წლებს და უამრავ ახალ შესაძლებლობას ინგლისში! 🇬🇧✨

გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის! 🎓🌍

კერძო სკოლა „ინტელექტი“ აგრძელებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის 🔔✨სკოლა „ინტელექტი“ გთავაზობთ მაღალი სტანდარტების ...
19/08/2026

კერძო სკოლა „ინტელექტი“ აგრძელებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის 🔔✨
სკოლა „ინტელექტი“ გთავაზობთ მაღალი სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოსა და მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას:
📐 მათემატიკის გაძლიერებული სწავლება
🧠 საათობრივ ბადეში ინტეგრირებული ლოგიკის გაკვეთილები;
📚 სწავლება დამატებითი სახელმძღვანელოებით;
🏆 მოსწავლეთა მომზადება და ჩართულობა სხვადასხვა მათემატიკურ ოლიმპიადაში;
🇬🇧 ინგლისური ენის კომპლექსური პროგრამა
📖 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სახელმძღვანელოები;
🎓 მიზნობრივი მომზადება TOEFL-ისა და Cambridge-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის;
🌟 სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა უფროსკლასელთათვის;
🗣️ ინგლისური ლიტერატურის კლუბი უცხოელი პედაგოგის ხელმძღვანელობით;
✈️ საზაფხულო სკოლები და საგანმანათლებლო ტურები დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.
🏫 სასკოლო ინფრასტრუქტურა და პირობები
👥 მცირერიცხოვანი კლასები: მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა კლასში — 18;
⏰ გახანგრძლივებული სწავლების სერვისი: ფუნქციონირებს 18:30 საათამდე;
🥗 უსაფრთხოება და ჯანსაღი კვება: დანერგილია HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტის კვების სისტემა;
💻 აკადემიური მონიტორინგი: მოსწავლეთა მოსწრების მართვის თანამედროვე ელექტრონული სისტემები.
🎨 კლასგარეშე აქტივობები და წრეები
🎭 დაწყებით საფეხურზე: ქორეოგრაფია, კარატე და სასცენო ხელოვნება;
💡 თემატური კლუბები: „რა? სად? როდის?“, ლიტერატურული, დებატების, ზღაპრისა და ფსიქოლოგის კლუბები.
⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის ან სკოლაში ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში 📩 ან დაგვიკავშირდეთ:
📞 ტელეფონი: 598 32 37 00 | 597 52 90 60
📍 მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. №69

სკოლა იზრუნებს სწავლების ყველა საფეხურზე, მოსწავლეს შეუქმნას უსაფრთხო გარემო და სწავლისათვის საჭირო ყველა თან....

დაუვიწყარი ორი კვირა ამერიკაში — ბოსტონის საზაფხულო სკოლა 🇺🇸✨📚წლევანდელი ზაფხული ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული გ...
18/08/2026

დაუვიწყარი ორი კვირა ამერიკაში — ბოსტონის საზაფხულო სკოლა 🇺🇸✨📚

წლევანდელი ზაფხული ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებით, ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა.

„ინტელექტის“ მოსწავლეებმა ორი კვირა გაატარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში — ისტორიულ და მრავალფეროვან ქალაქ ბოსტონში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო პროგრამაში, გაეღრმავებინათ ცოდნა, გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის პრაქტიკული უნარები და შეეძინათ ახალი გამოცდილება საერთაშორისო გარემოში.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საგანმანათლებლო და კულტურული ექსკურსიები ბოსტონისა და მისი შემოგარენის გამორჩეულ ადგილებში. მოსწავლეებმა მოინახულეს Harvard University და Massachusetts Institute of Technology (MIT), გაეცნენ პლიმუთის ისტორიულ მემკვიდრეობას და ეწვივნენ New England Aquarium-ს. მათ ასევე დაათვალიერეს ბოსტონის ცენტრი, იმოგზაურეს Boston Harbor Cruise-ით, გაატარეს საინტერესო დღე Canobie Lake Park-ში, ეწვივნენ Wrentham Premium Outlets-ს და მოინახულეს ცნობილი Newbury Street.

🇺🇸🗽 მოგზაურობის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ნაწილი ნიუ-იორკში გატარებული ერთი დღე იყო — ქალაქში, რომელიც თავისი მასშტაბით, დინამიკითა და მრავალფეროვნებით თითოეული მოგზაურისთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის.

ეს ორი კვირა ჩვენი მოსწავლეებისთვის მხოლოდ საზაფხულო სკოლა და მოგზაურობა არ ყოფილა. ეს იყო ახალი ცოდნის, კულტურული აღმოჩენების, მეგობრობის, დამოუკიდებლობისა და პიროვნული განვითარების უნიკალური გამოცდილება.

გვჯერა, რომ ბოსტონში გატარებული ეს დღეები თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და თბილ მოგონებად დარჩება. 🤍

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124843
12/06/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124843

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124841
10/06/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124841

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება“

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124844
10/06/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/124844

სკოლის დირექცია და პედაგოგები პატარებს ახალ სასწავლო წელს დიდი სიხარულით ელოდებიან

23/04/2026

🌍💚 დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში

დედამიწის დღის აღსანიშნავად ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტებში და შექმნეს შთამბეჭდავი ნამუშევრები. თითოეული პროექტი ასახავს მათ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, პასუხისმგებლობას და სურვილს, რომ ჩვენი პლანეტა იყოს სუფთა და დაცული.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება — გარემოზე ზრუნვით, ეკოლოგიური ცნობიერებით და აქტიური ჩართულობით. 🌱

13/11/2025

პირველ რიგში, აღვნიშნავთ რომ მოხდა შემაძრწუნებელი ფაქტი და თანავუგრძნობთ ოჯახს მომხდარის გამო. აბსოლუტურად შევდივართ დედის და ოჯახის მდგომარეობაში, სწორედ ამით აიხსნება ჩვენი დუმილი ამ დრომდე, მაგრამ დღემდე არ ცხრება სკოლის მიმართ მუქარა და რეპუტაციის შელახვა.

სკოლა არ გაურბის პასუხისმგებლობას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის უპასუხოს დაინტერესებული მხარის ნებისმიერ კითხვას კანონის ფარგლებში.

გვსურს განვმარტოთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ა.გ. საერთოდ არ გამოცხადებულა სკოლაში, ვინაიდან მიმდინარეობდა მისი სხვა სკოლაში მობილობის პროცესი. სკოლა მომხდარის შესახებ 24 ოქტომბრამდე ინფორმირებული არ იყო.

Address

მირიან მეფის 69
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995597529060

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კერძო სკოლა ,,ინტელექტი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კერძო სკოლა ,,ინტელექტი":

Shortcuts

Share

Category