Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი

Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი

Share

Hand Shadow theatre Budrugana was established in Tbilisi in 1982.The idea belongs to Gela Kandelaki, Georgian film director.

The first premiere of the Budrugana’s performance took place in 1991, during the international festival Les Semaines De La Marionette a Paris in France. In 1993 theatre was invited to USA in order to take part in the international festival Puppetry`93. In 1995 theatre went on tour to Germany and played at 3rd International Shadow Theatre Festival in Schwabisch Gmund. In 1998 the theatre went to

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 02/06/2026

🙌 უფლისციხეში სულ სხვაგვარად სუნთქავენ ჩრდილები.
უღრმესი მადლობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციას, პირადად ბადრი გასპაროვს!
პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურის სამინისტრო
პროექტის პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერია

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 29/05/2026

„მწვანე სკოლელთა“ მორიგი სტუმრობა Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი -ში,
ჩრდილების მასტერკლასზე

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე

#ბუდრუგანაგაგრა

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 29/05/2026

BBudrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრიში,
ჩრდილების მასტერკლასზე,
„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები შემოგვესტუმრნენ...
მასწავლებელი - ანა უფლისაშვილი

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

#ბუდრუგანაგაგრა

29/05/2026

ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ - გორის მუნიციპალიტეტში გასტროლებს აგრძელებს. უფლისციხისა და არბოს შემდეგ, 9 ივნისს ნიქოზს ეწვევა და საეპისკოპოსო სასახლეში ჩაატარებს სპექტაკლსა და მასტერკლასს ადგილობრივი ბავშვებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერია.

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 27/05/2026

გელა კანდელაკი 86 წლის გახდა
დღეს მასთან ერთად, მისივე შექმნილი ხელის ჩრდილების თეატრისა და პირველი სპექტაკლის, „წელიწადის ოთხი დრო,“ დაბადების დღეცაა.
რა თქმა უნდა, დღევანდელ საიუბილეო სპექტაკლს ამჯერად ქართლის ულამაზეს სოფელ არბოში ბატონ გელას მივუძღვნით.
გელა კანდელაკი - კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი, ხელის ჩრდილების თეატრის ბუდრუგანას დამფუძნებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1940 წლის 27 მაისს თბილისში დაიბადა.
გელა კანდელაკი არაერთი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია
მან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უბედურება“ დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით 1979 წელს გადაიღო.
მისი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოფელი“ კი 2007 წელს, სორეზის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის (საფრანგეთი)
გრანპრის მფლობელი გახდა...
2006 წლიდან თანამშრომლობს ფესტივალთან „თბილისი — თანამედროვე მუსიკის საღამოები“, რომლის ფარგლებში არაერთი მულტიმედიური წარმოდგენის თანაავტორია.
2009 წლიდან თანამშრომლობს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, რომელთან ერთადაც, რამდენიმე თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენის რეჟისორია.
2011 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად, „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის - ნიქოზი”-ს დამფუძნებელია.
წლების განმავლობაში ეწეოდა და აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოსა და უცხოეთში.
არის რამდენიმე ფესტივალის ჟიურის წევრი.
27 მაისი ჩვენი თეატრისთვისაც დაბადების დღედ იქცა.
1991 წლის 27 მაისს ჩვენი პირველი სპექტაკლის „წელიწადის ოთხი დრო” პრემიერა შედგა პარიზში.
ყველაფერი 1982 წელს თბილისში დაიწყო, როცა გელა კანდელაკმა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები შეკრიბა. თოჯინების არქონის და უსახსრობის გამო, ჩრდილები გაახსენდათ და ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა“ შექმნეს, რომელიც უნიკალური აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში.
დღეს ბუდრუგანას საქმეს ბუდრუგანა-გაგრა აგრძელებს, რომლის ბირთვიც გელა კანდელაკმა შეკრიბა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებისგან. თეატრმა დღემდე 40-მდე ქვეყანა და საქართველოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი მოიარა.
27 მაისი კიდევ ერთ აღსანიშნავ მოვლენასთანაა კავშირში: 2016 წლის 27 მაისს „დაიბადა” „ბუდრუგანა-ლიეტუვა“ - „ბუდრუგანა-გაგრას“ შვილობილი ხელის ჩრდილების თეატრი. ლიტველ მსახიობთა დასი 2 წლის განმავლობაში თბილისში ეუფლებოდა ჩრდილების ხელოვნებას ბატონი გელას ხელმძღვანელობით.
პრეზიდენტმა დალია გრუბაუსკაიტემ გელა კანდელაკს 2018 წელს საპატიო ორდენი გადასცა ლიეტუვური კულტურის წინაშე დამსახურების გამო.
ახლაც მუშაობს, ჩვენი, ხელის ჩრდილების თეატრის „ბუდრუგანა-გაგრას დასთან“ და სტუდენტებთან, შეგირდებთან ერთად.
ვულოცავთ ბატონ გელას დაბადების დღეს და ჯადოსნური ხელოვნების შექმნისთვის
დიიიდ მადლობას ვუხდით
სიყვარულით,
ბუდრუგანა-გაგრა

26/05/2026

🚐 ჩრდილების თეატრი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელს - არბოს ესტუმრება.

🥳განსაკუთრებულად გვიხარია ხვალინდელი სპექტაკლი - ჩრდილების დაბადების დღეს ჩვენი თეატრის მთავარი მისიის შესრულებით - რეგიონში მცხოვრები ბავშვების გახარებით აღვნიშნავთ

🙌 პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო მისი პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

22/05/2026

🚐ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ რეგიონებში გასტროლებს 23 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტით დაიწყებს.

🙌სპექტაკლები დაგეგმილია უფლისციხეში, არბოსა და ნიქოზში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო მისი პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 19/05/2026

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე,
Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი-ში,
ჩრდილების მასტერკლასზე,
კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეები შემოგვესტუმრნენ...

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

20 მაისს კი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს „წელიწადის ოთხი დრო“ -
https://shorturl.at/LB2sH ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება

#ბუდრუგანაგაგრა

Photos from Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი's post 19/05/2026

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე,
რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის - „ანი-Zet-ის“
მოსწავლეები, Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი-ში,
ჩრდილების მასტერკლასზე გვესტუმრნენ...

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

20 მაისს კი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს „წელიწადის ოთხი დრო“ -
https://shorturl.at/LB2sH ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება

#ბუდრუგანაგაგრა

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


რუსთაველის გამზირი 17
Tbilisi
0108