სსიპ თბილისის N144 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ თბილისის N144 საჯარო სკოლა

სსიპ თბილისის N144 საჯარო სკოლა სსიპ თბილისის N144 საჯარო სკოლა

22/09/2026

🎓📃 კრწანისის რაიონში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

კრწანისის რაიონში, 127-ე საჯარო სკოლაში, რაიონში მოღვაწე ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

🔻ღონისძიების ფარგლებში, ხუთ რჩეულ პედაგოგს განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის სიგელები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

🔻ღვაწლმოსილი პედაგოგები კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილემ შოთა ბერიძემ, თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ და საქართველოს პარლამენტის დელეგატმა დავით კაჭარავამ დააჯილდოვეს.

ვულოცავთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს მარი გამცემლიძეს დამსახურებულ დაფასებას!❤️❤️❤️
22/09/2026

ვულოცავთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს მარი გამცემლიძეს დამსახურებულ დაფასებას!❤️❤️❤️

გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
14/09/2026

გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!

ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ფორმები მოირგეს . ✅გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და საინტერესო სასწავლო წელს❤️
06/09/2026

ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ფორმები მოირგეს .

✅გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და საინტერესო სასწავლო წელს❤️

05/09/2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით 2026 წლის 7 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე - „პირველკლასელთა ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“

💬 საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სკოლაში პირველკლასელთა ეფექტიანი ტრანზიციის მნიშვნელობა და პრაქტიკული ასპექტები. კერძოდ:

📍ტრანზიციის მნიშვნელობა და მიზნები
📍 მშობლის როლი ბავშვის სკოლაში ტრანზიციის პროცესში
📍 სკოლის როლი ეფექტიანი ტრანზიციის უზრუნველყოფაში
📍 მულტიდისციპლინური გუნდისა და სპეციალისტების როლი ტრანზიციის პროცესში
📍 ტრანზიციის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული ასპექტები
📍 წარმატებული ტრანზიციის პრაქტიკა

საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

⛓️‍💥შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული - https://teams.microsoft.com/meet/453348832725150?p=LndUXjnIhmQJ0fn63B

30/08/2026
26/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

12/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

Address

ორთაჭალის I ჩიხი N5
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ თბილისის N144 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category