საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი/Official page of Georgian Aviation University

✈️✈️✈️ (For English Scroll Down) ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი იმისა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანაში,1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ხოლო 2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნებს.✈️✈️✈️

Georgia has an immense tradition when it comes to Aviation Industry. We have always been aware that the strong aviation plays a big part in country’s strength and development. For this and many other reasons, on country’s road to democracy in 1992, Aviation educational-scientific institute was founded in Georgian Technical University upon request of the Georgian Civil Aviation Authority. For more information, please, visit our website: https://ssu.edu.ge/

🇬🇪 🇫🇷 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები - ანა გელენიძე და ლუკა ტალახაძე - გაცვლითი პრო...
26/09/2026

🇬🇪 🇫🇷 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები - ანა გელენიძე და ლუკა ტალახაძე - გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას საფრანგეთში, პარიზში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში - საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის უმაღლეს სკოლაში (IPSA) აგრძელებენ.

📚 🌍 სასწავლო მობილობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და სწავლების მეთოდებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლონ საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში.

🌐 ✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორობებისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ განათლება და გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განივითარონ როგორც პროფესიული, ისე პიროვნული უნარები.

🩵✈️ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით და ვუსურვებთ ანას და ლუკას წარმატებებს, საინტერესო გამოცდილებასა და ბევრ ახალ შესაძლებლობას საფრანგეთში სწავლის პერიოდში!

🇬🇪 🇫🇷 Students of the Georgian Aviation University’s Faculty of Engineering - Ana Gelenidze and Luka Talakhadze - are continuing their studies in France, Paris, for one semester as part of an exchange program at our partner university, the Institute Polytechnic of Advanced Sciences (IPSA), a leading school specializing in the aviation and aerospace industry.

📚 🌍 As part of their academic mobility, the students have the opportunity to gain international academic experience, explore modern educational approaches and teaching methods, deepen their professional knowledge and practical experience, and study in an international and multicultural environment.

🌐 ✈️ Promoting international partnerships and student mobility is one of the important priorities of the Georgian Aviation University. International cooperation provides our students with opportunities to gain education and experience at leading educational institutions around the world while developing both their professional and personal skills.

🩵✈️ We are proud of our students and wish Ana and Luka every success, an enriching experience, and many new opportunities during their studies in France!

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ პარტნიორი უნივერსიტეტის, კარუნიას ტექნოლოგიებისა და მეც...
22/09/2026

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ პარტნიორი უნივერსიტეტის, კარუნიას ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

🔹ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი საქმიანობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

🔹ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო და პრაქტიკული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

✈️Representatives of our partner university, Karunya Institute of Technology and Sciences, made an official visit to Georgian Aviation University.

🔹As part of the visit, meetings were held with representatives of Georgian Aviation University, during which the parties discussed opportunities to further strengthen academic cooperation and develop future joint activities. Particular attention was paid to the implementation of joint educational and scientific projects, as well as opportunities for cooperation in other areas.

🔹During the visit, the guests toured the educational and practical facilities of Georgian Aviation University and familiarized themselves with the university’s educational programs and main areas of activity.

🇬🇪 🇨🇳 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და უპილოტო საფრენი აპარატების (UAV/drones) ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ჩინურ ...
21/09/2026

🇬🇪 🇨🇳 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და უპილოტო საფრენი აპარატების (UAV/drones) ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ჩინურ კომპანია Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობა იწყება.

✈️ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ჩინური კომპანია Beijing TT Aviation Technology-ის (TTA) წარმომადგენელი, Yang Zhou, ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და Beijing TT Aviation Technology-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტში დრონების მიმართულებით ახალი სასწავლო პროგრამა დაინერგება.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან დრონების დაპროექტებასა და ტექნოლოგიებს, პროგრამირებასა და მართვის სისტემებს, ფრენას და დრონების ოპერირებას, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

🌏 თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული გადამზადება - პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ტრენინგები ჩინეთში, Beijing TT Aviation Technology-ის სასწავლო და ტექნოლოგიურ გარემოში.

📣განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ხორციელდება.

🌐 ამასთან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი პირველი უცხოური საგანმანათლებლო პარტნიორია, რომელთანაც Beijing TT Aviation Technology თანამშრომლობას ჩინეთის ფარგლებს გარეთ იწყებს.

🔹 Beijing TT Aviation Technology (TTA) UAV ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზებული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს დრონების კვლევასა და განვითარებას, წარმოებას, ტესტირებასა და სასწავლო მიმართულებებს.

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამედროვე საავიაციო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობების შექმნას.

🇬🇪 🇨🇳 Cooperation is set to begin between Georgian Aviation University and Beijing TT Aviation Technology, a Chinese company operating in the field of Unmanned Aerial Vehicle (UAV/drone) technologies.

✈️ Georgian Aviation University hosted Yang Zhou, a representative of Beijing TT Aviation Technology (TTA), on a business visit.

As part of the visit, Georgian Aviation University and Beijing TT Aviation Technology signed a cooperation agreement, under which a new educational program in the field of drones will be introduced at the University.

Within the program, students will study drone design and technologies, programming and control systems, flight and drone operations, as well as the use of modern unmanned aerial vehicles.

🌏 An important part of the cooperation will be the exchange of international expertise and professional training. As part of the partnership, training opportunities are planned for Georgian Aviation University’s academic staff and students in China, within Beijing TT Aviation Technology’s educational and technological environment.

📣 It is particularly important that the development of this educational field is being implemented for the first time in the South Caucasus region.

🌐 Furthermore, Georgian Aviation University is the first foreign educational partner with which Beijing TT Aviation Technology is establishing cooperation outside China.

🔹 Beijing TT Aviation Technology (TTA) is a company specializing in UAV technologies, combining drone research and development, manufacturing, testing, and training.

✈️ Georgian Aviation University continues to develop modern aviation and technology-oriented fields, creating new opportunities for students based on international expertise and practical experience.

21/09/2026

📢 ქუთაისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას, დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში დაეუფლოთ თანამედროვე, პრაქტიკულ და საავიაციო ინდუსტრიაში მოთხოვნად პროფესიებს:

🔵 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები - ქართულენოვანი - ფინანსდება სრულად;
🔵 აეროდრომების ექსპლუატაცია და მშენებლობა - ქართულენოვანი - ფინანსდება სრულად.

🎓 მიიღე პროფესიული საავიაციო განათლება ქუთაისში და შექმენი კარიერული შესაძლებლობები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და დინამიკურ სფეროში!

📝 რეგისტრაცია შესაძლებელია: vet.ge-ზე

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📞 (032) 277 65 71; (032) 274 61 5
📩 [email protected]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი/Official page of Georgian Aviation University

21/09/2026

✈️ისწავლე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!

📣 რეგისტრაცია დაიწყო!

📅 რეგისტრაცია შესაძლებელია 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ვებ-გვერდზე vet.ge

✅ სწავლებაზე მიიღებიან საშუალო სკოლის IX-X კლასდამთავრებული მოსწავლეები;

📍 სწავლება განხორციელდება ქ. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირი N16-ში.

👉 პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიული განათლების დიპლომსა და სრული ზოგადი განათლების ატესტატს; ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიღებული პროფესიით ან/და გააგრძელოს სწავლა სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე.

👇 სწავლა შესაძლებელია შემდეგ ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

🔹 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები - 2 წელი

🔹 საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A) - 2 წელი

✈️👨‍✈️ დაეუფლე განსხვავებულ, პერსპექტიულ და პრესტიჟულ პროფესიებს!

📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
(032) 277 65 71; (032) 274 61 55

📥 [email protected]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი/Official page of Georgian Aviation University

21/09/2026

✈️ ისწავლე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში!

📈🛠️ დაეუფლე თანამედროვე, მოთხოვნად და პრაქტიკულ პროფესიებს საავიაციო სფეროში:

✈️ ერთძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაცია
(CPL-SEP) - ინგლისურენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება ნაწილობრივ;

🔧 საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1) - ინგლისურენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება ნაწილობრივ;

🔧 საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2) -ინგლისურენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება ნაწილობრივ;

🔧 საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3) - ინგლისურენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება ნაწილობრივ;

🛩️ მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება (B3) - ინგლისურენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება სრულად;

🔧 რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიულ ტექნიკური მომსახურება (A1) - ინგლისურენოვანი - 1 წლიანი - ფინანსდება სრულად;

🏗️ აეროდრომების მშენებლობა და ექსპლუატაცია - ქართულენოვანი - 2 წლიანი - ფინანსდება სრულად;

🔧 საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A) - ქართულენოვანი - 1 წლიანი - ფინანსდება სრულად;

📦 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები – ქართულენოვანი - 1 წლიანი - ფინანსდება სრულად.

📌 პროფესიული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია:
https://ssu.edu.ge/vocational-programs/

📝 პროგრამების ასარჩევად დარეგისტრირდით:
🌐 Vet.ge

📞 (032) 277 65 71
📞 (032) 274 61 55

📧 [email protected]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი/Official page of Georgian Aviation University

📣3 ოქტომბრიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევს დრონების მართვის კურსზე! 📍 მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედო...
18/09/2026

📣3 ოქტომბრიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევს დრონების მართვის კურსზე!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის N16
👤 ასაკი: 13 წლიდან

რას ისწავლი?

✅ ფრენის უსაფრთხოებასა და ეთიკას;
✅ დრონების კლასიფიკაციას და საჭირო კომპონენტების შერჩევას;
✅ დრონების პროექტირებას და აეროდინამიკული სქემების შერჩევას;
✅ დრონების პილოტირებას;
✅ ავტომატური ფრენის რეჟიმებისა და მარშრუტების პროგრამირებას;
✅ ხელოვნური ინტელექტის როლსა და გავლენას თანამედროვე დრონებში.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

✔️ შეისწავლი დრონების ტექნიკურ მახასიათებლებს და შეძლებ მათ პრაქტიკულ მართვას;
✔️ შეძლებ საკუთარი დრონის აწყობას და შესაბამისი კომპონენტების შერჩევას;
✔️ გაიცნობ თანამოაზრეებს და იმუშავებ საინტერესო ტექნოლოგიურ პროექტებზე;
✔️ გახდები თანამედროვე საავიაციო ტექნოლოგიების ნაწილი;
✔️ მიიღებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალურ სერტიფიკატს და მოემზადები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალური გამოცდისთვის.

📚 36 გაკვეთილი მხოლოდ შაბათ-კვირას
⏱️ ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1+ საათი
💰 კურსის საფასური: 4 თვეში სწავლის დასრულების შემთხვევაში(შაბათი-კვირა) - 240 ლარი თვე;
8 თვეში სწავლის დასრულების შემთხვევაში(შაბათი ან კვირა) - 120 ლარი თვე.

🎓 კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სერტიფიკატს!

👉🏻 შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpGEQeE_jdbozrFg7oyaFKaUuPrv7N2wogts9fZbQ5_WR8Bw/viewform?usp=publish-editor

⬇️ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

📞 (032) 274 61 55 / 598 700 418
📩 [email protected]

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო EAIE-ის 36-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში...
17/09/2026

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო EAIE-ის 36-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში, რომელიც 8–11 სექტემბერს გლაზგოში გაიმართა.

🌍 ღონისძიებას 7,300-ზე მეტი საერთაშორისო განათლების სფეროს წარმომადგენელი 107 ქვეყნიდან ესწრებოდა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რექტორის პირველმა მოადგილემ - დავით ტეფნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერმა - ცოტნე იაშვილმა 30-ზე მეტ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გამართეს შეხვედრები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

🤝 მთავარი მიმართულებები იყო:
• სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა;
• ერთობლივი კვლევები და აკადემიური თანამშრომლობა;
• ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამები;
• Erasmus+ KA171 და KA2 პროექტები.

გლაზგოში დაწყებულ მოლაპარაკებებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აქტიურად გააგრძელებს, რათა ახალი საერთაშორისო პარტნიორობები და ერთობლივი პროექტები კონკრეტულ ინიციატივებად იქცეს.

✈️ The Georgian Aviation University participated in the 36th Annual EAIE Conference and Exhibition, held in Glasgow on September 8-11.

🌍 The event brought together more than 7,300 international higher education professionals from 107 countries.

As part of the conference, GAU representatives - First Deputy Rector Davit Tefnadze and International Relations Manager Tsotne Iashvili held meetings with representatives of more than 30 universities and educational institutions to discuss opportunities for future cooperation.

🤝 Key areas of discussion included:
• Student and academic staff mobility;
• Joint research and academic cooperation;
• Joint and double-degree programmes;
• Erasmus+ KA171 and KA2 projects.

The Georgian Aviation University will actively continue the discussions initiated in Glasgow, with the aim of turning new international partnerships and joint projects into concrete initiatives.

14/09/2026

📢 ✈️ თუ ჯერ კიდევ ვერ ჩააბარეთ თქვენთვის სასურველ საბაკალავრო ან პროფესიულ პროგრამაზე, გეძლევათ უნიკალური შანსი, გახდეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამონაკლისის სახით გამოცხადდა მეორადი ჩარიცხვები.

⏰ რეგისტრაციის ვადები:
• 2026 წლის 14 სექტემბერი, 11:00 საათიდან
• 2026 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათამდე

👥ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის უფლება გაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

📍 როგორ უნდა დარეგისტრირდეთ?
1. ვაკანტური ადგილების მქონე პროგრამების ელექტრონული ბუკლეტი იხილეთ NAEC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
2. 14 სექტემბრიდან შედით სარეგისტრაციო სისტემაში და აირჩიეთ სასურველი უნივერსიტეტის სასურველი პროგრამა.

🎓გამოიყენეთ ეს შანსი და დაიწყეთ სტუდენტური ცხოვრება ჩვენთან ერთად!

✈️ გახდი ავიატორი! აირჩიე განსხვავებული, პერსპექტიული და პრესტიჟული პროფესია!

🔔 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით ან დაგვიკავშირდით:
[email protected]
032 277 65 71; 032 274 61 55

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი/Official page of Georgian Aviation University

Address

16, Ketevan Dedofali Avenue
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322776571

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University:

Shortcuts

Share