"ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”
ოთარ ჭილაძე
Genia.Ge
Genia.Ge / გენია.ჯი
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს -
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მარი აბრამიშვილი - "აი სად შემხვდი"
რა ქნას ბეღურამ
ადგეს-გაფრინდეს?
იქნებ ეგრეც ჯობდეს
ეგრეც უჯობდეს
სათავისოდ
ამ სიცივეში
ყოფნას და შიმშილს...
მაგრამ ვის დაუტოვოს
გაყინული, ფოთლებდაცვენილი
ქალაქი
თოლიებს?
ვარხვებს?
"რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი"
პავლე მოციქული - (გალატელთა მიმართ 2:16)
თუ სუფრაზე ვარგა ღვინო,
და სუფრასთან - კაცად კაცი,
თუ ბუხარიც გუზგუზებს და
ცეცხლს გაუდის ტკაცატკუცი,
თუ კეცებზე კეცები დევს
და ხურდება კეცით კეცი,
მაშინ არის ბედნიერი
გულით - გული,
კაცით - კაცი!
თუ სუფრასთან ვარგა ქალი
და სუფრაზე მისი მხალი,
ვარგა მაზლი, ვარგა ქვისლი,
ვარგა სიძე, ვარგა რძალი,
თუ კისკისებთ, ბუხრიდან რომ
გავარდება ნაპერწკალი,
მაშინ არის ბედნიერი
ქალით - კაცი,
კაცით - ქალი!
ხაპი იხარშება ქვაბში,
წითლად იღველფება კუნძი.
ისმის ფიქრის, ისმის წიფლის,
ისმის იფნის ტკაცატკუცი!
"არ მივდივარ! - სამუდამოდ
უნდა დავრჩე ამ სადგურში!" -
და იზრდება ბავშვობისთვის
დარდი ერთიასად გულში...
***
ტარიელ ჭანტურია
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
ტარიელ ჭანტურია - "უხერხულია შენ გერქვას ცოლი"
გულგატეხილი ყოველი
მოღალატეა თავისა!
აკაკი წერეთელი - "თორნიკე ერისთავი"
თორემ, ხომ იცით, ქვეყანა
უბრალოდ დამძრახველია:
განაგონებით გადასწყვეტს,
რისიცა არმნახველია!…
აკაკი წერეთელი - "თორნიკე ერისთავი"
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
აკაკი წერეთელი - "თორნიკე ერისთავი"
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.
ლადო ასათიანი
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში…
თეთნულდზე - თოვლი მარადი,
ვენახზე - მზე და ბადახში…
სხვა საქართველო ვინ ნახა?
“სხვა საქართველო სად არი?”
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს…
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
“სხვა საქართველო სად არი?”
სამყაროში გაცილებით მეტი კერპია, ვიდრე რეალობა.
ფრიდრიხ ნიცშე
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Website
Address
Tbilisi