კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია” "Studium Pretium Libertatis"
(490)

🔹კავკასიის უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა მობილობის ...
25/09/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა მობილობის მხარდაჭერას, როგორც გრძელვადიანი (Erasmus +, Bilateral Exchange) ისე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებით. 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა

მობილობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული გამოცდილება, ესწავლათ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში, გაეფართოვებინათ პროფესიული და აკადემიური ცოდნა და განემტკიცებინათ ინტერკულტურული უნარები

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ეწვივნენ ევროპის, ამერიკისა და აზიის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტს, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც სასწავლო პროცესში, ისე სტუდენტურ და საერთაშორისო აქტივობებში

ამ ალბომში სწორედ მათი გამოცდილების ამსახველ ფოტოებს გიზიარებთ - წარმოდგენილია იმ სტუდენტების ფოტოები, რომლებმაც საკუთარი შთაბეჭდილებები და მოგონებები გაგვიზიარეს

🔹Within the framework of its internationalization policy, Caucasus University attaches special importance to supporting student mobility by offering both long-term (Erasmus+, Bilateral Exchange) and short-term exchange programs. In the 2026 Spring Semester, up to 90 students of Caucasus University participated in international exchange programs

Through these mobility opportunities, students had the opportunity to gain diverse academic and cultural experiences, study in an international educational environment, expand their professional and academic knowledge, and strengthen their intercultural skills. Students participating in the program visited various partner universities in Europe, America, and Asia, where they were actively involved in both the educational process and student and international activities

In this album, we are sharing photos that reflect their experiences - featuring students who shared their impressions and memories with us

ირინა ყიფიანიკავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (Sciences Po),  საერთაშორი...
25/09/2026

ირინა ყიფიანი

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (Sciences Po), საერთაშორისო მართვისა და დიპლომატიის მაგისტრანტი

UNESCO-ს სათაო ოფისი, განათლების სექტორი

“ჩემი აკადემიური და პროფესიული განვითარების საფუძველი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG) ჩამოყალიბდა, სადაც 2020 წელს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავირიცხე. TOP 501-ს შორის მოხვედრამ შესაძლებლობა მომცა, საბაკალავრო საფეხურზე სრული დაფინანსებით მესწავლა. გარდა ამისა, პირველივე კურსიდან მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო სამეცნიერო კონფერენციებში, რამაც კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კი 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი გავატარე საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში. სწორედ ამ გამოცდილებამ გააძლიერა ჩემი სურვილი, სამაგისტრო განათლება საფრანგეთში გამეგრძელებინა.

უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა მომზადებამ პროფესიული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაც მომცა, როგორიცაა სწავლის პარალელურად სტაჟირება საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განყოფილებაში და მუშაობა სტრატეგიისა და განვითარების ცენტრში (CSD).

CSG-ში მიღებულმა აკადემიურმა და პროფესიულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა Sciences Po-ს მაღალ კონკურენტულ და პრესტიჟულ საერთაშორისო მართვისა და დიპლომატიის (MIGD) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის. სწავლის პარალელურად, ვმონაწილეობ მაღალი დონის პროფესიულ ღონისძიებებში (პარიზის მშვიდობის ფორუმი, NATO-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის ღონისძიება) და პარალელურად გავდივარ სასწავლო პრაქტიკას UNESCO-ს სათაო ოფისში.

კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, პროფესიული კავშირები და საერთაშორისო შესაძლებლობები, რომლებზეც ჩემი შემდგომი აკადემიური და კარიერული განვითარება ავაგე. მოქმედ და მომავალ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებას და მჯერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა მათთვისაც გახდება წინაპირობა, საკუთარი ინტერესები პროფესიულ გზად აქციონ, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და წარმატების საკუთარი ისტორია შექმნან.“

Irina Kipiani

Caucasus School of Governance (CSG)

Master’s Student in International Governance and Diplomacy at Sciences Po, Paris
UNESCO Headquarters, Education Sector

“My academic and professional journey began at Caucasus School of Governance (CSG), where I enrolled in the Bachelor’s Program in International Relations and Diplomacy in 2020. Ranking among the TOP 501 applicants gave me the opportunity to pursue my undergraduate studies with full funding.

From my very first year, I had the opportunity to participate in academic conferences, which helped me strengthen my research and analytical skills and gain valuable experience beyond the classroom.

Through the University’s exchange program, I spent the Spring 2022 semester at Lille Catholic University in France. This international experience played an important role in shaping my academic ambitions and inspired me to continue my graduate studies in France.

The knowledge, skills, and practical preparation I gained at Caucasus University also opened the door to valuable professional opportunities alongside my studies. These included an internship with the Political and Economic Section of the U.S. Embassy in Georgia and professional experience at the Center for Strategy and Development (CSD).

The academic and professional foundation I built at CSG contributed significantly to my admission to the highly competitive and prestigious Master’s Program in International Governance and Diplomacy (MIGD) at Sciences Po. Alongside my studies, I participate in high-level international and professional events, including the Paris Peace Forum and an event organized by NATO’s Allied Command Transformation. I am also completing an internship at UNESCO Headquarters.

Caucasus University provided me with the knowledge, professional network, and international opportunities that have shaped my continued academic and career development.

I wish current and future students every success and truly believe that Caucasus School of Governance can serve as a strong foundation for their own professional journeys - helping them transform their interests into meaningful careers, discover new opportunities, and build their own success stories.”

🔹რუმინეთში, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ...
24/09/2026

🔹რუმინეთში, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონული კონფერენცია გაიმართა

კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, ესწრებოდა

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები AUF-ის 2026-2029 წლების სტრატეგიის, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ალიანსების, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ხელშეწყობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის შესახებ

ირენა მელუა მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა პანელში „რეგიონული დიალოგი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისთვის“, სადაც მან წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის გამოცდილება და უნივერსიტეტში განხორციელებული ინიციატივები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერის მიმართულებით

ვრცლად: https://cu.edu.ge/news-page/auf-regional-conference

🔹The Regional Conference of Rectors of the Central and Eastern European Member Institutions of the Agence Universitaire de la Francophonie (AUF) was held at the National University of Science and Technology (POLITEHNICA in Bucharest) Romania

Caucasus University was represented at the conference by Irena Melua, Vice President for Internationalization

The conference featured panel discussions focusing on the AUF Strategy 2026–2029, university internationalization, international university alliances, sustainable development, and the role of higher education institutions in promoting peace

Irena Melua participated as a speaker in the panel “Regional Dialogue for Sustainable Development and Peace,” where she presented Caucasus University’s experience and initiatives aimed at advancing the United Nations Sustainable Development Goals (SDGs)

See more: https://cu.edu.ge/en/news-page/auf-regional-conference

📢Forbes Georgia -ის პროექტის UNDER 30 2026-ის გამარჯვებულებს შორის არიან:🔹ნინა ქარჩხაძე - ფორბსის რჩეული კატეგორია - კავ...
24/09/2026

📢Forbes Georgia -ის პროექტის UNDER 30 2026-ის გამარჯვებულებს შორის არიან:

🔹ნინა ქარჩხაძე - ფორბსის რჩეული კატეგორია - კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

🔹ნინო გადელია - ფორბსის რჩეული კატეგორია - კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი

🔹ელენე ბიბილეიშვილი - ანტერპრენიორობისა და მეწარმეობის კატეგორია - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული ლექტორი

🔹ნინო თიგიშვილი - სოციალური გავლენის კატეგორია - კავკასიის ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი

Forbes Georgia-ს პროექტი UNDER 30 ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს

ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას 💙

📢Among the winners of the Forbes Georgia UNDER 30 2026 project are:

🔹Nina Karchkhadze - Forbes’ Choice Category - Student of the Joint Master’s Degree Program of the Caucasus School of Business and GEM

🔹Nino Gadelia - Forbes’ Choice Category - Student of the Caucasus School of Law

🔹 Elene Bibileishvili - Entrepreneurship Category - Guest Lecturer at Caucasus School of Technology

🔹Nino Tigishvili - Social Impact Category - Assistant Professor at the Caucasus Tourism School

Forbes Georgia Project 30 UNDER 30 annually rewards young leaders who succeed with their courage, effort and enthusiasm and shape the future of our country

Congratulations to them on this important achievement 💙

🔹კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსი...
24/09/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE - საინფორმაციო შეხვედრა

შეხვედრაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა, მარიამ ვარდიძემ, Uni4verse პროექტის კოორდინატორმა, ავთო თავდიშვილმა, Amadeo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ კოშაძემ და ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, თამთა შვანგირაძემ, დაინტერესებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს კონკურსის მიზნებზე, მონაწილეობის პირობებზე, ასევე ფინანსური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე

UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესისა და ჩართულობის გაზრდას. 2026 წლის კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 32 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას

ვრცლად: https://tinyurl.com/4v332m3j

🔹An information session for the university competition UNI4VERSE, organized by the Georgian Innovation and Technology Agency (GITA), was held at Caucasus University

During the session, GITA Project Manager Mariam Vardidze, Uni4verse Project Coordinator Avto Tavdishvili, Amadeo Executive Director Mariam Koshadze, and a representative of the National Bank, Tamta Shvangiradze, provided interested students with detailed information about the university competition. They discussed the competition’s objectives, participation requirements, as well as existing challenges and issues in the field of financial education

UNI4VERSE is one of the large-scale projects organized by the Georgian Innovation and Technology Agency, aiming to increase interest and engagement in innovation and technology among universities and students. In 2026, 32 universities from across Georgia are participating in the competition

See more: https://tinyurl.com/y6dx74ts

🚀 იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე იმერეთში💡 გაქვს სტარ...
24/09/2026

🚀 იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე იმერეთში

💡 გაქვს სტარტაპ იდეა, მაგრამ არ იცი როგორ გადააქციო რეალურ პროდუქტად?

🎯 გინდა ისწავლო როგორ შექმნა MVP, მოახდინო იდეის ვალიდაცია და მოემზადო GITA-ს საგრანტო პროგრამებისთვის?

📚 პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან პრაქტიკულ კურსს, რომლის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ:

🔹 იდეის ვალიდაციასა და განვითარებაზე
🔹 Lean Canvas-ის შექმნაზე
🔹 Customer Discovery პროცესზე
🔹 MVP-ისა და პროტოტიპის შექმნაზე
🔹 AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენებაზე
🔹 Pitch Deck-ის მომზადებასა და იდეის ეფექტურად წარდგენაზე

🤝 პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის

👥 პროგრამა განკუთვნილია იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისა და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის

🏛️ GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი

✨ თუ გაქვს იდეა, რომლის განვითარებაც გინდა - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🆓 მონაწილეობის მიღება უფასოა

🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e

🔹კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორ...
24/09/2026

🔹კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორალური საფუძველი“. ლექცია ჩაატარა დოქტორმა იარონ ბრუკმა - ავტორმა, ეკონომისტმა, მეწარმემ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა სპიკერმა

ღონისძიებას მასპინძლობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა და ბიზნესის სკოლის აფილირებული პროფესორი აზერ დილანჩიევი

ლექციის ფარგლებში, დოქტორმა ბრუკმა მიმოიხილა კაპიტალიზმის ეკონომიკური და მორალური საფუძვლები და ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, კერძო საკუთრება, მეწარმეობა და თავისუფალი ბაზრები. საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული პრინციპების კავშირს ინოვაციასთან, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ადამიანურ პროგრესთან

🔹Caucasus University hosted a public lecture titled “Capitalism Without Guilt: The Moral Case for Free Markets,” delivered by Dr. Yaron Brook - author, economist, entrepreneur, and internationally recognized speaker

The lecture was hosted by Elene Jgarkava, Dean of the Business School at Caucasus University, and Azer Dilanchiev, Affiliated Professor at the Business School

During the lecture, Dr. Brook discussed the economic and moral foundations of capitalism and explored such topics as individual freedom, private property, entrepreneurship, and free markets, as well as their connection to innovation, prosperity, and human progress

🔹ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, ბათუმში...
23/09/2026

🔹ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, ბათუმში გაიმართა კონსორციუმის მენეჯმენტის დასკვნითი საერთაშორისო შეხვედრა

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა და პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ქეთევან დარახველიძემ. მან მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, მიღწეული შედეგები, სამუშაო პაკეტების განხორციელების მდგომარეობა და დარჩენილი ამოცანები გააცნო

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თამარ ჩოკორაიამ წარადგინა კონსორციუმის მიერ განხორციელებული დისემინაციის აქტივობების ანგარიში. პარტნიორებმა ასევე განიხილეს პროექტის ვებგვერდის განვითარების შესაძლებლობები, დარჩენილი საინფორმაციო ღონისძიებები, პროექტის შედეგების მდგრადობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები

ვრცლად: https://sl1nk.com/ii67zow

The final international management meeting of the consortium was held in Batumi within the framework of the European Commission-funded project, “Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities.” The meeting was hosted by Batumi S***a Rustaveli State University

The meeting was opened by Ketevan Darakhvelidze, Chancellor of Ilia State University and Institutional Coordinator of the project. She presented the project’s main objectives and achievements, the implementation status of the work packages, and the remaining tasks

Caucasus University representative Tamar Chokoraia presented a report on the dissemination activities carried out by the consortium. The partners also discussed opportunities for further developing the project website, the remaining communication and dissemination activities, the sustainability of the project’s outcomes, and prospects for future cooperation

See More: https://sl1nk.com/i7zsyr9

🔹ბათუმში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების (ECEIA 2026) შესახებ, რომელშ...
22/09/2026

🔹ბათუმში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების (ECEIA 2026) შესახებ, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი დავით წიკლაური მონაწილეობდნენ

კონფერენციაზე თამარ ჩოკორაიამ წარადგინა მოხსენება - „საქართველოსა და ევროპის კერძო უნივერსიტეტების შედარებითი მიმოხილვა კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკისა და ხარისხის კონტექსტში”. მოხსენება დაეფუძნა თამარ ჩოკორაიას, დავით წიკლაურის, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია მაჭავარიანისა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერის ნინო მახაურის ერთობლივ კვლევას. მკვლევრებმა შეისწავლეს ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილება, განსაზღვრეს ქართული უნივერსიტეტებისთვის სამიზნე ნიშნულები, შეაფასეს მათთან მიმართებით საქართველოს კერძო უნივერსიტეტების მიღწევები და გამოწვევები და შეიმუშავეს შემდგომი განვითარების რეკომენდაციები

ECEIA 2026-ის ორგანიზატორია ევროპის აკადემიური ქსელი (ENAI), კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად. წლევანდელი კონფერენციის მასპინძელი და თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის ფარგლებში ცალკე სესია მიეძღვნა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ - შედეგების დისემინაციას

ვრცლად: https://tinyurl.com/3vh74v6x

🔹The European Conference on Ethics and Integrity in Academia (ECEIA 2026), a major international event, was held in Batumi. Caucasus University was represented by Tamar Chokoraia, Head of the Academic Writing Center, and David Tsiklauri, Director of the Research Facilitation Department

At the conference, Tamar Chokoraia delivered a presentation titled “A Comparative Review of Georgian and European Private Universities in the Context of Research Integrity, Ethics, and Quality.” The presentation was based on a joint study conducted by Tamar Chokoraia; David Tsiklauri; Maia Machavariani, Associate Professor at Caucasus University; and Nino Makhauri, Manager of the Research Facilitation Department. The researchers examined best practices at several European universities, established benchmarks for Georgian universities, assessed the achievements and challenges of Georgian private universities against these benchmarks, and developed recommendations for their further advancement

ECEIA 2026 was organised by the European Network for Academic Integrity (ENAI). The conference is held annually, with Ilia State University serving as this year’s host and co-organiser. A dedicated session of the conference focused on disseminating the outcomes of the four-year project funded by the European Commission, “Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)”

See more: https://tinyurl.com/bdp92bea

Address

1 Paata Saakadze Street
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995557038177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University:

Shortcuts

Share