ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, College & University, Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5, Tbilisi.

Ilia State University is a leading research university in Georgia dedicated to free academic inquiry, innovative education, impactful research, and strong international partnerships.

19/08/2026

For English Scroll Down 👇

🌐 12-13 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „დებატები ევროპაზე - თბილისი 2026“.

👥 უცხოელმა მკვლევრებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს დისკუსიები, განიხილეს ის იდეები და ღირებულებები, რომლებმაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ევროპა ჩამოაყალიბა და იმსჯელეს, რა როლი ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ევროპის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

პანელური დისკუსიებისა და მოხსენებების ჩანაწერები ხელმისაწვდომია ბმულზე 🔗 https://shorturl.at/Rjkg8

✅ ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ს. ფიშერის ფონდი, გერმანული ენისა და კულტურის აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი, საქართველოს წიგნის ასოციაცია, საქართველოს პენცენტრი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, SCEEUS, გოტფრიდ მიხელმანის ფონდი, დასავლეთ-აღმოსავლეთის შეხვედრების ფონდი, Treuhand, Voxeurop

🌐 On June 12-13, Ilia State University hosted "Debates on Europe - Tbilisi 2026." Foreign researchers, writers, and journalists, together with their Georgian colleagues, held discussions, reviewed the ideas and values that shaped Europe throughout its long history, and discussed the role that Georgia has had and continues to have in Europe's past, present, and future.

Recordings of the panel discussions and presentations are available at the link 🔗 https://shorturl.at/Rjkg8

✅ Organizers and supporters: S. Fischer Foundation, Academy for German Language and Literature, Ilia State University, Leibniz Centre for Literary and Cultural Research, Georgian Book Association, PEN Georgia, Delegation of the European Union to Georgia, the Embassy of Germany in Georgia, Embassy of Sweden in Georgia, SCEEUS, Gottfried Michelmann Foundation, West-Eastern Encounters Foundation, Treuhand, Voxeurop

European Union in Georgia

🎓 ეძებ საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შენს ინტერესებსა და სამომავლო მიზნებს შეესაბამება?ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთ...
17/08/2026

🎓 ეძებ საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შენს ინტერესებსა და სამომავლო მიზნებს შეესაბამება?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო პროგრამებს, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და შესაძლებლობებს პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე 🔗 https://shorturl.at/N7ucU

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო მიმართულება და #აირჩიეილიაუნი

✅ შემოხაზე 010

13/08/2026

🌍 გსურს ისწავლო, როგორ აარიდო სამყაროს საფრთხეები?

🌿 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს, შეისწავლო ჩვენი პლანეტა, მისი მუდმივად ცვალებადი გარემო და ბუნებრივი პროცესები.

👤 ლაშა სუხიშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საუბრობს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამისა და ამ მიმართულებით სწავლის შესაძლებლობების შესახებ.

თუ ხარ აბიტურიენტი და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესდი, მეტი ინფორმაცია იხილე ბმულზე 🔗 https://shorturl.at/uGb9j

✅ შემოხაზე 0100109

#აირჩიეილიაუნი

📚 გსურთ მობილობით სწავლა ილიაუნიში განაგრძოთ?თუ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერ...
13/08/2026

📚 გსურთ მობილობით სწავლა ილიაუნიში განაგრძოთ?

თუ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება მოიპოვეთ, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 11, 14 ან 15 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე.

📍 რეგისტრაციის ადგილები ფაკულტეტების მიხედვით:

▪️ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი - H105 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 (შესასვლელი ეზოდან)
▪️ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი - E207 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
▪️ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - A305 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
▪️ სამართლის სკოლა - A407 აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 🔗 https://shorturl.at/x7GDD

#აირჩიეილიაუნი - შენი პიროვნული და პროფესიული განვითარების ადგილი ✨

🔴 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰას უნივერსიტეტთან (Inha University, სამხრეთ კორეა) პარტნიორობით იხსნება მეფე სეჯონგი...
13/08/2026

🔴 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰას უნივერსიტეტთან (Inha University, სამხრეთ კორეა) პარტნიორობით იხსნება მეფე სეჯონგის სახელობის კორეული ენისა და კულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი.

☑️ ინსტიტუტში სტუდენტები შეისწავლიან კორეულ ენას, გაეცნობიან კორეის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს, ასევე მონაწილეობას მიღებენ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.

🇬🇪🇰🇷 ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ინჰა-ილიას კორეის კვლევების ცენტრი. უნივერსიტეტებს შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სტუდენტების გაცვლის, საზაფხულო სკოლების, კორეული ენისა და კულტურის, ასევე გლობალური კლიმატის გამოწვევებთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მიმართულებით.

📌 მეფე სეჯონგის ინსტიტუტის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. ინსტიტუტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კორეული ენითა და კულტურით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 🖇 https://shorturl.at/Q2OWc

12/08/2026

გაინტერესებთ, როგორ მუშაობს სამყარო და რა კანონები განსაზღვრავს ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს?

აირჩიეთ ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა ილიაუნიში და შეისწავლეთ ფიზიკური სამყაროს ფუნდამენტური კანონები, თანამედროვე ფიზიკის ძირითადი მიმართულებები და მათი პრაქტიკული გამოყენება.

🎥 რას ისწავლით ფიზიკის პროგრამაზე და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ის? პროგრამის შესახებ საუბრობს ანდრია როგავა, ილიაუნის პროფესორი თეორიული ფიზიკის მიმართულებით.

✅ შემოხაზე 0100110

#აირჩიეილიაუნი

📣ილიას განათლების ფესტივალი მესტიაში – მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის 🚌26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სა...
17/07/2026

📣ილიას განათლების ფესტივალი მესტიაში – მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის

🚌26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები, ახალი ტექნოლოგიები, ღია ლექციები, სამეცნიერო კვლევების გამოფენა.

🏔️ფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს, ახალგაზრდა მთამსვლელს, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს.

არჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და აღმოჩენებს, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

🏆ფესტივალზე დააჯილდოვებენ არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიატებს. არჩილის სტიპენდია ილიაუნიში 2024 წელს დაარსდა ალპინიზმის კვლევით დაინტერესებული სტუდენტების წასახალისებლად და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის.

📖 გაეცნობით მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ალპინისტურ გამოცემა The American Alpine Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც არჩილ ბადრიაშვილი აღწერს მნიშვნელოვან ასვლებს უშბაზე, თეთნულდზე, შხარასა და აილამაზე. არჩილის ამ და სხვა ისტორიებით მსოფლიოს მკითხველმა პირველად გაიცნო არაერთი უნიკალური კავკასიური მარშრუტი და ქართული ალპინიზმის ისტორია.

🌍 სვანეთი გამორჩეული რეგიონია ცოდნის შეძენის, გადაცემისა და გაზიარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. მისი გამორჩეული კულტურა, ისტორია, ბუნება და გეოგრაფიული გარემო ქმნიდა ცოდნის დაგროვებისა და თაობებისთვის გადაცემის განსაკუთრებულ სივრცეს. დღეს ამ მემკვიდრეობის შესწავლასა და ახალი ცოდნის შექმნაში საკუთარი წვლილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებსაც შეაქვთ.

🔍მოეწყობა გამოფენა „მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის“, რომელზეც გაეცნობით ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევებს (ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემები, გლაციალური ტბები, არქეოლოგია, ანთროპოლოგია).

⛺საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.

🧗სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (სმმკ) კარავში

გაიცნობთ ლეგენდარულ სვან მთამსვლელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში, გაეცნობით საგანმანათლებლო მთამსვლელობის საფუძვლებს – კავკასიური სირთულის შეფასების სისტემას, მთაში სწორი სუნთქვის ტექნიკას, მთის CV-ის შედგენის პრინციპებს, მთის ეთიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ასევე დაათვალიერებთ მთის აღჭურვილობას, გაიგებთ მის დანიშნულებასა და გამოყენების წესებს. გამოცდილი სვანი მთამსვლელები გასწავლით სხვადასხვა ტიპის კვანძის გაკეთებას.

🧪🧑‍🔬ქიმიური ბიოლოგიის კარავში

გაიგებთ, როგორ გამოიყოფა ბანანიდან დნმ, როგორ განისაზღვრება წყალში ცილა, მოამზადებთ „ტკბილ შუქნიშანს“. ასევე შეძლებთ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას.

🤖 თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში

გაიცნობთ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები საინტერესო თემებზე. გაიგებთ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ.

🌋🗻 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კარავში

აღმოაჩენთ, რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებთ, როგორ განისაზღვრება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრები გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობით რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებთ წამახალისებელ გათამაშებაში, ნახავთ სეისმური მონაცემების Live -ტრანსლაციას.

🧠ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციის შემსწავლელ კარავში

გაეცნობით, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადიქცია, სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო მასალას. შეგიძლიათ შეავსოთ რამდენიმე ტესტი გუნება-განწყობისა და შფოთვითი პრობლემების შესაფასებლად, მონაწილეობას მიიღებთ სახალისო ქვიზში და დასაჩუქრდებით ღია ბარათებსა და სტიკერებს.
აქვე დაგხვდებათ ძილისა და გამკლავების სტრატეგიების დღიურები, რომლებიც ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.

🔭☀️ ასტროფიზიკის სივრცეში

ტელესკოპით დააკვირდებით მზეს და სხვა პლანეტებს.

🪐 ილიაუნის პლანეტარიუმში

იმოგზაურებთ პლანეტების სამყაროში და მოისმენთ ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე), დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე. გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობით გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას.

🐞🪲🌿ეკოლოგიის კარავში

გაიგებთ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით დააკვირდებით მცენარეებსა და მწერებს მიკროსკოპში და გაეცნობით ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს.

🦎🐞🐢ზოოლოგიის კარავში

გაიგებთ, რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას. აღმოაჩენთ, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობთ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია.

🏗️ სამოქალაქო ინჟინერიის კარავში

გაიგებთ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები და ინფრასტრუქტურა, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა, ასევე გაიგებთ, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას. გაეცნობით, როგორ ითვალისწინებენ გარემო ფაქტორებს – მიწისძვრა, წყალი და ნიადაგი – ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.
მონაწილეობას მიიღებთ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდით საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინერი.

🖥️ კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში

ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.

✦✦✦

ილიას განათლების ფესტივალმა საქართველოს 12 ქალაქში იმოგზაურა ათასობით სტუმრით, აღმოჩენებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. ფესტივალმა მეცნიერება და განათლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან კიდევ უფრო დააახლოვა.

სექტემბერში ფესტივალის მონაწილეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გიმასპინძლებთ.

ილიას გზით განათლებისთვის!

შემოგვიერთდი!

16/07/2026

🌍 ახალი სამეცნიერო ჰაბი ილიაუნიში

🪨 გეოლოგიური პარკი, თანამედროვე ლაბორატორიები, ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი კვლევითი შესაძლებლობები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში

ყველა სიახლე - ვიდეოში👇

🌍 ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამომცემლობამ De Gruyter Brill გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის...
16/07/2026

🌍 ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამომცემლობამ De Gruyter Brill გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის, დოქტორ ირაკლი დეკანოზიშვილის სამეცნიერო მონოგრაფია “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy”.

ნაშრომი იკვლევს აღიარების თეორიის მნიშვნელობას ეთიკასა და პოლიტიკის თეორიაში. ავტორი აღიარების ცნებას განიხილავს როგორც სოციალური ინტერპერსონალურობის სისტემურ მოდელს, რომელიც დემოკრატიის ნორმატიული თეორიის რეკონსტრუქციასა და ხელახლა გააზრებას უდევს საფუძვლად.

მონოგრაფიაში დეტალურადაა წარმოჩენილი აღიარების თეორიის მაკონსტრუირებელი როლი სოციალური ჯგუფების, ინსტიტუციებისა და პიროვნებების ჩამოყალიბების პროცესში და ხაზგასმული მისი რელევანტურობა თანამედროვე მულტიკულტურულ
საზოგადოებებში.

🔗პუბლიკაციას ახლავს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, აქსელ ჰონეტის წინასიტყვაობა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ გამომცემლობის ოფიციალური ვებგვერდი:
https://bit.ly/4fhzIoy

ილიაუნისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის ფარგლებში ირაკლი დეკანოზიშვილმა 2025 წელს ორმაგი სადოქტორო ხარისხი მოიპოვა ნაშრომით “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy“.

ევროპის დღე ბათუმში 🇪🇺ილიაუნის სტენდთან სტუმრებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მრავალფეროვანი სივრცე დახვდა...
15/07/2026

ევროპის დღე ბათუმში 🇪🇺

ილიაუნის სტენდთან სტუმრებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მრავალფეროვანი სივრცე დახვდათ – ჰუმანოიდი რობოტი ატომი 🤖, დრონები და რობოტები, STEAM თამაშები და შეჯიბრებები, ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ.

Address

Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322220009

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University:

Share