King David Club

King David Club სტუდენტური კლუბი "დავითი" წარმოადგენს სტუდენტურ გაერთიანებას.

04/08/2024
კლუბ "დავითის" ორგანიზებით 14 ივნისს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია "პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება - საქართველო დავით ...
17/06/2024

კლუბ "დავითის" ორგანიზებით 14 ივნისს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია "პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება - საქართველო დავით IV აღმაშენებლის დროს". კონფერენციაში მონაწილეობა თსუ-ს ყველა ფაკულტეტის 20-მა სტუდენტმა მიიღო. წარმოდგენილი იყო მოხსენებები დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის მნიშვნელოვან საკითხებზე: ეკონომიკა, განათლება, ჯარი, საერთაშორისო მდგომარეობა დავით აღმაშენებლის დროს.

კონფერენციის შედეგად შესაბამისი კომისიის მხრიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული. ადგილები გადანაწილდა შემდეგ გვარად:
I ადგილი - გაბელია ნინო, კუპრეიშვილი გვანცა, მოხსენების სათაური: "რამდენად იზიარებს დავით აღმაშენებელი წმ. ანდრია კრიტელის „დიდ კანონში“ არსებულ დამოკიდებულებას";

II ადგილი - გიორგი ქურციკიძე, ქეთა ნებიერიძე, მოხსენების სათაური: "დავით IV აღმაშენებელი: საქართველოს რენესანსის არქიტექტორი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ტრანსფორმაციის გზით";

III ადგილი - ალექსანდრე მიქაბერიძე, მოხსენების სათაური: "დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და რელიგიური პოლიტიკა".

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით.

კლუბი „დავითი გისურვებთ წარმატებებს!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი "დავითი" აცხადებს კლუბში წევრების მიღება...
23/04/2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი "დავითი" აცხადებს კლუბში წევრების მიღებას,
გაწევრიანება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ:
🔹აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
🔹მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.
🔹შეისწავლონ პროექტების წერისა და მართვის პრინციპები და ასევე, მიიღონ მონაწილეობა მსგავსი სახის პროექტებში.
🔹შეიძინონ საერთო ინტერესების მქონე მეგობრები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი "დავითი" აცხადებს კლუბში წევ.....

16/04/2024
კლუბ "დავითის" ინიციატივით და კლუბების "ილია" და "პოლიტიკური სკოლა" თანამონაწილეობით 23-24 დეკემბერს გაიმართა სტუდენტური...
25/12/2023

კლუბ "დავითის" ინიციატივით და კლუბების "ილია" და "პოლიტიკური სკოლა" თანამონაწილეობით 23-24 დეკემბერს გაიმართა სტუდენტური გასვლითი ღონისძიება თსუ-ს სტუდენტებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტური კლუბები შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე, გავაფორმეთ შესაბამისი მემორანდუმი.

პროექტის ფარგლებში დავათვალიერეთ თსუს სასწავლო პროფესიული ცენტრი ქალაქ ქუთაისში, გავეცანით სასწავლო პროგრამებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბ "ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების" წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ ქუთაისში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლები, სადაც თსუს რექტორი, ბატონი ჯაბამ სამუშია გვესაუბრა საქართველოს ისტორიის საინტერესო საკითხებზე.

#კლუბიდავითი

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი გვესაუბრა ევროკავშირთან ...
24/12/2023

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი გვესაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის წარსულსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

15/12/2023

ყველას, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორებს გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას.
სადღესასწაულო განწყობისთვის ჩვენ და ჩვენთან ერთად უნივერსიტეტში არსებულმა სხვა სტუდენტურმა ორგანიზაციებმა მივმართეთ რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თხოვნით საზეიმო განწყობის ასამაღლებლად განათდეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში.
გელოდებით ყველას, დღეს 18:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება.

კლუბ "დავითის" ორგანიზებით 7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის შესახე...
09/11/2023

კლუბ "დავითის" ორგანიზებით 7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის შესახებ. ლექციას უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია უძღვებოდა.

👏 თსუ-ში ახალი სტუდენტური კლუბი  “დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხე...
16/10/2023

👏 თსუ-ში ახალი სტუდენტური კლუბი “დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხელს.

🔹თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

💭„ყოველთვის მივესალმები და მხარს დავუჭერ ასეთ სტუდენტურ ინიციატივებს. დიდი პასუხისმგებლობაა კლუბის წევრობა, რომელიც ატარებს ქართველთა ერთიანობისა და განათლებისთვის მებრძოლი მეფე დავითის სახელს. მადლობა კლუბის წევრებს ამ ინიციატივისთვის და ველით მათ შემდგომ აქტივობებს",-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

👌კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, რეგიონული და საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

07/10/2023

Address

Tbilisi State University
Tbilisi
2132

Telephone

+995555920044

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when King David Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to King David Club:

Shortcuts

Share