16/05/2024
ჩვნ მოგვწონს ევროპული განათლება
''თქვენ, ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნეთ, ე. ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ, ე. ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და თქვენ ეს მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისათვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ ჩვენ ყველას არზაყანის, თარაშის, კეგვას ნაცვლად, ჯონი, ჟანი ან ჰანს გვერქვას... თქვენ ის გირჩევნიათ ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენებზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ, ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ, და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს დაგვიძახებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ."
– კონსტანტინე გამსახურდია