Avtoskola X DRIVE

Avtoskola X DRIVE

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Avtoskola X DRIVE, Tutor/Teacher, Tbilisi.

14/05/2026

მართვის უფლების მისაღებად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, არაგეგმური გამოცდები კი მხოლოდ შაბათს იქნება

Photos from Avtoskola X DRIVE's post 30/04/2026

ავტო სკოლა გთავაზობთ პრაქტიკულ
გაკვეთილებს განახლებულ ავტომანქანებზე!!! 👉 როგორც ქალაქში, ასევე მოედანზე 👈

⏳ პრაქტიკული გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი.
🕗 ყოველდღე 10:00 დან 21:00 მდე.

ავტომატიკა 45 ლარი მოედანზე
ავტომატიკა 55 ლარი ქალაქში

📢📢📢
🚦ავტოსკოლა "X DRIVE"

📞 571 68 10 01 გიორგი

☞ ჩვენი მისამართია : გლდანის 7 მ/რ. ომარ ხიზანიშვილის N 71.

https://maps.app.goo.gl/WGanvap6m4EVwuBU9

https://www.facebook.com/Avtoskola-X-DRIVE-128519184371347/

27/11/2025
13/11/2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციის საშუალებით.

🔹 ვებგვერდი - sa.gov.ge
🔹 აპლიკაცია - Service Agency

13/11/2025

🔹 DE კატეგორიის მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე (რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში) ეტაპი;

🔹 DE კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს ენიჭება უფლება მართოს D კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

🔹 DE კატეგორიის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაინტერესებული პირი ფლობდეს D კატეგორიის მართვის უფლებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2z39zcea

#მომსახურებისსააგენტო
#მართვისმოწმობა

24/05/2025

ჩვენთან სწავლის პროცესი ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა.🥰❤️

24/05/2025

ავტო სკოლა გთავაზობთ პრაქტიკულ
გაკვეთილებს განახლებულ ავტომანქანებზე!!! 👉 როგორც ქალაქში, ასევე მოედანზე 👈

⏳ პრაქტიკული გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი.
🕗 ყოველდღე 10:00 დან 21:00 მდე.

ავტომატიკა 40 ლარი მოედანზე
ავტომატიკა 50 ლარი ქალაქში

📢📢📢
🚦ავტოსკოლა "X DRIVE"

📞 571 68 10 01 გიორგი

☞ ჩვენი მისამართია : გლდანის 7 მ/რ. ჯაბიძის N 8.
ყოფილი ,,რადიო ქარხნის" ტერიტორია.

https://www.facebook.com/Avtoskola-X-DRIVE-128519184371347/

06/01/2025

💥 ჩვენთან სწავლის ყოველი წამი – ეს არ არის მხოლოდ გაკვეთილი, ეს არის გზა, რომელიც მიგიყვანს წარმატებამდე! 💥

29/07/2024

B კატეგორია

1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა პასუხი:

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის;

2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

3. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე;

4. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს;

5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე;

6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია;

7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში;

8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე;

9. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

10. განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

11. განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;

12. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია

პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

13. განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია;

14. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

პასუხი: საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში;

15. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას;

16. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი;

17. აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი;

18. აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში;

19. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური;

20. აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Tbilisi

Opening Hours

Monday 07:00 - 21:00
Tuesday 07:00 - 21:00
Wednesday 07:00 - 21:00
Thursday 08:00 - 09:00
Friday 08:00 - 09:00
Saturday 08:00 - 09:00
Sunday 08:00 - 09:00