ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
Department of Student Affairs

სტუდენტების დაკვალიანებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტი ჩართულობისთვის, საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისთვის შექმნილი ერთეული

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

• საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
• სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ;
• სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდება);
• გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
• სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
• საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
• სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია

🎓 ილიაუნის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოება  2026🏆2026 წლის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებუ...
11/08/2026

🎓 ილიაუნის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოება 2026

🏆2026 წლის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:

განსაკუთრებული წვლილისთვის საზოგადოების სამსახურში
ნიკა გურინი

ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის
გივიკო ბარათაშვილი

სპორტის სფეროში განსაკუთრებული წარმატებისთვის
თეონა ფიროსმანაშვილი

ინოვაციისა და მეწარმეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ნინო კოძახიძე

ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში მიღწევებისთვის
ნინო ფოფხაძე

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მიღწევებისთვის
თამარ კალხიტაშვილი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინაში მიღწევებისთვის
გიორგი ბაბუაძე

სამართლის სფეროში მიღწევებისთვის
მარიამ ბაღდავაძე

----

🎓 Iliauni Alumni Awards 2026

🏆 In 2026, Ilia State University held its annual Alumni Awards, recognizing alumni who have demonstrated outstanding achievements and made significant contributions in their respective fields.

The winners of the 2026 Alumni Awards are :

Alumni Award for Outstanding Community Service
Nika Gurini

Alumni Award for Excellence in Arts
Giviko Baratshvili

Alumni Award for Excellence in Sports
Teona Pirosmanashvili

Alumni Award in Innovation and Entrepreneurship
Nino Kodzakhidze

Excellence in Scientific Research – Business, Technology, and Education
Nino Phophkhadze

Excellence in Academic Research – Faculty of Arts and Sciences
Tamar Kalkhitashvili

Excellence in Scientific Research – Natural Sciences and Medicine
Giorgi Babuadze

Excellence in Legal Research – School of Law
Mariam Bagdavadze

ჩვენ ვართ ილიაუნი 🌟სადაც შენი ხმა უნივერსიტეტის მიღმაც ისმის ⚡️✅ შემოხაზე 010 #აირჩიეილიაუნი
08/08/2026

ჩვენ ვართ ილიაუნი 🌟

სადაც შენი ხმა უნივერსიტეტის მიღმაც ისმის ⚡️

✅ შემოხაზე 010

#აირჩიეილიაუნი

🔵 თუ გსურს მიიღო ხარისხიანი განათლება, ისწავლო თანამედროვე სასწავლო გარემოში და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას და...
07/08/2026

🔵 თუ გსურს მიიღო ხარისხიანი განათლება, ისწავლო თანამედროვე სასწავლო გარემოში და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირო, გაეცანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებს.

🔬 თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, პრაქტიკული და კვლევითი პროექტები, საერთაშორისო შესაძლებლობები და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, პროფესიული უნარების განვითარებასა და ახალი გამოცდილების მიღებაში.

#აირჩიეილიაუნი - შენი პიროვნული და პროფესიული განვითარების ადგილი 🌟

✅ შემოხაზე 010

გელოდებით დღეს, 18:00 საათზე, E კორპუსის ეზოში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე 🎓✨
30/07/2026

გელოდებით დღეს, 18:00 საათზე, E კორპუსის ეზოში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე 🎓✨

🎓✨ ხვალ, 30 ივლისს, ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, რომელიც შეაჯამებს უნივერსიტეტშ...
29/07/2026

🎓✨ ხვალ, 30 ივლისს, ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, რომელიც შეაჯამებს უნივერსიტეტში სწავლის წარმატებულ, შრომატევად და დაუვიწყარ წლებს.

🎶 სტუდენტური ცხოვრების ამ გამორჩეული ეტაპის აღსანიშნავად, ღონისძიებაზე განსაკუთრებულ მუსიკალურ განწყობასა და დაუვიწყარ ემოციებს ყველასთვის საყვარელი ბენდი MECHANICAL RAINBOW შექმნის.

📅 თარიღი: 30 ივლისი, 2026

🕕 დრო: 18:00 საათი

📌 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)

გელოდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე ერთად აღვნიშნოთ!

🎓✨ Tomorrow, July 30, we will celebrate together one of the most remarkable days of your life - a day that summarizes the successful, hardworking, and unforgettable years of your studies at the university.

🎶 To mark this important milestone of student life, the beloved band MECHANICAL RAINBOW will create a special musical mood and unforgettable emotions at the event.

📅 Date: July 30, 2026

🕕 Time: 18:00

📌 Location: Ilia State University, Building E Courtyard (45 Chavchavadze Ave., opposite Vake Park)

We look forward to celebrating this important day together!

24/07/2026

🚌 26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები, ახალი ტექნოლოგიები, ღია ლექციები, სამეცნიერო კვლევების გამოფენა.

🏔️ ფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს, ახალგაზრდა მთამსვლელს, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს.

არჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და აღმოჩენებს, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

🏆ფესტივალზე დააჯილდოვებენ არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიატებს. არჩილის სტიპენდია ილიაუნიში 2024 წელს დაარსდა ალპინიზმის კვლევით დაინტერესებული სტუდენტების წასახალისებლად და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის.

📖 გაეცნობით მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ალპინისტურ გამოცემა The American Alpine Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც არჩილ ბადრიაშვილი აღწერს მნიშვნელოვან ასვლებს უშბაზე, თეთნულდზე, შხარასა და აილამაზე. არჩილის ამ და სხვა ისტორიებით მსოფლიოს მკითხველმა პირველად გაიცნო არაერთი უნიკალური კავკასიური მარშრუტი და ქართული ალპინიზმის ისტორია.

🌍 სვანეთი გამორჩეული რეგიონია ცოდნის შეძენის, გადაცემისა და გაზიარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. მისი გამორჩეული კულტურა, ისტორია, ბუნება და გეოგრაფიული გარემო ქმნიდა ცოდნის დაგროვებისა და თაობებისთვის გადაცემის განსაკუთრებულ სივრცეს. დღეს ამ მემკვიდრეობის შესწავლასა და ახალი ცოდნის შექმნაში საკუთარი წვლილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებსაც შეაქვთ.

🔍მოეწყობა გამოფენა „მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის“, რომელზეც გაეცნობით ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევებს (ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემები, გლაციალური ტბები, არქეოლოგია, ანთროპოლოგია).

⛺საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.

✦✦✦

სექტემბერში ფესტივალის მონაწილეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გიმასპინძლებთ.

ილიას გზით განათლებისთვის!
შემოგვიერთდი!

🎓🎯 თუ გაინტერესებს, რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ აირჩიო პროფესია, რა შესაძლებლობებს ...
23/07/2026

🎓🎯 თუ გაინტერესებს, რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ აირჩიო პროფესია, რა შესაძლებლობებს გაძლევს უნივერსიტეტი, გელოდებით 26 ივლისს, 16:00 საათზე, მესტიის სათავგადასავლო პარკში.

👥მომხსენებლები:

▪️ სვანეთი: გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის უწყვეტი ტრადიცია | ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის რექტორი

▪️ როგორ ავირჩიოთ მომავალი პროფესია | ქეთევან დარახველიძე, ილიაუნის კანცლერი

▪️სტიქიური პროცესების გავლენა ყოველდღიურობაზე | ლაშა სუხიშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გეომორფოლოგიის და გეოსივრცითი ანალიზის მიმართულებით

📅 26 ივლისი, 16:00 საათი
📍 მესტიის სათავგადასავლო პარკი, აეროპორტის გზატკეცილი

დასწრება თავისუფალია.

14/07/2026

Address

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის პირველი სართული (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი • Department of Student Affairs:

Shortcuts

Share