27/05/2026
დასრულდა ბიზნეს ქოუჩინგის კურსის მე-6 ნაკადი🌟
ქოუჩინგ ლაბი ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებულ პროფესიულ გზას, ახალ შესაძლებლობებსა და ბევრ შთამაგონებელ პროექტს.
გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი პირადი და პროფესიული განვითარებისათვის.
წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატებაა! 🎓✨
IBCU.co
📍TBC Concept - თიბისი კონცეპტი
26/05/2026
ფუნდამენტი არის ეს!❤️
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
20/05/2026
ნინო ტაკიძე, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გუნდური ქოჩინგის შესახებ:
"პროგრამამ საინტერესო შესავალი მომცა გუნდური ქოუჩინგის ძირითად პრინციპებში. მივხვდი, რომ ეს სფერო გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამ პრინციპების ცოდნა დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერ სამუშაო გარემოზე.
ფორმატი საკმაოდ ინტენსიური იყო - თეორიული ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ირინას სწავლების სტილს და ენერგიას, რომელიც ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიან პროცესზე და ჯგუფზე."
შემოგვიერთდით ახალ ნაკადზე:👇
https://coachinglab.ge/team-coach-foundation/
18/05/2026
სოფო შერაზადიშვილი, სწავლებისა და განვითარების კოორდინატორი და ტრენერი, გუნდური ქოუჩინგის შესახებ:
"ამ პროგრამამ მომცა გუნდის დინამიკის სიღრმისეული გააზრების კომპასი და დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები, რაც მეხმარება ამოვიცნო და ვმართო გუნდის დისფუნქციის ძირითადი გამოწვევები.
დავინახე, რომ ქოუჩის როლი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაა, სადაც შესაძლებელი ხდება გულწრფელი დიალოგი და კონფლიქტის პროდუქტიულად მართვა.
ტრენინგიდან მიმაქვს არა უბრალოდ თეორია, არამედ პრაქტიკული, სტრუქტურირებული მოდელი, გუნდური ქოუჩინგის პროცესის მკაფიო ეტაპები: მომზადებიდან შედეგების მიმოხილვამდე.
გუნდური ქოუჩინგის პროგრამას ყველაზე მეტად გამოარჩევს მისი ფილოსოფია: დევიდ კლატერბარკის მოდელი ფოკუსირებულია არა მხოლოდ შესრულების მომენტალურ გაუმჯობესებაზე, არამედ გრძელვადიან შედეგზე, გუნდისთვის ქოუჩინგური უნარების გადაცემაზე, რათა გუნდმა დამოუკიდებლად შეძლოს პროგრესი. ეს არის პროცესის გადაცემაზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გუნდს აძლიერებს და ავტონომიურს ხდის."
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: 👇
https://coachinglab.ge/team-coach-foundation/
14/05/2026
ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული დაიწყო! 💫
გახსნის დღეს საინტერესო პანელური დისკუსია და მასტერკლასები გაიმართა. პირველივე დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად დიდი ძალა აქვს ქოუჩინგს პიროვნული და პროფესიული ტრანსფორმაციისთვის. 🚀
წინ კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრა და ახალი აღმოჩენა გველოდება 💫
თუ გსურთ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ ქოუჩინგის შესაძლებლობები, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სასურველ ღონისძიებაზე და შემოუერთდეთ კვირეულს:
https://icf.ge/events.php?cat=12
მადლობა ICF Sakartvelo - ICF საქართველო ამ შესაძლებლობისთვის და ქოუჩინგის კულტურის განვითარებისთვის საქართველოში 🤍
01/05/2026
სოფო წილკაური, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი, გუნდური ქოუჩინგის პროგრამაზე:
"გუნდებთან მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მეტი სტრუქტურა და სიღრმე მჭირდებოდა. ხშირად სესიები უფრო ჩემზე იყო დამოკიდებული, ვიდრე თავად გუნდზე. ამ პროგრამამ მომცა ძალიან ძლიერი ფოკუსი გუნდის რეალურ საჭიროებებზე. ვისწავლე, როგორ შევქმნა სივრცე, სადაც გუნდი თავად აქტიურდება, აზროვნებს და იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე. ასევე წამოვიღე პრაქტიკული ინსტრუმენტები და სტრუქტურა, რომელიც მეხმარება: დისკუსიის სწორად წარმართვაში, სწორი კითხვების დასმაში და გუნდის დინამიკის დანახვასა თუ მართვაში.
დღეს ჩემი სესიები უფრო ცოცხალია, მეტი პასუხისმგებლობა აქვს თავად გუნდს, და შედეგებიც უფრო მდგრადია, რადგან გადაწყვეტილებები მათგან მოდის და არა ჩემგან."
გაეცანით კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და შემოგვიერთდით: 👇
https://coachinglab.ge/team-coach-foundation/
27/04/2026
12 მაისი ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის გახსნის დღეა!
დღე, როდესაც საშუალება გაქვთ შეხვდეთ პროფესიონალ ქოუჩებს, მიიღოთ ახალ გამოცდილება და საკუთარ თავზე გამოსცადოთ ქოუჩინგის ძალას. ✨
ქოუჩინგ ლაბი, როგორც ICF-ის მიერ აკრედიტებული სკოლების პარტნიორი საქართველოში, სიხარულით გიწვევთ ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე.
აქ გელოდებათ მასტერკლასები, პრო-ბონო სესიები, პანელური დისკუსია და ნეთვორქინგი პროფესიონალებთან... ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთი დღის განმავლობაში.
სრული პროგრამის სანახავად და სასურველ მასტერკლასებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე 👇
https://icf.ge/event.php?id=79&fbclid=IwY2xjawRcIlVleHRuA2FlbQIxMABicmlkETFLU3M5cks2STdpSTB2TFF6c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHrD1C-wvdlLeCSlNREwLLbGYXNQQKwfvZjbLS9Bi-KhVIF9C10IGQh_POTd6_aem_SeuRYMj64-q8pDNfNWIuNQ
ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2026
12 მაისი - ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის გახსნის დღე! ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული არის შესაძლებლობა გაეც....
03/04/2026
📣ვიწყებთ გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამას
დღევანდელ ორგანიზაციებში წარმატება სულ უფრო მეტად გუნდების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, გუნდური ქოუჩინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ლიდერებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც ქმნიან ძლიერ, სინერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდებს.
პროგრამა აკრედიტებულია ICF-ისა და EMCC-ის მიერ და მოიცავს 20.25 CCE-ს, საერთაშორისო სერტიფიკატსა და პროფესიული განვითარების გარემოს.
სწავლების პროცესში გაიგებთ, როგორ:
- განავითაროთ ლიდერული გუნდები
- მართოთ ტრანსფორმაცია და ცვლილებები
- დანერგოთ ქოუჩინგის კულტურა
- გააძლიეროთ ნდობა და სინერგია
პროგრამის ავტორია ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის დამფუძნებელი (CCMI) დევიდ კლატერბაკი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტსა და პრაქტიკულ ღირებულებას.
საქართველოში ამ პროგრამის ფასილიტატორია ირინა ჭოჭუა - სერტიფიცირებული გუნდური ქოუჩი და ტრენერი (CCMI)
✨ პროგრამა მათთვისაა, ვინც გუნდების განვითარებას სტრატეგიულ უპირატესობად აქცევს.
☘️დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://coachinglab.ge/team-coach-foundation/