141-ე საჯარო სკოლა / 141 Public School

141-ე საჯარო სკოლა / 141 Public School განათლება \ მეგობრობა 141-ე საჯარო სკოლის არაოფიციალური გვერდი.

ჩვენს სკოლაში ინერგება კალიგრაფიის კურსები,  რომელიც ხორციელდება: ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის,თიკა სვანი...
23/09/2026

ჩვენს სკოლაში ინერგება კალიგრაფიის კურსები, რომელიც ხორციელდება:
ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის,თიკა სვანიძე-ვენკოს მიერ დაფუძნებული- ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის
მხარდაჭერითა და ინიციატივით.

გაზაფხულზე აღნიშნული კურსი, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა!

სასწავლო პროცესს უძღვებიან, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ცნობილი კალიგრაფები და პროფესიონალი ხელოვანები!

პროგრამა მოიცავს, ქართული ანბანის განვითარების თეორიულ ნაწილთან ერთად, კომპოზიციის საფუძვლებს, მოხატული ასოების მხატვრულ სისტემას, ორნამენტულ ხელოვნებას, ისტორიულ მხედრულსა და თანამედროვე კალიგრაფიის მიმართულებებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბეგთაბეგისეულ, ერეკლე მეორისა და მარიამისეულ
( " ქართლის ცხოვრება") ხელნაწერთა შესწავლას, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშებს.

კურსის მიზანია მოსწავლეებში ესთეტიკური აღქმის, შემოქმედებითი ხედვისა და ეროვნული იდენტობის გაღრმავება, ასევე ქართული წერითი კულტურის ისტორიული მნიშვნელობის გააზრება და პოპულარიზაცია.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი ოქტომბრიდან, კიდევ უფრო მრავალფეროვანი- შემოქმედებითი აქტივობით აქტიურად გაგრძელდება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის კათედრას!
საკონტაქტო ნომერი:
591 05 30 04

ძვირფასო მოსწავლეებო! 🌟👩‍🎓🧑‍🎓გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚🏫🏫სკოლის კარები კვლავ იღება ახალი ცოდნის,...
15/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო! 🌟👩‍🎓🧑‍🎓
გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚

🏫🏫სკოლის კარები კვლავ იღება ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მეგობრობისა და წარმატებებისკენ. გისურვებთ, ეს სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს ბედნიერი, საინტერესო და წარმატებული.
გქონდეთ დიდი მიზნები, არასოდეს შეგეშინდეთ სიახლეების, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ — ყოველი ახალი დღე არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებებს.

💫💫💫წარმატებულ, ნაყოფიერ და დაუვიწყარ სასწავლო წელს გისურვებთ! ❤️❤️❤️

სსიპ ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ქ. ნმა ლ.სართანიამ  მე-7 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად და ა...
03/09/2026

სსიპ ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ქ. ნმა ლ.სართანიამ მე-7 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად და ასევე თურქეთის, ხორვატიისა და პორტუგალიის სკოლების თანამშრომლობით წარმატებით განახორციელეს საერთაშორისო პროექტი „Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას, გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ხუთი თვის განმავლობაში მათ მონაწილეობა მიიღეს კვლევით, პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებში, შექმნეს გარემოსდაცვითი კამპანიები და ერთობლივად იმუშავეს „Blue Youth Charter“-ის შემუშავებაზე.
ევროპული გრანტის მხარდაჭერით განხორციელდა მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და თურქეთის სკოლებს შორის, რომლის ფარგლებში ერთმანეთს ეწვივნენ პედაგოგები და თითოეული სკოლიდან 2 მოსწავლე. ვიზიტების დროს მონაწილეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, კუს ტბას, თბილისის ზოოპარკს, ხოლო თურქეთში — იზმირის აკვარიუმს, ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმს, ბაფას ტბას, დილექის ნახევარკუნძულის ეროვნულ პარკს და მონაწილეობა მიიღეს ზღვის სანაპიროს დასუფთავების საერთაშორისო აქციაში.
პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, კვლევითი უნარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის დამყარებული მეგობრობა, გამოცდილების გაზიარება და საერთო ძალისხმევა წყლის ეკოსისტემების დაცვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა დაფინანსდა ევროკავშირის გრანტის ფარგლებში და სრულად ეხმიანება ევროკავშირის მისიას „Restore Our Ocean and Waters by 2030“. კონკურსზე ევროპის ქვეყნებიდან წარმოდგენილი იყო ათასობით განაცხადი, თუმცა მხოლოდ საუკეთესო და გამორჩეული პროექტების განმახორციელებელ სკოლებს მიენიჭათ საპატიო „Blue School“ (ლურჯი სკოლა) სტატუსი. ჩვენი სკოლისთვის ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხარისხიანი განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების იდეებისადმი ერთგულებას. პროექტი წარდგენილია ასევე ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე.

21/08/2026

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები და ზუსტი მისამართები

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე

📍თბილისი

გლდანი-ნაძალადევი
• სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35
• სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22
• სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.
• სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

დიდუბე-ჩუღურეთი
• სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა
მისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4

ვაკე-საბურთალო
• სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38
• სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71
• სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ

ისანი-სამგორი
• სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7
• სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18
• სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
• სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ

ძველი თბილისი
• სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ბროსეს N8
• სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2
• სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.
მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2

📍აჭარა

ბათუმი
• სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35
• სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125
• სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56

ქობულეთი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136

ხელვაჩაური
• სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოფელი ხელვაჩაური

📍გურია

ლანჩხუთი
• სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123

ოზურგეთი
• სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7

ჩოხატაური
• საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წერეთლის ქ. N2

📍იმერეთი

ქუთაისი
• სსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51
• სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22

ბაღდათი
• სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39

ვანი
• სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოლომონ II ქუჩა №11

ზესტაფონი
• სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4

თერჯოლა
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

სამტრედია
• სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79

საჩხერე
• სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19

ტყიბული
• სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14

ჭიათურა
• სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,

ხონი
• სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4

📍კახეთი

თელავი
• სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22

ახმეტა
• სსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლა
მისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35

გურჯაანის
• სსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15

დედოფლისწყარო
• სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა
მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო

ლაგოდეხი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1

საგარეჯო
• სსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19

სიღნაღი
• სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70

ყვარელი
• სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29

📍მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა
• სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩა

დუშეთი
• სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96

თიანეთი
• სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59

ყაზბეგი
• ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50

📍რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური
• სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9

ცაგერი
• სსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლე
მისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6

📍სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი
• სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8

აბაშა
• სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა
მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23

მარტვილი
• სსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლა
მისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,

მესტია
• სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25

სენაკი
• სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7

ფოთი
• სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9

ჩხოროწყუ
• სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გობეჩიას ქუჩა №3

წალენჯიხა
• წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3

📍სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი
• სსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3

ადიგენი
• სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა
მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური

ასპინძა
• სსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა
მისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7

ახალციხე
• სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

ბორჯომი
• სავაჭრო ობიექტი
მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6

ნინოწმინდა
• სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16

📍ქვემო ქართლი

რუსთავი
• სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3
• სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7

ბოლნისი
• სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13

გარდაბანი
• სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24

დმანისი
• სსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო
• სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

მარნეული
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარა
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი

წალკა
• სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53

📍შიდა ქართლი

გორი
• სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი
• ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი
• სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1

ხაშური
• სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22

სსიპ ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ! მოსწავლეების ფორმების რეალიზაცია მოხდება 1...
20/08/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
მოსწავლეების ფორმების რეალიზაცია მოხდება 10 სექტემბერს, ქალაქ თბილისის N 138 საჯარო სკოლაში ( ზღვისუბანი, თემქა, კვ. 10ბ) 11:00 სთ. დან 19:00 სთ.მდე
თან იქონიეთ:
1. ბავშვის დაბადების დამადასტურებელი (იდენტიფიცირების) დოკუმენტი.
ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც
1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია. დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო, მონაცემები ელრქტრონულად ჩატვირთულია.
2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
ძვირფასო მშობლებო, იმედი გვაქვს თქვენი ორგანიზებულობის, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი!
ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ ქალაქ თბილისის N 141 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას.
წარმატებებს გისურვებთ

ეს თავგადასავალი 31 მაისს დაიწყო❤️🥰Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტების ორგანიზებით თბილისის სკოლებს შორის გუნდური ...
05/08/2026

ეს თავგადასავალი 31 მაისს დაიწყო❤️🥰Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტების ორგანიზებით თბილისის სკოლებს შორის გუნდური შეჯიბრი გაიმართა და 141-ე საჯარო სკოლის მე-9/3 კლასის მოსწავლეებმა საოცარი შედეგები აჩვენეს: ანანო ბუსხრიკიძე, ელენე ბერიძე, ბარბარე გომელაური, ბარბარე კაპანაძე, მარიამ ჩიქოვანი, ვახო გურული, ლუკა დიაკონიძე, ნიკა იაშვილი, ლუკა გავაშელი, ლუკა ლომიძე 20 სკოლიდან საპატიო ექვსეულში მოხვდნენ და სკაუტური ბანაკის საგზურიც მოიპოვეს🏆🏅🎉❤️ მადლობა ამ ორგანიზაციის მესვეურებს, რომლებმაც ბავშვებს დაუვიწყარი ზაფხული აჩუქეს❤️🥰🎉🇬🇪

"საქართველოს  კალათბურთის  ფედერაციის მიერ ორგანიზებული "JUNIOR NBA" ჩემპიონატში სადაც  ბ და  ც ლიგებში მონაწილეობდა 90 ...
21/07/2026

"საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "JUNIOR NBA" ჩემპიონატში სადაც ბ და ც ლიგებში მონაწილეობდა 90 გუნდი, საკალათბურთო კლუბი "CAPITAL TBILISI" შემდგენლობაში მონაწილეობას იღებდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ 141ე სკოლის მოსწავლეები:
1. ნიკოლოზ რუხაია (გუნდის კაპიტანი, ტურნირის ბომბარდირი)
2. ერეკლე რუხაია
3. ლაზარე აფაქიძე
4. იოანე თეთრაძე

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125147
23/06/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125147

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125118
22/06/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/125118

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობა...

🌊 Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainabilityსსიპ ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა სა...
19/06/2026

🌊 Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability
სსიპ ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა საერთაშორისო პროექტი „Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability“, რომელიც ხორციელდებოდა ESEP/eTwinning-ის პლატფორმაზე საქართველოს, თურქეთის, ხორვატიისა და პორტუგალიის სკოლების თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას, გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ხუთი თვის განმავლობაში მათ მონაწილეობა მიიღეს კვლევით, პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებში, შექმნეს გარემოსდაცვითი კამპანიები და ერთობლივად იმუშავეს „Blue Youth Charter“-ის შემუშავებაზე.
ევროპული გრანტის მხარდაჭერით განხორციელდა მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და თურქეთის სკოლებს შორის, რომლის ფარგლებში ერთმანეთს ეწვივნენ პედაგოგები და თითოეული სკოლიდან 2 მოსწავლე. ვიზიტების დროს მონაწილეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, კუს ტბას, თბილისის ზოოპარკს, ხოლო თურქეთში — იზმირის აკვარიუმს, ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმს, ბაფას ტბას, დილექის ნახევარკუნძულის ეროვნულ პარკს და მონაწილეობა მიიღეს ზღვის სანაპიროს დასუფთავების საერთაშორისო აქციაში.
პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, კვლევითი უნარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის დამყარებული მეგობრობა, გამოცდილების გაზიარება და საერთო ძალისხმევა წყლის ეკოსისტემების დაცვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა დაფინანსდა ევროკავშირის გრანტის ფარგლებში და სრულად ეხმიანება ევროკავშირის მისიას „Restore Our Ocean and Waters by 2030“. კონკურსზე ევროპის ქვეყნებიდან წარმოდგენილი იყო ათასობით განაცხადი, თუმცა მხოლოდ საუკეთესო და გამორჩეული პროექტების განმახორციელებელ სკოლებს მიენიჭათ საპატიო „Blue School“ (ლურჯი სკოლა) სტატუსი. ჩვენი სკოლისთვის ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხარისხიანი განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების იდეებისადმი ერთგულებას. პროექტი წარდგენილი იქნება ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე. 💙🌍🌊
🌊 Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability

LEPL Tbilisi Public School No. 141 successfully implemented the international project “Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability”, carried out through the ESEP/eTwinning platform in collaboration with partner schools from Georgia, Turkey, Croatia, and Portugal.

The project focused on raising students’ awareness of water resources, rivers, seas, and oceans, as well as environmental challenges and sustainable development. Over a five-month period, students participated in research-based, practical, and creative activities, developed environmental awareness campaigns, and collaboratively created a Blue Youth Charter, expressing their shared vision for protecting water ecosystems.

With the support of a European grant, a short-term international exchange program was organized between the Georgian and Turkish partner schools. As part of the exchange, teachers and two students from each school visited one another and participated in a variety of educational and environmental activities. In Georgia, participants visited Ilia State University, the National Environmental Agency, Turtle Lake, and the Tbilisi Zoo Visitor Centre. In Turkey, they explored the Izmir Aquarium, the Bodrum Museum of Underwater Archaeology, Lake Bafa, and Dilek Peninsula National Park, and took part in an international beach clean-up campaign to promote marine conservation.

The project significantly contributed to the development of students’ environmental awareness, research skills, international cooperation, and active citizenship. Equally important was the opportunity for students from different countries to build friendships, exchange experiences, and work together towards a common goal—protecting our water resources and aquatic ecosystems.

This initiative was funded through a European grant program and directly supports the objectives of the European Union Mission “Restore Our Ocean and Waters by 2030.” Thousands of applications from schools across Europe were submitted under similar environmental themes. Following a highly competitive selection process, only the most outstanding projects and schools were awarded the prestigious “Blue School” title.

Receiving this recognition is a great honor for our school and reflects our commitment to high-quality education, international collaboration, environmental responsibility, and the promotion of sustainable development among future generations. The project will be applied for the national and European Quality Labels.💙🌍🌊
იხილეთ პროექტის Blog-

Our goal is to educate and engage students in ocean and water sustainability, contributing to the EU Mission “Restore our Ocean and Waters by 2030.”

Address

დ. გურამიშვილის ქ. #14ა
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 141-ე საჯარო სკოლა / 141 Public School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to 141-ე საჯარო სკოლა / 141 Public School:

Shortcuts

Share

Category