16/09/2026
📝 წიგნი, რომელიც ბატონმა შალვა ამონაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნა
📖 “საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ლოცვა-კურთხევა მისცა ცნობილ მეცნიერს შალვა ამონაშვილს გამოეყენებინა თავისი ცოდნა და გამოცდილება და მეცნიერის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის გამოყენებით დაეწერა წიგნი ოჯახური აღზრდის შესახებ”.
✨ შეხვედრაზე ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა ბატონ შალვას უთხრა:
“მე ვფიქრობ, თქვენსავით, ვერავინ შეძლებს ამ საკითხის გადაწყვეტას.
ბატონი შალვა ჩაფიქრდა, ოდნავ დააყოვნა პასუხის გაცემა, შემდეგ კი მტკიცედ განაცხადა - ვეცდები.
✍🏼 თითქმის ორი წელი მუშაობდა პატრიარქის დავალების შესასრულებლად. ხშირად ვეხმიანებოდით ხოლმე ერთმანეთს როგორც მეგობრები, ჩემის მხრივ მორიდებით “ვაჩქარებდი”.
🥰 პროფესორი შალვა ამონაშვილი მთელი სულითა და გულით, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა პატრიარქის დავალებას, და შექმნა უაღრესად საინტერესო ნაშრომი”.
რედაქტორისგან: პროფესორი ვახტანგ სართანია, ამონარიდი წიგნიდან - “აღზრდის სიმფონია”.
📖 წიგნი “აღზრდის სიმფონია” წარმოდგენილი იქნება ბატონი შალვა ამონაშვილის სემინარზე, თბილისში. შესვენებაზე კი საშუალება გექნებათ, რომ ბატონ შალვას ხელმოწერა გააკეთებინოთ წიგნზე ❤️ 🥰
⬇️ შეხვედრების შესახებ დეტალები იხილეთ კომენტარებში: