19/06/2026
2026 წლის 16 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი “Looking Back and Ahead: Turkey and Georgia in Global History and Modern Turbulent Times”, რომელზეც ქართველმა და თურქმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები თურქეთ-საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების შესახებ. ვორქშოპის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერგაგების მემორანდუმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (წარმომადგენელი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი) და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის (ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი, ანკარის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი).
On June 16, 2026, an international workshop titled “Looking Back and Ahead: Turkey and Georgia in Global History and Modern Turbulent Times” took place at the G. Tsereteli Institute of Oriental Studies at Ilia State University. Scholars from Georgia and Turkey presented papers focusing on both historical and contemporary interactions between the two nations. Concluding the workshop, Memorandums of Understanding between Ilia State University (represented by G. Tsereteli Institute of Oriental Studies) and Turkish Universities (Hacettepe University, Social Sciences University of Ankara) were signed.
29/05/2026
https://www.facebook.com/share/p/14egCWhQAGq/
🔴 1-3 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის სამეცნიერო ბაზაზე ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბთან თანამშრომლობით მოეწყობა კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი (Beyond Borders: Korean-Georgian Youth Camp 2026).
📝 მსურველებმა 10 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/tvWLB8m1dCn4Yyho9
📅 ორგანიზატორები შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 16 ივნისისა.
🌐 სამუშაო ენა - ინგლისური
ვრცლად: 🔗 https://tinyurl.com/4tf4cunm
15/04/2026
https://www.facebook.com/share/p/1BMtZr5JPq/
16 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ნიკო ქელბაქიანის კვლევას “ირანი და კავკასია ომთაშორის პერიოდში”.
მოხსენების შესახებ:
ირანისა და კავკასიის ბედი მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული, როცა კავკასია ირანისთვის ევროპისკენ ერთ-ერთ ფანჯარას წარმოადგენდა. ირანის 1905-1911 წლების კონსტიტუციურ რევოლუციაში კავკასიელი რევოლუციონერები აქტიურად მონაწილეობდნენ და პირველი ირანული მემარცხენე პარტიების დაარსებაშიც შეიტანეს წვლილი. ამასთან, ირანზე რუსეთის იმპერიის გავლენები ირანელებისა და კავკასიელი ხალხების სიახლოვეს უწყობდა ხელს.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ რუსეთის სამოქალაქო ომი შიდა არეულობის გამომწვევი მოვლენა გახდა, ხოლო ბოლშევიკების მიერ კავკასიის ოკუპაცია პირდაპირ იყო მიბმული ჩრდილოეთ ირანში ბოლშევიკურ ინტერვენციასა და იქ ირანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან. თუმცა, ირანში რეზა შაჰის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და საბჭოთა საზღვრების ჩაკეტვის შედეგად, ირანსა და კავკასიას შორის სახალხო კონტაქტები საგრძნობლად შესუსტდა. ამასთან, 1920-1930-იან წლებში ირანს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებულმა შეთანხმებებმა გავლენა იქონია არა მხოლოდ ირანის ბედზე მეორე მსოფლიო ომის დროს, არამედ კავკასიის გეოპოლიტიკაზეც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
მომხსენებლის შესახებ:
ნიკო ქელბაქიანი არის აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი. მისი სპეციალობაა თანამედროვე ირანის პოლიტიკა და ისტორია და ირან-რუსეთის/საბჭოთა ურთიერთობები. ნიკო ასწავლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ასევე არის ჟურნალისტი და ყოველდღიურად აშუქებს ირანში მიმდინარე მოვლენებს.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
https://uni-goettingen.zoom.us/meeting/register/aY7rWOY6T6q52j3wmzUPmw #/registration
ფოტო: ირანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (1920-1921) მარკა. Wikimedia Commons / Nickpo