Aesthetic Hub • ესთეტიკ ჰაბი

Aesthetic Hub • ესთეტიკ ჰაბი ✔ ესთეტიკური მედიცინის შესწავლა
✔ პრაქტიკული მეცადინეობები
✔ მასტერ კურსები

ჰაბი აცხადებს ახალი ჯგუფის რეგისტეაციას და გიწვევთ ინტენსიურ კურსზე, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღებ პრაქტიკულ გამ...
28/05/2026

ჰაბი აცხადებს ახალი ჯგუფის რეგისტეაციას და გიწვევთ ინტენსიურ კურსზე, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილება.
❓რატომ ჩვენი კურსი?
✅ მორგებული გრაფიკი
✅ გამოცდილი პედაგოგები – პრაქტიკოსი კოსმეტოლოგები, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას
✅ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები – მუშაობა უახლესი აპარატურით.
მიიღე პროფესიონალური განათლება კოსმეტოლოგიაში! 🎓
🔝ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ პროგრამას რომელიც მოიცავს:
* სახის კანის დიაგნოსტიკა და მორფოტიპები
* ესთეტიკური კოსმეტოლოგია
* პილინგის როლი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში
* აპარატურული კოსმეტოლოგია
ინექციური კოსმეტოლიგია (მეზო, ბიო, შემავსებელი, ბოტოქსი)
* ნორმები და დეზინფექციის წესები
* ქცევის სტაბდარტები და კლიენტებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგია
* მენეჯმენტი

➡️ მცირერიცხოვანი ჯგუფები (ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუდენტთან).
➡️ პრაქტიკული მეცადინეობები თავდაპირველად მულაჟზე, ხოლო შემდეგ მოდელებზე.

📅 სწავლა დაიწყება 16 ივნისს.
👉 არ გაუშვა შანსი, გახდე მოთხოვნადი სპეციალისტი
📩 ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
📞 +995 577 795 000

💉 MASTERCLASS - DYSPORT TRAINING COURSE• თეორია • პრაქტიკა თუ გსურთ ბოტულინის ტოქსინის პროფესიულ დონეზე შესწავლა, ეს მას...
24/05/2026

💉 MASTERCLASS - DYSPORT TRAINING COURSE

• თეორია • პრაქტიკა

თუ გსურთ ბოტულინის ტოქსინის პროფესიულ დონეზე შესწავლა, ეს მასტერკლასი თქვენთვისაა.

🔬 კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• Dysport-ის სწორ განზავებასა და დოზირებას
• ზედა მესამედის სრულ კორექციას
• Full Face შეფასებას
• Platysma & lower face ტექნიკებს
• Facial balancing-ს
• უსაფრთხო ინექციის პროტოკოლებს
• გართულებების თეორიას
• რეალურ პაციენტებზე პრაქტიკულ მუშაობას

✨ კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მოქმედი სპეციალისტებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე ტექნიკების შესწავლა.

✔ კურსის ხანგრძლივობა - 3 დღე
✔ მოდელების მობილიზებას უზრუნველყოფს ცენტრი
✔ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

❗ ადგილები შეზღუდულია
📩 რეგისტრაცია ხდება წინასწარ

კურსის ტრენერი - მედიცინის დოქტორი და ინექციონისტი თამარ შანშიაშვილი.

სეზონურობა და რჩევები ესთეტიკურ მედიცინაში: რას ვუფრთხილდებით ზაფხულში?ზაფხულის სეზონი და კლინიკური გამოწვევები — რა უნდ...
20/05/2026

სეზონურობა და რჩევები ესთეტიკურ მედიცინაში: რას ვუფრთხილდებით ზაფხულში?

ზაფხულის სეზონი და კლინიკური გამოწვევები — რა უნდა იცოდეს მომავალმა კოსმეტოლოგმა:
👉 აგრესიული პილინგები და ლაზერები: აქტიური ინსოლაციის (მზის) პერიოდში ღრმა პილინგები და გარკვეული ლაზერული პროცედურები ჰიპერპიგმენტაციის რისკს ზრდის, ამიტომ მთავარი მოვალეობაა პაციენტს დავასწავლოთ SPF-ის სწორი შერჩევა და განახლების წესები (განსაკუთრებით აპარატურული ან ინექციური პროცედურების შემდეგ).
გაზაფხულის სეზონზე უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ ისეთ პროცედურებზე როგორიცაა- ბიორევიტალიზაცია/მეზოთერაპია კანის ჰიდრატაციისთვის.
ასევე მნიშვნელივანია ურჩიოთ პაციენტებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კოლაგენი, პეპტიდები ან PDRN (პოლინუკლეოტიდები).

🙌 გაუზიარეთ საკუთარი კანის მოვლის რუტინა: გახსოვდეთ, რომ სპეციალისტის კანი მისი საუკეთესო რეკლამაა.

💯 და ყველაზე მნიშვნელოვანი:
გახსოვდეთ, კონსულტაციის ოქროს წესი, პროცედურამდე დეტალური ანამნეზის შეკრება და პაციენტთან გულახდილი საუბარი წარმატების 80%-ია.

#წარმატება

მითი თუ რეალობა? 👇B ჯგუფის ვიტამინები შლის ბოტოქსს და ჰიალურონის მჟავას?მითი.რეალობა:B ჯგუფის ვიტამინები არ შლიან არც ბო...
27/03/2026

მითი თუ რეალობა? 👇

B ჯგუფის ვიტამინები შლის ბოტოქსს და ჰიალურონის მჟავას?

მითი.
რეალობა:
B ჯგუფის ვიტამინები არ შლიან არც ბოტულინოტოქსინს და არც ჰიალურონის მჟავის ფილერებს.
რა ხდება სინამდვილეში?
ბოტოქსი იშლება მხოლოდ ორგანიზმის ბუნებრივი ნეირომეტაბოლური პროცესებით.
ჰიალურონის მჟავა იშლება ფერმენტულად — ჰიალურონიდაზის მოქმედებით.
B ვიტამინები უბრალოდ მონაწილეობენ:
ნერვული სისტემის ფუნქციაში
უჯრედულ მეტაბოლიზმში
ენერგიის წარმოებაში
ეს არ ნიშნავს, რომ ისინი „შლიან“ ან „აუქმებენ“ ესთეტიკურ პროცედურებს.
დასკვნა:
B ჯგუფის ვიტამინები არ არის ბოტოქსის ან ფილერების მტერი.

როდესაც ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების მაღალი კონცენტრაციაა, ისინი ეხმარებიან ნერვულ დაბოლოებებს „გამოფხიზლებაში“ და ტოქსინით გამოწვეული ბლოკის უფრო სწრაფად მოხსნაში.
‼️ იგულისხმება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ვიტამინების კონცენტრაცია არის მაღალი.

ხშირად გავრცელებული რჩევები ინტერნეტში — მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია.

დღეს ესთეტიკურ სივრცეში ხშირად ვხედავთIV წვეთებს, პეპტიდებს, ეგზოსომებს, NAD-სდაPDRN „უჯრედულ გაახალგაზრდავებას“ —რომლებ...
14/03/2026

დღეს ესთეტიკურ სივრცეში ხშირად ვხედავთ
IV წვეთებს, პეპტიდებს, ეგზოსომებს, NAD-ს
დაPDRN „უჯრედულ გაახალგაზრდავებას“ —
რომლებიც იყიდება როგორც longevity მედიცინა.

მაგრამ მედიცინა არ ეფუძნება რწმენას.

მედიცინა ეფუძნება
მტკიცებულებას, უსაფრთხოებას და პასუხისმგებლობას.

ნამდვილი longevity მედიცინა ეკუთვნის
პრევენციულ და შინაგან მედიცინას —
არა ტრენდულ ესთეტიკურ მარკეტინგს.
სილამაზე არ არის რისკი, როცა მას მედიცინა მართავს.
Belief is not a treatment plan.

⸻
Dr. Tamar Shanshiashvili
ექიმი • ესთეტიკური მედიცინა

Aesthetic Medicine
Patient Safety First

ახალი ჯგუფის რეგისტრაცია!▪️ თეორიული და პრაქტიკული კურსი (კანის აგებულება, ფიზიოლოგია, დიაგნოსტიკა, სახის წმენდის თანამე...
11/03/2026

ახალი ჯგუფის რეგისტრაცია!
▪️ თეორიული და პრაქტიკული კურსი (კანის აგებულება, ფიზიოლოგია, დიაგნოსტიკა, სახის წმენდის თანამედროვე მეთოდები);
▪️ პილინგის როლი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში;
▪️ აპარატურული კოსმეტოლოგია (ულტრაბგერა, კანის ოქსიგენაცია, ალთერაპია, RF);
▪️ კანის ანატომია და ინექციური კოსმეტოლოგიის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსი (დაბერების კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკა, სახის მოდელირება, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ბოტულინო თერაპია).
➡️ სტუდენტები ასევე დაეუფლებიან შემდეგ საკითხებს კაბინეტის მოწესრიგებას, სტერილიზაცია და პაციენტის მომზადება;
➡️ ქცევის სტანდარტი პაციენტთან ურთიერთობისას თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
კურსის ღირებულებაში შედის:
▪️ საკანცელარიო ნივთები;
▪️ სახარჯი მასალა;
▪️ პრეპარატები (მეზო, ბიორევიტალიზაცია, ბუნ. შემავსებელი, პილინგები, პროფ. წმენდის საშუალებები).
◾ სწავლის ვადა-3 თვე.
◾ ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშათი, პარასკევი. საღამოს 6 საათი.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ან შეავსეთ მარტივი ფორმა:
📞 514 082 001
✅ https://forms.gle/vNLoVtm2bD2HupyK6
📍 თბილისი, მოსაშვილის #8

რატომ ფიქრობენ რომ ეგზოსომები მომავალი სიტყვაა დაბერებასთან ბრძოლაში? 🧬👉🏻 რადგან, შეიცავენ გენეტიკურ მასალას, ცილებს და ...
01/03/2026

რატომ ფიქრობენ რომ ეგზოსომები მომავალი სიტყვაა დაბერებასთან ბრძოლაში? 🧬

👉🏻 რადგან, შეიცავენ გენეტიკურ მასალას, ცილებს და ლიპიდებს, რომლებსაც ერთი უჯრედი მეორე უჯრედში გზავნის. ორგანიზმი იყენებს ამ სიგნალს სხვადასხვა პროცესის რეგულირებისათვის - სხეულის აღდგენა, იმუნური სისტემის გაძლიერება, ტვინის მუშაობა და სხვა. ეგზოსომები სისხლში, ნერწყვში, რძეშიც კი არიან, ასე რომ ჩვენი სხეული მუდმივად წარმოქმნის და ცვლის მათ. ნეირონები ტვინში მათი საშუალებით ინფორმაციის გაცვლას ახერხებენ.

🧬 ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეგზოსომებს შეიძლება მეხსიერების ფორმირებაშიც ჰქონდეთ თავიანთი წვლილი.

🧬 კოსმეტოლოგიაში დღეს უკვე არსებობს ეგზოსომებზე დაფუძნებული პრეპარატები რომლებიც განიხილება როგორც მომავლის უჯრედული მედიცინა კანის გაახალგაზრდავებისთვის და რეგენერაციისთვის. ეგზოსომები ძალიან პატარაა მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი სიგნალის მატარებლები არიან. ისინი შეიძლება გახდნენ მედიცინისა და ესთეტიკის მომავალი, როდესაც მკურნალობა აღარ იქნება მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ საკუთარი უჯრედული მესიჯებით. ანუ ჩვენს სხეულში ყოველ დღე ხდება უხილავი კომუნიკაცია. უფრო მარტივად რომ ავხსნა - უჯრედები ერთმანეთს უგზავნიან წერილებს არა ქაღალდზე არამედ მიკროსკოპული უჯრედებით, სახელად ეგზოსომები. ისინი თითქოს „ფოსტალიონები“ არიან რომლებიც ასრულებენ მისიას ერთი უჯრედიდან მეორე უჯრედში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადატანის.

🧬 წარმოიდგინეთ რომ კანი დაზიანდა, მაშინ დაზიანებულ ადგილს ეგზოსომები უგზავნიან შეტყობინებას სადაც „წერია“ - დაიწყე რეგენერაცია ან გამოიძახე დამხმარე უჯრედები, სწორედ ამიტომ მეცნიერები მათ მომავალ მედიცინას უწოდებენ.

🧬 სილამაზის სფეროშიც ეგზოსომები გახდა ახალი ვარსკვლავი, აღმოჩენა, ახალი თაობის კოსმეტოლოგიური პრეპარატები სწორედ მათ ძალას იყენებს რომ კანი არა უბრალოდ დატენიანდეს, არამედ რეალურად გამოაღვიძოს და გაახალგაზრდაოს უჯრედულ დონეზე. დღეს ეს მეცნიერების საოცრებაა, ასევე სილამაზისა და ჯანმრთელობის მომავალი იარაღი.

წყარო-
ესთეტიკოსი სოფო თოიძე

01/03/2026

მენტორი ესთეტიკური მიმართულებით 📚✨

Another wonderful day with the satisfied students of Aesthetic Hub 📚🌈✨✔️
28/02/2026

Another wonderful day with the satisfied students of Aesthetic Hub 📚🌈✨✔️

კანი არ არის მხოლოდ კოსმეტოლოგიის თემა.კანი არის მეტაბოლიზმის სარკე.თუ კანი არის მშრალი, აკნიანი, პიგმენტირებული ან ელას...
27/02/2026

კანი არ არის მხოლოდ კოსმეტოლოგიის თემა.
კანი არის მეტაბოლიზმის სარკე.
თუ კანი არის მშრალი, აკნიანი, პიგმენტირებული ან ელასტიურობას კარგავს — ხშირად პრობლემა იწყება თეფშიდან.

🧬 კანის შემადგენლობა მოკლედ:
კოლაგენი — სტრუქტურა
ელასტინი — მოქნილობა
კერატინი - დამცავი ზედაპირი
ჰიალურონის მჟავა — დატენიანება
ლიპიდური ბარიერი — წყლის შეკავება
და ახლა მთავარი კითხვა:

რით ვკვებავთ ამ სისტემას?
🥩 1. ცილა — კოლაგენის, ელასტინის და კერატინის საფუძველი
თუ საკმარისი ამინომჟავები არ გვაქვს, სამივეს წარმოება მცირდება.
👉 შედეგი: ნაადრევი დანაოჭება, მოდუნება, ჩამოკიდება.
საკვები - კვერცხი, თევზი, ძვლიანი ბულიონი, ხორცი
🍊 2. ვიტამინი C — კოლაგენის „აქტივატორი“
მის გარეშე კოლაგენი ვერ სინთეზდება.
👉 კივი, ციტრუსი, წიწაკა, ბროკოლი.
🐟 3. ომეგა-3 — ანთების კონტროლი + ბარიერის გაძლიერება
👉 ცხიმიანი თევზი, სელის თესლი, ჩია.
ამცირებს აკნეს და კანის გაღიზიანებას.
🥬 4. ანტიოქსიდანტები — უჯრედების დაცვა
თავისუფალი რადიკალები ანადგურებს კოლაგენს და ჰიალურონს.
👉 კენკრა, მწვანე ჩაი, ბროწეული.

❗ რა აზიანებს კანს?
შაქარი → გლიკაცია → კოლაგენის დაზიანება
ტრანსცხიმები → ანთება,
ფასტფუდი - ცუდი კვლავწარმოება
ალკოჰოლი → დეჰიდრატაცია

📌 დასკვნა:
თუ კანის მოვლაში მხოლოდ კრემის იმედად ხარ და კვებას არ მიხედავ — შედეგი მინიმალური და დროებითია

აი ამიტომაც კანის ხარისხი იწყება თეფშიდან. უფრო მეტი - კონსულტაციაზე

👉 რას შეცვლიდი პირველ რიგში შენს კვებაში?

წყარო: Giorgi Kavzharadze

Address

ავლიპ ზურაბიშვილი 1გ
Tbilisi
0144

Telephone

+995577795000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Aesthetic Hub • ესთეტიკ ჰაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category