Edu Express Georgia

Edu Express Georgia საგანმანათლებლო ცენტრი

📚 აღმზრდელ-პედაგოგების საყურადღებოდ!თუ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვას იწყებთ და გსურთ, სამუშაო მასალა იყოს ახალი ადრეული ...
14/09/2026

📚 აღმზრდელ-პედაგოგების საყურადღებოდ!

თუ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვას იწყებთ და გსურთ, სამუშაო მასალა იყოს ახალი ადრეული განათლების კურიკულუმის „თამაში“ პრინციპებზე დაფუძნებული, გთავაზობთ ჩემს მიერ მომზადებულ პრაქტიკულ სამუშაო მასალებს.

📌 წლიური თემატური კალენდარი — სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით
📌 მთელი წლის ყოველკვირეული გეგმები
📌 გეგმები მომზადებულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
📌 გათვალისწინებულია ბავშვზე ორიენტირებული, თამაშზე დაფუძნებული მიდგომა
📌 თემები წარმოდგენილია როგორც მოქნილი, საორიენტაციო მიმართულებები — მათი შეცვლა და განვითარება შესაძლებელია ბავშვების ინტერესების, ინიციატივებისა და ჯგუფში მიმდინარე პროცესების შესაბამისად
📌 ყოველკვირეულ გეგმებში მოცემულია მიზნები, უფროსის მიერ ინიცირებული აქტივობები/პროვოკაციები, ცენტრები და რესურსები, ტრანზიციები, ინდივიდუალიზაციის სტრატეგიები და კვირის ანალიზის სივრცე.

🌱 მასალა შექმნილია იმისთვის, რომ აღმზრდელს ჰქონდეს მზად, გასაგებად დალაგებული სამუშაო საფუძველი, რომელსაც საკუთარ ჯგუფსა და ბავშვების რეალურ ინტერესებს მოარგებს.

ხელმისაწვდომია ასაკობრივი ჯგუფებისთვის: 2–3 | 3–4 | 4–5 | 5–6 წელი, ასევე შესაძლებელია შერეული 2–6 წლის ჯგუფისთვის.

💌 დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

#ადრეულიგანათლება #აღმზრდელპედაგოგი #კურიკულუმითამაში #საბავშვობაღი #ყოველკვირეულიგეგმა #თემატურიკალენდარი #სკოლამდელიგანათლება

13/09/2026

🌈 მასწავლებლის ასისტენტი — წლიური თემატური გეგმა/კალენდარი 🌈

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ვამზადებთ წლიურ თემატურ გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ სასწავლო წლის განმავლობაში თემების წინასწარ და ორგანიზებულად დაგეგმვაში. 💛

გეგმა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით და თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრულია, რა თემატიკებზე შეიძლება იყოს ორიენტირებული მუშაობა წლის განმავლობაში.

📌 ყველაზე მნიშვნელოვანი — გეგმა იქნება მზა დოკუმენტის სახით, რომელსაც მარტივად ამობეჭდავთ და პირდაპირ მოათავსებთ თქვენს პორტფოლიოში.

✨ აღარ დაგჭირდებათ თემების ცალ-ცალკე მოძიება და წლიური გეგმის თავიდან შედგენა.

თქვენი დრო ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
დაგეგმვას კი „მასწავლებლის ასისტენტი“ გაგიმარტივებთ. 🌸

📩 დეტალური ინფორმაციისა და შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

19/04/2026

Check out eduexpressgeorgia’s video.

Every child is unique ✨All colors together create the most beautiful world 🌈April 2 is World Autism Awareness Day 💙 ყველ...
02/04/2026

Every child is unique ✨
All colors together create the most beautiful world 🌈
April 2 is World Autism Awareness Day 💙

ყველა ბავშვი უნიკალურია ✨
ყველა ფერი ერთად ქმნის ყველაზე ლამაზ სამყაროს 🌈
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა 💙

26/03/2026

Simple, fun, and interesting creative activity 🥚✨🌈🎨

მარტივი , სახალისო და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა 🥚✨🌈🎨

📣📣15 ივნისი  მამების დღეა 👨‍👦👨‍👧თუ გსურთ მამების დღე თქვენს შვილთან ერთად გაატაროთ საინტერესოდ და ჩაერთოთ შემოქმედებით პ...
07/06/2025

📣📣15 ივნისი მამების დღეა 👨‍👦👨‍👧

თუ გსურთ მამების დღე თქვენს შვილთან ერთად გაატაროთ საინტერესოდ და ჩაერთოთ შემოქმედებით პროცესში, მაშინ დარეგისტრირდით მამა-შვილის არტ-თერაპიულ ვორქშოფზე 👇
რეგისტრაციისათვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://docs.google.com/forms/d/1B5lYG5bfIrfjSxDIqCX-LXDY6uLEcg64m_D4KWakLKo/edit

🌳🍀ვორქშოფი ჩატარდება გამწვანებულ, ბუნებრივ გარემოში და მოიცავს სამახსოვრო ნივთების მოხატვას, და სახალისო თამაშს

👤 ბავშვების ასაკი : 5-8 წელი

⏱ ვორქშოფის ხანგრძლივობა - 1 საათი და 30 წუთი

💸ვორქშოფის ღირებულება 35 ლარი

🗓 დრო : 15 ივნისი, კვირა , 12 საათი

🏡მისამართი : თბილისი, ოქროყანა, თბილისის ქუჩა 5

Address

Tbilisi

Telephone

+995571089110

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Edu Express Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Edu Express Georgia:

Shortcuts

Share