თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History

თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის გვერდი

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები: საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის და საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით 31 ივლისს, თსუ-ის I კორპუსში გაიმართა სამეცნიერო...
04/08/2026

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის და საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით 31 ივლისს, თსუ-ის I კორპუსში გაიმართა სამეცნიერო დიალოგი.
სხდომას უძღვებოდა აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
სხდომას მიესალმა საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელი.
საქართველოს ისტორიის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ფიფიამ ისაუბრა ანტიკური ხანის კოლხეთსა და იბერიაში ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ქალის პოლიტიკურ უფლებებზე, კერძო და პირადი საკუთრების ფლობის საკითხზე. ასევე, რელიგიური თვალსაზრისით ქალის როლზე. გარდა ამისა, ისაუბრა ძველ საბერძნეთსა და რომში კოლხური წარმოშობის ქალების სტატუსსა და მდგომარეობაზე.
საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის 2026 წლის კურსდამთავრებულმა ლიზა მურადაშვილმა ისაუბრა თემაზე ‘ქალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში’. მან ყურადღება გაამახვილა ქალის პოლიტიკური გააქტიურების და ზოგადად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალის მამაკაცთან უფლებრივი გათანაბრების სხვადასხვა ასპექტებზე.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

2026 წლის 24-27 მაისს, პომერანიის უნივერსიტეტის (ქ. სლუპსკი, პოლონეთი) სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ორგანიზებ...
02/06/2026

2026 წლის 24-27 მაისს, პომერანიის უნივერსიტეტის (ქ. სლუპსკი, პოლონეთი) სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ორგანიზებით, პოლონეთის საკურორტო ქალაქ უსტკაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამართალი და ჰუმანიზმი: ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე საზღვრები“. მასში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მეცნიერები: საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები, იურისტები და ისტორიკოსები - პოლონეთის, გერმანიის, საქართველოს და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი, რომელიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებრივი გათანასწორების ისტორიიდან“

📍  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით 2026 წ...
02/06/2026

📍 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით 2026 წლის 29-30 მაისს გაიმართა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა

📖 კონფერენცია გახსნა თსუ რექტორმა, საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ქრისტიანობის როლზე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ეკლესიის მნიშვნელობაზე ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბებასა და არსებობაში, ასევე ქართულ ეკლესია-მონასტრებში წარმოებული საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაზე

📖 რექტორმა, ასევე ხაზი გაუსვა კონფერენციაზე წარმოდგენილი თეზისების თემატიკის მრავალფეროვნებასა და შესწავლის მნიშვნელობას. სტუდენტებს მოუწოდა, რომ ამ მასალებს სრულყოფილი სამეცნიერო სტატიების სახე მისცენ.

📖 კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა და თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესურამ: ქეთევან ნადირაძემ, მიხეილ ბახტაძემ, ლერი თავაძემ, ალექსანდრე ბოშიშვილმა

📚 კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცემა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის სამეცნიერო მნიშვნელობას და სტუდენტების ნაშრომებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის

გამოიცა ემილ ავდალიანის წიგნი - საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (1801-1917 წწ.). წიგნი მეოთხე. ნაშრომში განხილულია...
02/06/2026

გამოიცა ემილ ავდალიანის წიგნი - საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (1801-1917 წწ.). წიგნი მეოთხე. ნაშრომში განხილულია 1801-1917 წლების კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა განხილული რუსეთის იმპერიის, ოსმალეთისა და ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიასთან მიმართებაში.

26/05/2026

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

"ქალაქ ჯვარის მთავარი ქალაქფორმირებითი ობიექტი არის ენგურჰესი. როგორც საბჭოთა დროს ენგურჰესი გახდა ქალაქის წარმოშობის მთ...
24/05/2026

"ქალაქ ჯვარის მთავარი ქალაქფორმირებითი ობიექტი არის ენგურჰესი. როგორც საბჭოთა დროს ენგურჰესი გახდა ქალაქის წარმოშობის მთავარი ფაქტორი და მისი ძირითადი ფუნქციის განმსაზღვრელი, პოსტსაბჭოთა პერიოდშიც ენგურჰესი ქალაქის არსებობის და განვითარების უმთავრესი პირობაა. ენგურჰესის მშენებლობა და შემდეგ მუდმივი ფუნქციონირება გახდა ჯვარის ყველაზე მნიშვნელოვანი მაურბანიზებელი ფაქტორი.
დღევანდელი ქალაქი ჯვარი, შეიძლება ითქვას, რომ სიმბიოზია საქალაქო და სასოფლო ცხოვრებისა. აქ მოსახლეობის ნაწილი ქალაქური წესით ცხოვრობს, ნაწილი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, ზოგი კი – ორივეს. "
ქ. ციმინტია. ურბანიზაცია-დეურბანიზაცია-რეურბანიზაციის პროცესი ჯვარის დასახლების მაგალითზე. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI. 2025
http://geohistory.humanities.tsu.ge/images/SHROMEBI/XXI/Geo/027_Ketevan_Tsimintia.pdf

23/05/2026
21/05/2026
20/05/2026

"ქრისტეფორე მუხრანის ბატონიშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამა// ჯვარის მამა (1683 წ.) და ქართლის მთავარეპისკოპოსი [1688] – 1690-1703 წწ. იყო ბიძა მუხრანის ბატონიშვილ კონსტანტინე თეიმურაზის ძისა (1677-1700 წწ.) და ძმა სახლთუხუცეს პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა (1658-1700 წწ.). მათი ბიძა იყო მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი. ჰყავდა
სხვა ძმებიც: გიორგი, რუსი, ხოსია, ბეჟან, დათუნა, სანჯარ, უთრუთ, ერეკლე."
მაია შაორშაძე.ვინ იყო ქრისტეფორე მუხრანის ბატონიშვილი და რომელ წლებში იკავებდა იგი ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრას? ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. XXI
თბილისი. 2025

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გილოცავთ გიორგობას!"დამოუკიდებლად არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე საქართველოს, სახელმ...
06/05/2026

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გილოცავთ გიორგობას!
"დამოუკიდებლად არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე საქართველოს, სახელმწიფო სიმბოლიკის დანარჩენ ატრიბუტებთან ერთად, უძველესი დროიდან გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო გერბიც, რომელსაც ქართული და უცხოური წყაროების ცნობით, ამშვენებდა წმინდა გიორგის გამოსახულება. ამ წმინდანის გამოსახულება ქართულ სახელმწიფო სიმბოლიკაში, კერძოდ, ნუმიზმატიკურ მასალაზე - XI საუკუნის პირველი ნახევრიდან დასტურდება"
აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი, თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. წმ. გიორგის გამოსახულება საქართველოს სახელმწიფო გერბზე (ათასწლოვანი ტრადიციის სათავეებთან). ჰეროლდი. 12. 2025.

https://www.heraldika.ge/uploads/2025__/_12_1.pdf

Address

Ilia Chavchavadze Avenue 13
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი / TSU Institute of Georgian History:

Shortcuts

Share